რა ფერია წვიმა?

ადამიანთა უმრავლესობისთვის წვიმა დეპრესიასთან, მარტოობასთან, მოწყენილობასთან ასოცირდება.

ლეონიდ აფრემოვი

მე მიყვარს წვიმა.

ჩემთვის წვიმიანი დღე არ არის პირქუში და მუქ ფერებში. მხატვარი რომ ვყოფილიყავი, რა ფერებში დავხატავდი ნეტავ წვიმას? მაგალითად ბელარუსული წარმოშობის ებრაელი მხატვარი ლეონიდ აფრემოვი წვიმას ხალისიან ნათელ ფერებში გამოხატავს. არა მხოლოდ წვიმას, წყალსაც, ღამესაც…

უცნაურად კი დავიწყე, მაგრამ აფრემოვზე მინდა მოგიყვეთ.

ის რუსი ებრაელი. ბელარუსიაში დაიბადა 1955 წელს. 1990 წლიდან ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ ამერიკაში. თუმცა რას გიყვებით? ასეთ რამეებს თუ დაგაინტერესებთ ინტერნეტითაც ხომ მოიძიებთ…

წლებით გადატვირთული სტატიების კითხვა არც თუ ისე საინტერესოა.

აფრემოვის უნიკალურობა იმაშია, რომ ის ფუნჯით, ფანქრით ან პასტელით კი არ ხატავს, არამედ სამხატვრო დანით და ზეთით. ასეთ დანას მხატვრები ზოგადად ზედმეტი საღებავის მოსაცილებლად იყენებენ.

მისი ნახატები სავსეა ფერებით. ხშირად ხატავს წვიმას და წვიმაში მოსეირნე წყვილებს, ქალაქების პეიზაჟებს, ხიდებს მდინარეებზე, ოცნებებზე, დროზე.

რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ და განსჯა თქვენთვის მომინდვია 🙂

Where I grew up

October Fog

Copenhagen

Hong kong

Sleeping Amsterdam

Secret night

Rain of love

Rainy encounter

Venice Bridge

Bridge over dreams

Bridge over time

On the way to the morning

ყველა მათგანი ჩემი ფავორიტია.

რამდენიმე რეპროდუქციაც მაქვს უკვე სახლსი, თუმცა აქ თავად აფრემოვს შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ და მისი ნახატების ორიგინალები შეიძინოთ.

Advertisements

7 thoughts on “რა ფერია წვიმა?

  1. მიყვარს აფრემოვის მოლურჯო-იისფერი წვიმა, ფერებით სავსე ცა და ფერადი განწყობილებები ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s