კონკია რომელიც იცინის

ის არ არის არისტოკრატული წარმოშობის, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია გამხდარიყო პრინცესა.

არც ზღაპრული სილამაზე აქვს, მაგრამ შეუძლია საათობით იღიმებოდეს და ეს ყველას დადებითად განაწყობს მისდამი.

ღიმილი და მისი ჩაცმის სტილი ადამიანთა უმრავლესობას აფიქრებინებს, რომ ულამაზეისია. თუ მის პრინცესობამდე გადაღებულ ფოტოებს მოიძიებთ, ნახავთ რომ ის სულაც არ იყო იდეალური.

ინგლისელები მას Waity Katie-ს (მომლოდინე ქეითი) უწოდებენ. ის 8 წელი ითმენდა და იტანდა პრინც უილიამის დაუსრულებელ სასიყვარულო თავგადასავლებს და მასთან დაბრუნებულ პრინცს ღიმილით და სიყვარულით ეგებებოდა. დაუფასდა კიდეც ლოდინი. ის ამჟამად კემბრიჯის პრინცესაა, ინგლისის სამეფო ოჯახის წევრი, ტახტის მემკვიდრის მეუღლე.

ქეითი საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა. მფრინავმა მამამ და ბორტგამცილებელმა დედამ შვილებს იდეალური განათლება მისცეს. სწორედ ინგლისში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სენტ ენდრიუს უნივერსტეტში სწავლისას გაიცნო ქეითმა უილიამი.

პრინცი იხსენებს, რომ თვალი ვერ მოწყვიტა უნივერსტეტში გამართულ დიზაინერ შარლოტ ტოდის ჩვენებაზე გამოსულ ქეითს. თუ ამ ფაქტის ამსახველ ფოტოს მოიძიებთ, დარწმუნდებით, რომ ქეითი არც თუ ლამაზი იყო. რას გაუგებ ინგლისელებს. 🙂 

პრინცესას კარგად იცის რა ჩაიცვას. მისი სამოსი ყოველთვის იდეალურად შეესაბამდება მისი სხეულს, ყოველთვის ჰაეროვანი და პრინცესის შესაფერისია.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ქეითს შეუძლია 60  დოლარიან კაბაშიც კი იდეალურად გამოიყურებოდეს.

მე მის კაბებზე არ მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება.

ტყუილად არ მოვიხსენიე ამ პოსტის სათაურში კონკია. მეც იმ ქალების კატეგორიას მივეკუთვნები, ვისთვისაც ფეხსაცმელი მნიშვნელოვანი დეტალია ჩაცმულობაში, ამიტომ როცა ვინმეს დაკვირვებას ვიწყებ დიდ ყურადღებას ვაქცევ რა აცვია ფეხზე. პრინცესა ამ მხრივ ძალიან საინტერესოა.  

ქეითი უპირატესობას ანიჭებს  LK Benett-ის ელეგანტურ ხორცისფერ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რომლის სეძენა ნებისმიერ მოკვდავს შეუძლია 195 £-ად. დამეთანხმებით, რომ ეს არც თუ ისე მაღალი ფასია.

ფეხშიშველი პრინცესა

ეს ფეხსაცმელი ფაქტობრივად შეუცვლელია პრინცესასთვის. ის ეცვა აზიის ტურში  მიღებაზე სინგაპურის ბოტანიკურ ბაღში, სადაც ახლადგამოყვანილ ორქიდეას კემბრიჯის პრინცის და პრინცესას  სახელი უწოდეს.

პრინცესა საყვარელი “ტანგეტკაც” LK Benett-ისაა და საერთოდ ამ ბრენდს ის ატიურად ატარებს.

Stuart Weitzman

ასევე zappos.com-ზე ფასდაკლების 199 $-ად შეიძენთ ქეითის ერთ-ერთ ფავორიტ ფეხსაცმელს. Stuart Weitzman-ის  რამდენიმე ჩექმაცაა მის გარდერობში.

თუ პრინცესა საზოგადოებაში თავისუფალ სტილში ჩაცმული ჩნდება, მას ძირითადად Frenchsole-ის “ბალეტკები აცვია.

ჟურნალ ParisMatch-ის გარეკანზე  ის Penelope Chilvers-ის ჩექმებით გამოჩნდა.

Jimmy Choo

ხშირად აცვია შუზები, რომელიც ონლაინ-მაღაზია nordstromის ექსკლუზივია.

ყველაზე პრინცესული რაც ქეითს ოდესმე ცმია, ჩემი აზრით, არის Jimmy Choo-ს სანდლები, რომლებიც პრინცესას ლონდონის ოლიმპიური თამაშებისამდი მიძღვნილ საღამოზე ეცვა. მათი ღირებულება 795 $-ია. საერთოდ ამ დღეს პრინცესა შეუდარებელი იყო.

  და ბოლოს, რა ეცვა პრინცესას ქორწილში ეს თითქმის ყველამ იცის, მაგრამ მაინც, ეს იყო მაქქუინის თეთრი სადედოფლო უნაკლო, დახვეწილი და ულამაზესი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

Advertisements

6 thoughts on “კონკია რომელიც იცინის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s