დღეს რა ჩავიცვა?!

სამსახურში ვატარებ ფორმას, ვერ ვატარებ სამკაულებს და მკვეთრ მაკიაჟს, თუმცა ამ უკანასკნელს არც ვიყენებ იშვიათი გამონაკლისების გარდა, მიუხედავად ამისა არ მახსენდება დილა როცა არ მიფიქრია “დღეს რა ჩავიცვა?”.
გამოვიპრანჭები საგულდაგულოდ სულ რაღაც 30-35 წუთით. ეს დრო მჭირდება სამსახურში მისასვლელად და იმდენივე უკან დასაბრუნებლად, თუ სადმე არ გადავუხვიე.
არც შოპაჰოლიკი ვარ, არც მაღალი მოდის მოტრფიალე. არა, არა. მიყვარს ბრენდები, მაგრამ არ ვატარებ, უფრო სწორად ვერ.
მიყვარს კოხტად ჩაცმა, ნათელი ფერები, ტანსაცმლის შეხამება. მაგალითად თუ მაქვს ერთი კაბა და 4 შარფი, ვთვლი რომ 4 კაბა მაქვს 🙂
ხშირად ვათვალიერებ ხოლმე ფეშენბლოგერების ლუქებს. 

ბოლო პერიოდის აღმოჩენა არის ჯესიკა ქვირკი, რომლის ბლოგის თვალიერება ყოველდღიურ წესად მექცა.
ჯესიკა ინდიანადანაა. მისი მთელი საქმიანობა თავისი ყოველდღიური ჩაცმულობის ჩვენებაა.
ფოტოებს ძირითადად ქმარი ადამი უღებს, თუმცა ხშირად თაიმერს იყენებს.
ის არ იცმევს ძვირადღირებულ ბრენდებს. მის გარდერობში საშუალო კლასის მომხმარებელზე გათვლილი სამოსია, მაგრამ ჯესიკას 50$იან კაბაში ბევრ ცნობილ ბრენდში გამოწყობილ სუპერმოდელზე უკეთ გამოიყურება.
გთავაზობთ მის რამდენიმე ფოტოს

1

თუ თქვენ ეს პოსტი ბოლომდე ჩაათვალიერეთ, თავად ჯესიკას ბლოგიც დაგაინტერესებთ. 🙂

Advertisements

6 thoughts on “დღეს რა ჩავიცვა?!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s