Mulberry spring/summer 2013

თავიდანვე ვიტყვი, რომ მოდის მიმომხილველობაზე არ მაქვს პრეტენზია, უბრალოდ მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთი ინგლისური ბრენდის ახალ კოლექციაზე.

London Fashion Week-ზე რომელიც სექტემბრის შუარიცხვებში გაიმართა ბევრი საინტერესო ჩვენება იყო წარმოდგენილი. მათ შორის კი გამოვარჩევდი Mulberry-ს. არ მეგულება ქალი (არც კაცი) ვისაც ამ ბრენდის ჩანთა არ მოწონებია.

Mulberry 1971 წელს დაარსდა ინგლისში და ცნობილი სწორედ ქალის ჩანთების წარმოებით გახდა.

დროთა განმავლობაში ის მოდის ინდუსტრიაში ინგლისური მოდის მნიშვნელოვან წარმომადგენლად იქცა. 

2007 წლიდან ამ სახლს ინგლისური წარმოშობის დიზაინერი ემმა ჰილი ხელმძრვანელობს. თავის დროზე ის აქსესუარებს ქმნიდა “Marc Jacobs” და “GAP”-ისათვის.

იგი მოდის სახლის გაფართოებას გეგმავს და მიაჩნია, რომ ეს არის ბრენდი რომელიც დაიბადა ლონდონში და იქმნება ნიუ-იორკში.

არ შეიძლება არ დაეთანხმო. LFW-ზე გამართულ 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე ტრადიციული მკაცრი ინგლისური სტილის ნაცვლად წარმოდგენილი იყო ჰაეროვანი, ქალური, პრაქტიკული სტილი. თუმცა გარკვეული შტრიხები შენარჩუნებული.

სამოსში რამდენიმე ფერი დომნირებდა. თეთრი, შავი, მდოგვისფერი, ატმისფერი და ჩემი უსაყვარლესი პიტნისფერი. (Mintს ბევრი ფიქრის და ძიების მიუხედავად უკეთესი ქართული შესატყვისი ვერ მოვუძებნე.) 

ჩვენებაში მოდელების გარდა მონაწილეობდა განსაკუთრებით სიმპატიური არსება შავი პუდელი, რომლის სახელი ვერსად ვიპოვე 🙂

ჩემი აზრით, ამ კოლექციაში წარმოდგენილი ყველა სამოსი არის ძალიან პრაქტიკული და სადა, თუმცა თავისებური ხიბლიც არ აკლია.

აღსანიშნავია, ნაზი ყვავილების გამოსახულებიანი ქსოვილები, რომლებიც კიდევ მეტ სინაზეს და ჰაეროვნებას მატებენ სამოსს.

ფერების უკეთ აღსაქმელად, გთავაზობთ ჩემს მიერ გაკეთებულ კოლაჟებს

\

Advertisements

One thought on “Mulberry spring/summer 2013

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s