“უწყინარი ტყუილები”

არდადეგები, შვებულება ძირითადად მეგობრებთან ერთად დასვენებასთან და გართობასთან ასოცირდება. ზოგისთვის ეს ტრადიციაა. სწორედ ეს ტრადიცია უდევს სიუჟეტად გიიომ კანეს ფილმს “Les petits mouchoirs” (“უწყინარი ტყუილები”).

მაქსი, მარი, ვინსენტი, ერიკი და ლუდო მეგობრები არიან და ყოველ ზაფხულს ერთად ატარებდნენ ზღვის პირას. მორიგი არდადეგების დაწყებამდე  რამდენიმე დღით ადრე, ლუდო უბედური შემთხვევის შედეგად საავადმყოფოში ხვდება. მეგობრები მაინც მიემგზავრებიან დასასვენებლად, მაგრამ ისინი არ არიან ძველებურად ლაღები. გარემო მძიმდება და ბევრი საიდუმლო მჟღავნდება, რაც ურთიერთობებს ძაბავს.

მიუხედავად დაძაბულობისა, ფილმი არის ძალიან სასიამოვნო საყურებელი, კარგი მუსიკის თანხლებით და ულამაზესი მსახიობებით. მერიონ კოტიარი, ჟან დიუჟარდენი, ბენუა მაჟიმელი, ჟილ ლელუში და ფრანგული კინოს ბევრი კარგი წარმომადგენელი.

და რაც მთავარია, როგორც უკვე აღვნიშნე, ფილმის რეჟისორი და სცენარისტია გიიომ კანე, უნიჭიერესი ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, მუსიკოსი… ერთ-ერთი გამორჩეულად კარგი საუნდტრეკი სწორედ მისი შესრულებითაა.

ფილმი არის მეგობრობაზე, სიყვარულზე, მშობლებისა და შვილების, ცოლ-ქმრის ურთიერთობებზე, გართობაზე, ტკივილზე, თანადგომაზე… მოკლედ,  ის ყველა ტიპის მაყურებლისთვის საინტერესოა. კომედიური და დრამატული სიუჟეტები საოცარი პროპორციულობითაა.

მოკლედ ეს ფილმი უნდა ნახო.
ძალიანაც რომ მინდოდეს, მე ემოციებს ვერ გადმოვცემ, განსაკუთრებით ერთ-ერთი ბოლო სცენით გამოწვეულს, როცა სანაპიროზე მსხდომ მეგობრების ჯგუფთან მათი ნაცნობი მოდის და ეუბნება, სანამ ისინი აქ ერთად ერთობოდნენ, მათი მეგობარი ლუდო სრულ მარტოობაში გარდაიცვალა.

ფილმის ნახვის სურვილის გაჩენისთვის ტრეილერის ნახვაც საკმარისია

p.s. ფილმის ყველა საუნდტრეკი ერთად

Advertisements

8 thoughts on ““უწყინარი ტყუილები”

  1. ძალიან კარგი ფილმი, ადამიანურ ურთიერთობებზე არაჩვეულებრივი მუსიკით. რაც ამაზე ვიტირე 😦

    • ლუდოს ამბავს რო ეუბნება, მანდ ცრემლები მართლა ვერ შევიკავე.
      სრულიად მოულოდნელი იყო რაა. იცინიან, ერთობიან და უცებ ასეთ ამბავს იგებენ.
      თითქოს მოაგვარეს პრობლემები, ყველაფერი დალაგდა და უცებ…
      მეტკინა რაღაცნაირად

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s