კანდინსკი თბილისში

Picture with a Circle
1911 წელი

მასზე ბევრი დაწერილა, იწერება და დაიწერება. თუ არ იცნობთ, დაუყოვნებლივ მოიძიეთ ინფორმაცია ვასილი ვასილიევიჩის შესახებ. მას ფერთა ბატონი უწოდა საინტერესო პოსტში ერთმა ცნობილმა ბლოგერმა.

არ ვაპირებ ვიკიპედიის სტატიის მსგავსი გამომივიდეს და მისი ბიოგრაფიის მიმოხილვა შემოგთავაზოთ. არა, მე მინდა ჩემი ერთი თითქოს არაფრით გამორჩეული სამუშაო დღის შესახებ  მოგიყვეთ. ვზივარ ჩემს მაგიდასთან თავჩარგული სხვადასხვა დოკუმენტებში, ყველაფერი ერთფეროვანი და მონოტონურია, რობოტივით დაპროგრამებული გადადიხარ ერთიდან მეორეზე, მეორედან მესამეზე და ა.შ. დილის 10 საათიდან საღამოს 6მდე. უცებ ვაწყდები დოკუმენტს, ხორციელდება ნახატის უკან დაბრუნების პროცედურა და არც მეტი არც ნაკლები, ეს ნახატი ვასილი კანდინსკი “ნახატი წრითაა”.

მომენტალურად ვდგები და ვიწყებ დაზუსტებას. კოლეგების უკვირთ რატომ დამაინტერესა “რაღაც ნახატმა” ასე, მუზეუმის წარმომადგენელს სასიამოვნო ღიმილი გადაეფინა სახეზე, როცა ვკითხე მართლა კანდინსკია?-კიო.

მეთქი შევეხები, მაჩვენეთ 🙂 მაგრამ უსაფრთხოების ზომებიდან და კიდევ ბევრი მიზეზით, მისი გახსნა არ შეიძლებოდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის ფაქტია, რომ მისი უკან დაბრუნება ხორციელდებოდა ანუ ჩვენთან ინახება. გატანილი იყო საფრანგეთში ერთ-ერთ გამოფენაზე და უკან ბრუნდებოდა თავის მუდმივ საცავში და ეს საცავი სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში მდებარეობს. გაოცებული და ამაყი ვიყავი.

Black Stroke
1920 წელი

მერე ინტერნეტით მთელი ძიება ჩავატარე და აღმოვაჩინე, რომ კანდინსკის კიდევ ერთი ნახატი “შავი ხაზი” არის იმავე საცავში, მაგრამ როგორც მუზეუმის ადმინისტრაციასთან გავარკვიე, მათი ნახვა ჩვეულებრივი დამთვალიერებლისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

თავდაპირველად “შავი ხაზი” მოლის საყვარელი ნახატი მეგონა, მაგრამ ინტერნეტში ძიების შემდეგ და სხვა წყაროსთან დაზუსტებით დავადგინე, რომ ეს არის “The Black Stroke” და არა “Black Lines”. ეს უკანასკნელი გუგენჰაიმის მუზეუმსი ინახება.

ჩემთვის დღემდე გაურკვეველია და ძიების საგნად რჩება თუ როგორ მოხვდა ეს უნიკალური ნამუშევრები საქართველოში.

იმედია, თბილისშიც მოგვეცემა უბრალო დამთვალიერებლებს მათი ხილვის საშუალება.

Advertisements

2 thoughts on “კანდინსკი თბილისში

  1. ვაუ! 🙂
    ალბათ მაგიტომ ვიცავთ და ვფრთხილობთ ასე ძალიან 🙂

  2. არ ვიცოდი, ბიბი. მართლა არ ვიცოდი, კანდინსკი თუ გვქონდა თბილისში. მეც გაოცებული, გახარებული და ამაყი ვარ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s