ის არ ატარებს პრადას

 ბევრი ქალი ნატრობს მის ადგილზე ყოფნას ან უბრალოდ იყოს მისნაირი. ის ხომ მართლაც გამორჩეულია.

 ქალი, რომელიც იპყრობს შერლოკის ყურადღებას და არა მხოლოდ 🙂

 თუ მანამდე მიმაჩნდა, რომ სექსუალურობის მთავარი ნიშანი სხეულის პარამეტრებია, ირენმა დამარწმუნა, რომ მთავარი ჭკუაა.

 Brainy’s the new sexy… ბევრი ვეცადე ეს ფრაზა ისე მეთარგმნა, ეფექტურობა არ დაეკარგა, მაგრამ ვერ გამომივიდა. თუმცა ისედაც ყველაფერი გასაგებია.

ირენ ადლერი, შერლოკის მეგობარი ქალი.

ორიგინალური, დახვეწილი, ჭკვიანი და სექსუალური.

ის სულ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა, მაგრამ მისი სტილი შეუდარებელი და დაუვიწყარია. 

მაინც რას ატარებს ის? 

კაბა –  მაქქუინის დახვეწილი თეთრი კაბა ბოლეროთი,  რომლის ღირებულება  1725 £.

ფეხსაცმელი – კრისტიან ლუბუტინის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, ქუსლის სიმაღლე 12სმ, ღირებულება 495 £. ახლა კი მისი შეძენა 156.6 £ად შეგიძლიათ, მოქმედი 60%იანი ფასდაკლების გამო. 

ტელეფონი – მნიშვნელოვანი აქსესუარი ადლერისთვის. ვერტუს სმარტფონი (Vertu Constellation Quest smart phone ) , შავი და ყვითელი ოქროთი დაფარული და საფირონის თვლებით. თუ მისი ღირებულებით დაინტერესდებით, აღმოაჩენთ რომ გადაღებების დროს მისი ღირებულება 17,300 £ იყო.

 მეორე მნიშვნელოვანი კაბა რომელიც ჟაკ აზაგურის (Jacques Azagury არ ვიცი,   რამდენად სწორად ვამბობ), 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანადაა და  მისი ღირებულება 1900 £ იყო.

ატარებს ოთხკარატიანი ბრილიანტის  ბეჭედს, რომლის ღირებულება 787 დოლარია და იმავე სტილის მარკიზიტების საყურეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ქალისთვის, ჩემი აზრით, გემოვნებით შერჩეული და სტილს შეხამებული სუნამოა. ირენი არც ამ კრიტერიუმით მოიკოჭლებს. ის შოპარდის ქაშმირს იპკურებს, როგორც ერთ-ერთ სცენაში ჩანს. შეგიძლიათ დაზოგოთ 26,01 ფუნტი და ის 24.99 ფუნტად შეიძინოთ.  

ის ხმარობს St James-ის წითელ ფრჩხილის ლაქს და Encounter-ის პომადას.

მის მაკიაჟში ფიგურირებს ცისფერი თვალის ფანქარი და შავი ტუში.

ირენ ადლერმა შექმნა თავისი სტილი. დახვეწლი, ჭკვიანი ქალის სტილი, თუმცა ის შიშველიც იდეალურია. რა თქმა უნდა, არამარტო ჩემი აზრით. 🙂

Advertisements

7 thoughts on “ის არ ატარებს პრადას

  1. მთავარი ჭკუაა.

    absolutely so!

    შიშველს, ბიბი, მაინც ჩაცმული ჯობია 🙂 უფრო სწორად, ნახევრადჩაცმული 🙂 აი, სულ სულ დასაწყისში, “გაკვეთილს” რომ ატარებს, იმ ფორმაში 🙂

  2. დიახ, მთავარი ჭკუაა, რომელიც საზღვრავს გემოვნებას და აქედან გამომდინარე – სტილს ^^

  3. უდავოდ დახვეწილი და ელეგანტური ქალია. მაგრამ რეიჩელ მაკადამსის შემდეგ აირენის როლზე ცოტა მიჭირს მისი წარმოდგენა

    • სულ სხვა ირენია ს, ისევე როგორც შერლოკია სხვა 🙂
      ამიტო ვერც შევადარეებთ 🙂

  4. ეს ლაბუტანი ყველა ფილმში უნდა ეცვათ ალბათ. 🙂 სინემატოგრაფის დრესკოდია უკვე. 🙂

  5. Pingback: წითელი “შპილკები” « შოშანას კონტროლის ზონა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s