“ოქროს ტვირთი”

ბანალურ შესავალს თავს ავარიდებ და ადამისა და ევას ისტორიის გახსენებით, არ დავიწყებ ორი სქესის ურთიერთობაზე საუბარს. თუმცა მათი ხსენებით უკვე დავარღვიე ეს პირობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, თუმცა ჩვენთან ხშირად არათუ კანონს არ სცემენ პატივს, არამედ ერთმანეთის აზრიც არ აინტერესებთ, რის გამოც ხშირი იყო ქალის გატაცება დაქორწინების მიზნით, ოჯახის მიერ დაუკითხავად შვილის გათხოვება და სხვა ბევრი მარაზმი. საბედნიეროდ, მსგავსი ფაქტები შემცირდა, ზოგი კანონის გამკაცრების გამო და ზოგიც, ვიმედოვნებ, რომ ცნობიერების შეცვლამ განაპირობა.

არც საკანონმდებლო წიაღსვლებზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება და არც წარსულის მიმოხილვაზე. მე არსებული რეალობა მაწუხებს, გაუცნობიერებლად დაოჯახებულები, როცა 10 გრამიანი ოქროს საქორწინო ბეჭედი უმძიმეს ტვირთად ექცევათ ხოლმე. საუკეთესო და იშვიათ შემთხვევაში ცივილურად შორდებიან, უმეტესად კი ერთმანეთის ცხოვრებას სამუდამოდ ამახინჯებენ.

თანამედროვე ახალგაზრდობაში ქორწინება ასოცირდება:

  • თეთრ კაბასთან და კარგ მოლხენასთან, რომელიც თითქმის ყოველთვის მთვრალი საზოგადოების აყალმაყალებით და გარჩევებით სრულდება
  • თავისუფალ სექსუალურ ურთიერთობასთან, ვინაიდან ჩვენთან ქორწინებამდე სექსი ცუდ არა უფრო სწორად საზოგადო სირცხვილად ითვლება.
  • ფეისბუქზე სტატუსის გასაჯაროებასთან.  ლამის ქორწილის ღამესვე აფიქსირებენ, რომ დაქორწინდნენ და სასწრაფოდ შედიან მეუღლის ექაუნთით და დადასტურებას აკეთებენ.
  • აყენებენ მეუღლესთან გადაღებულ ფოტოს პროფილზე და მისგანაც იმავეს მოითხოვენ. ექაუნთების გაერთიანება და ერთმანეთის სახელების დარქმევაც ცნობილი ტენდენციაა.
  • თაფლობის თვის გატარება ნაცნობებისგან მოშორებით, საუკეთესო შემთხვევაში ეგზოტიკურ კურორტზე განმარტოება.
  • ბეეევრი ლამაზი სურათი და ვიდეო და მათი გამომზეურება

მთავარი კი ამ ყველაფრის შემდეგ იწყება. ცხოვრებისეული გარდაუვალი სირთულეები, რაც ურთიერთობა ახუნებს, თუ ის მყარი არ არის. როცა ადამიანი შეყვარებულია, სამყარო ულამაზესი ეჩვენება და ნაკლებად ფიქრობს სამომავლო პრობლემებზე. ლირიულ გადახვევას გავაკეთებ და ერთი ლამაზი ოჯახის შექმნის ამბავს გავიხსენებ. ჩემმა ერთმა ნაცნობმა თავის შეყვარებულს და ამჟამად მეუღლეს განუცხადა, თუ იმის გაგება გინდა რეალურად როგორი ვარ, ცოლად გამომყევი, თორე მე სიცოცხლის ბოლომდე შემიძლია თავი შენთვის სასურველ ადამიანად მოგაჩვენოო.

ჩემი აზრით, ქორწინებისთვის მზად ის არის, ვისაც სამომავლო პრობლემებზე და მათი დაძლევის გზებზე ნაფიქრი აქვს.

Si vis pacem, para bellum! არ დაგუგლოთ, ვინც არ იცით. ბევრს მიაჩნია, რომ ნაპოლეონმა თქვა “თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის”, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ მისი წარმოშობა ძველ რომში მოღვაწე ისტორიკოსს უკავშირდება და გირჩევთ, თუ გსურთ ბედნიერი და ხანგრძლივი ქორწინება, მზად იყავით ცხოვრებისეული მარტივი სირთულეებისთვის და ნახეთ  ეს ფილმი

p.s. ჩემი ფავორიტი წყვილი

Advertisements

6 thoughts on ““ოქროს ტვირთი”

  1. ამას ჰქვია ჰორმონალური შეტევის ჟამს შექმნილი ოჯახი. და, რა გასაკვირია, რომ ორიოდე თვეში თავზე ენგრევა ცოლ-ქმარს.

    ოჯახი, პირველ რიგში, მოვალეობაა. ერთმანეთის და შვილების მიმართ. ამას თუ ვერ ხვდები, თაფლობის თვე ვერ გიშველის.

  2. ჰორმონალური შეტევები იქით იყოს და ეს სოც.ქსელში ფიქსირებული სტატუსები სასაცილოა ზოგჯერ, საერთო ექაუნთებზე რომ არაფერი ვთქვათ 🙂
    ბეეეეევრი სურათი მეც მიდევს, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ არ დავიყენებ პროფილზე ჩემს სურათს საქორწინო კაბაში და არც მეუღლისას, არც მას მოვთხოვ, არც საერთო ექაუნთს გავაკეთებთ და არც პაროლს ვკითხავ 🙂
    ჩვენში დარჩეს და არც თეთრი კაბა მინდა და არც მოლხენა 🙂 და თუ მაინც არ ამცდა, არ დავდებ საკუთარი ქორწილის ვიდეოს იუთუბზე ან ფეისბუქზე სათაურით: “უბედნიერესი დღეეეეეე”, ან “კიდევ მინდაააააააა” 🙂 🙂

    • ეგეთი კატეგორიული არ ვარ მე. :))
      უბრალოდ ზომიერება მიყვარს, შეიძლება მეც ვაჭარბებ რაღაცეებს, მაგრამ ზოგიერთები უფრო :)))

      • გეთანხმები! 🙂
        იმას კი არ ვამბობ, რომ ქორწილი არავის უნდა უნდოდეს, მაგრამ შაბლონების წინააღმდეგი ვარ ზოგადად 🙂 ამიტომ, მე არ მინდა! 🙂

  3. ძალიან მიხარია ასეთი პოსტების და აზრების წაკითხვა. სამწუხაროდ საქართველოში ბევრი ქორწილი მართლაც და ტრალაილულაა და მერე რა იწყება არავის არც გააზრებული და წარმოდგენილი არ ააქვს. შესაბამისად ბევრი ოჯახი ინგრევა კიდევაც. ზოგი არც ინგრევა მაგრამ არასწორად არის გადანაწილებული მოვალეობები, აშ.

    • რაც ხდება და როგორც სრულდება ბევრი ფაქტი ვიცი და მაგაზე რომ შემტკივა გული, იმიტომ დავწერე ეს პოსტიც 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s