თამარი

რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობარი, რომელიც საცხოვრებლად საფრანგეთში გადაბარგდა, ერთ-ერთი საუბრისას სკაიპში, დამპირდა, რომ გააკეთებდა ბლოგს და დაწერდა იქაურ ემოციებზე, რას ნახულობს, რას კითხულობს, როგორ ეგუება და ა.შ. მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა და ინტერნეტ სივრცეს ჩემი ბლოგი შეემატა, არადა მისი ბევრად საინტერესო იქნებოდა.
დრო გავიდა.
ურთიერთობებიც თითქოს გაფერმკრთალდა.
აღარც სკაიპით ვეკონტაქტებით ისე ხშირად.
ფეისბუქზე თუ მოვკრავთ ერთმანეთის ფოტოს ან სტატუსს თვალს.
მე ძალიან მაკლია, მისი არ ვიცი.
გაიშვიათებული საუბრები მასთან სკაიპში ერთგვარი შვებაა ხოლმე.
მერე რა რომ ისეთი გულახდილი ვეღარ ვარ. არა, გულახდილი ვარ, უბრალოდ იმდენად მაკლია, არ ვტვირთავ ჩემს პირადზე საუბრით. ვუყვები, მაგრამ ისე ვეღარ, არ.
მისი გულიანი სიცილი და რაღაცნაირად სითბოთი და სიყვარულით ნათქვამი ჩემი სახელი ახლაც ჩამესმის.

ღიმილის გარეშე ვერ წარმომიდგენია მისი სახე. თბილი, ღიმილი, გულიანი.
ჩემს დასაც თამარი ქვია, ბევრ ჩემს ნაცნობსა და მეგობარს, მაგრამ სახელი “თამარის” ხსენებაზე მხოლოდ ის მახსენდება.
“თამარი”. არც თამარ, არც თაკო, არც თამუნა, არც თამრიკო, მხოლოდ თამარი.
ყველაზე სასიამოვნო მოსაუბრეა, არა მხოლოდ მოსაუბრე, სასიამოვნოა ადამიანია, კომფორტული.
თეთრი მარმარილოსავით კანი და გრძელი ულამაზესი თმა. ჭკვიანური, ციმციმა თვალები და მუდმივად მოთამაშე ღიმილი მის სახეზე.

არ გამოვა ჩემგან კარგი პორტრეტისტი, მაგრამ შევეცადე.
დღეს თამარის დაბადების დღეა.
არ მინდოდა ფეისბუქით ბანალურად მომელოცა.
მიყვარხარ და მენატრები უზომოდ.
რამდენიც არ უნდა ვწერო, მაინც ვერ ამოვწურავ ჩემს სათქმელს და სურვილებს, ამიტომ მოკლედ გეტყვი, ყველაფერ კარგს გისურვებ, ჩემო უძვირფასესო! ამ სიტყვას უბრალოდ მიმართვისთვის არ ვიყენებ, მართლა უძვირფასესი ხარ ჩემთვის.

მინდა რომ კიდევ ვიყოთ ერთად. მინდა ისევ ვიბოდიალოთ, როგორც დავბოდიალობდით თბილისის ქუჩებში. ისევ გადავიღოთ ბეეევრი სურათები, ისევ ვისაუბროთ ბეეევრი ყველაფერზე, ისევ გაიკვირვო რაღაცეები, ისევ მომცე ჭკვიანური რჩევები.

პ.ს. ინას უთხარი არ იეჭვიანოს. მასზე სხვა დროს დავწერ. ის სხვა სფეროა.

Advertisements

4 thoughts on “თამარი

    • ჩემი სხვა მეგობრებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, მათ შორის საფრანგეთში. უკვე იმდენი წავიდა აქედან ხანდახან მგონი რომ მეგობარი აღარ დამრჩა საქართველოში 😦

  1. როგორ კარგად მესმის შენი 😦 ჩემებიც იმდენია წასული, ხანდახან მეც მგონია რომ არავინ აღარ დამრჩა

    • 🙂 ჩემთვის და ზოგადად მეგობრებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის მართლა ძნელია. თითქოს ფერები აკლდება სამყაროს ყოველი მეგობრის წასვლის შემდეგ 😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s