წელიწადში ერთხელ

საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილი თანახმად “დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – არანაკლებ წელიწადში 24 სამუშაო დღით.” მე ყურადღებას გავამახვილებდი  სიტყვაზე “არანაკლებ”,  მაგრამ ამ სიტყვის სრულ უგულებელყოფას აკეთებეს ჩვენი ხელმძღვანელობა, ამ მწვავე საკითხზე სხვა დროს ვისაუბრებ, ახლა კი იმაზე მინდა მოგიყვეთ, რასაც მთელი რუდუნებით ველოდი 1 წელი.

ნანატრი, საოცნებო 10 დღიანი შვებ(ულებ)ა.

საბოლოოდ დასვენება 10 დღეც არ გამომივიდა, რაღაც საქმეებზე მომიწია წინ და უკან სირბილი.

მეძინა, რამდენიც მინდოდა და ვჭამდი, რამდენიც ბებოს უნდოდა, მას სულ გონია, რომ ცოტას ვჭამ და გამხდარი ვარ. 🙂 ჩემს წონას არ ვეუბნები, არ მინდა გული ეტკინოს 🙂 შედეგად მოვიმატე რამდენიმე კილო და 365 დღე სიცოცხლისათვის შემდეგ შვებ(ულებ)ამდე.

ვნახე, ბევრი ფილმი და უამრავი ნათესავი და ნაცნობი, ზოგი მე მენატრებოდა ზოგს -მე.

ჰამაკს ქონდა ისეთი დატვირთვა, რაც ჩემი იქ არ ყოფნის მანძილზე მთელი წელი ჯამში არ ექნება.

ვიღაცამ მითხრა, წელიწადში ერთხელ ისეთ ადგილზე უნდა წახვიდე, სადაც მანამდე არ ყოფილხარო. ჰოდა, წელს პირველად ვიყავი ბათუმში. ბევრს გაუკვირდება ალბათ და იტყვის, რა არის ახლა ამაში განსაკუთრებულიო, მაგრამ ჩემთვის იყო დაუვიწყარი დღეები.Image

ამინდი იყო გასა20არი. დილით მზე, შუა დღისას იწვიმებდა ან მოიღუბლებოდა და 4-5 საათზე ისევ მზე გამოდიოდა. ზღვა იყო ჰაერზე თბილი და დედაჩემისნაირი, ხანდახან აიქოჩრებოდა და მალევე დამშვიდდებოდა.

მაგრამ მე ზღვაზე და ამინდზე მეტად, მოვიხიბლე თავად ბათუმით. ჩემი აზრით, საქართველოსი ყველაზე ლამაზი ქალაქით. ალბათ ვიღაც სკეპტიკოსი მეტყვის, შენ უკანა ქუჩები არ გინახავსო. -ვნახე, გაუკეთებელი და მოუვლელი ქუჩებიც ვნახე, მაგრამ იმდენი რამეა გაკეთებული და ისე ლამაზია, ვერ დაჩრდილავს ვერაფერი. Image

გამიკვირდა, როცა რუსთაველზე აღმოვაჩინე ძველებური, ერთსართულიანი სახლი, რომელსაც რესტავრაცია არ აქვს ჩატარებული, მაგრამ ის ისტორიული მნიშვნელობის ყოფილა. ამ სახლში ანტონ ჩეხოვი და მაქსიმ გორკი ჩერდებოდნენ 1888-1900 წლებში.

იქვე რუსთაველის ძეგლის გასწვრივ ქვაფენილზე ამოტვიფრულმა იმ ფრაზებმა მიიქცია ყურადღება, რომლებიც ისედაც “ყველამ ზეპირად ვიცით”.

Imageუ-ზღვა-ვი ფოტო გადავუღე ზღვას, საბოლოოდ ერთმანეთს გავს ყველა სხვა თვალისთვის. ვერ ვიტყვი არქიტექტურის შედევრებია იქაური შენობეითქო, მაგრამ ყველა მელამაზებ(ოდ)ა. ყველა ფანჯარა, სახურავი, ჩუქურთმა მინდოდა გადამეღო. უკვე კვირაზე მეტი გავიდა და ყოველ დღე დაუსრულებლად ვათვალიერებ.

“პიაცას” ცა უფრო სწორად თაღებს შორის ჭერი არის ულამაზესი. Image

რაღაც მომენტში ბათუმში ცხოვრებაც მომინდა, მაგრამ იქაურმა ნაცნობებმა ზამთრის და წვიმების გაუსაძლისობაზე ვრცელი საუბრები არ დაიზარეს.მიუხედავად ამისა,  ბათუმი მაინც რჩება ჩემთვის ულამაზეს და სასურველ ქალაქად.

ჩემს მო-ზღვა-ვებულ ემოციებს და ფოტოებს ერთ პოსტში ვერ ჩავატევ, ახლა მივხვდი.

უკვე დღეებს ვითვლი მომავალ შვებულებამდე.

Advertisements

8 thoughts on “წელიწადში ერთხელ

  1. სანახავი მაქვს 🙂
    აბა, შენ იცი, ულევ ენერგიას გისურვებ მომდევნო შვებულებამდე!

  2. შვებულება (უფრო სწორად, შვებულების ხანგრძლივობა) ჩვენი თანთია და ტკივილი 😦 მე ორკვირიან საცოდაობას მივტირი და შენ, თურმე, უარეს დღეში ყოფილხარ 😦 ათი დღე რა უბედურებაა :(((

    ჰოდა, ბათუმი… შენ წარმოიდგინე, ის “უკანა ქუჩებიც” უზომოდ მიყვარს, ძველი სახლებიც, ზამთარიც და გაუსაძლისი წვიმაც 🙂

    ჩემი ბათუმი ❤

  3. ეჰ, ბათუმი… 😦 ზამთარშიც არ ვიტყოდი უარს ბათუმის ქუჩებში გასეირნებაზე 🙂

  4. ძალიან მიყვარს ბათუმი 🙂 მეც სულ ვამბობ ამ ქალაქში სიამოვნებით ვიცხოვრებდითქო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s