Christian Louboutin

ლაბუტინი

თუ გუგლში ჩაწერთ Christian Louboutin და მისცემთ სურათების ძიებას, შედეგად მიიღებთ ქალის ფეხსაცმელებს, მაგრამ ვერსად ვერ ნახავთ თავად ლაბუტინის სურათს. არადა კრისტიან ლაბუტინი რეალური პიროვნებაა.

ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანის სახელი მის მიერ სექმნილ ნივთთან ასოცირდება. გილიოტინა ყველამ იცის, მაგრამ ის რომ ჯოზეფ გილიოტინმა შექმნა – ცოტამ. ასევეა ლაბუტინი. წითელძირიანი, წვრილქუსლიანი, სამკუთხედცხვირიანი, დახვეწილი, ყველა ქალისთვის საოცნებო ფეხსაცმელი ყველამ იცის, მაგრამ თავად ლაბუტინზე ცოტამ. ტყუილად არ შევადარე გილიოტინი და ლაბუტინი, პირველი თავს აკარგვინებდა ადამიანებს პირდაპირი გაგებით, ლაბუტინი კი იგივეს უკეთებს ყველა ქალს, ცნობიერებას უხშობს, ფეხსაცმლის მანიაკს ხდის.

დანიელა სტილი

ამის ყველაზე ცნობილი შემთხვევა ამერიკელი ნოველისტი დანიელა სტილია, რომელსაც ლაბუტინის 6000 წყვილი ფეხსაცმელი აქვს.

უნდა ითქვას, რომ სტილს სტილის კარგი შეგრძნება აქვს 🙂

დანიელაზე სხვა დროს… მასზე მოსაყოლი ბევრი მაქვს.

შედარებით მსუბუქი შემეთხვევები არიან სხვა ცნობილი ადამიანები: სარა ჯესიკა პარკერი, ჯენიფერ ლოპესი, გვენ სტეფანი, კიმ კარდაშიანი, ვიქტორია ბექჰემი, ბლექ ლაივლი და ა.შ.

ლაბუტინს ატარებს ირენ ადლერიც. ამის შესახებ ჩემს პოსტში მოგიყევით.

მაინც რაშია ლაბუტინის ფეხსაცმლის განსაკუთრებულობა? მისი ფეხსაცმელი ფეხს მაქსიმალურად აგრძელებს, არასოდეს გადადის მოდიდან, ნებისმიერი სტილის სამოსს შეგიძლია შეუხამო, ყველგან შეგიძლია ჩაიცვა და თავდაჯერებულად გამოიყურებოდე.

წითელი პრიალა ძირები მისი სამარკო ნიშანი გახდა. სწორედ ამ დეტალის გამოყენების გამო უჩივლა ლაბუტინმა ივ სენ ლორანს. პროცესმა ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლოში ერთ წელს გასტანა და 5 სექტემბერს ლაბუტინის გამარჯვებით დასრულდა, რის შედეგადა გაყიდვიდან მთლიანად ამოღებული იქნა Yves Saint Laurent-ის წითელძირიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და Christian Louboutin-ის სახლისათვის კომპენსაციად 1 მილიონი დოლარი გადახდილი.

რაც შეეხება თავად ლაბუტინის სახლს, მისი შემოსავალი ყოველწლიურად იმატებს და 2011 წლისთვის 250 მილიონი $ შეადგინა, ხოლო გაყიდული ფეხსაცმელების რაოდენობამ 600 ათასი წყვილი.

სამი დის და დიასახლისი დედის გარემოცვაში გაზრდილმა ბიჭმა, რომელიც პარიზში დაიბადა ნახევარი საუკუნის წინ, ამ ყველაფერს 20 წელიწადში მიაღწია. Christian Louboutin 1991 წელს დაფუძნდა და დღეს მსოფლიოს 46 ქვეყანაში 50 ბუტიკითაა წარმოდგენილი.

და ბოლოს, სელებრითები ლაბუტინებზე.

Advertisements

8 thoughts on “Christian Louboutin

  1. ვაიმე, რა ვქნა, ვერ ვიტან ამ დიზაინერს, ვერ ვიტაააააან!!! ლორდმა იცის ჩემი ტკივილი 🙂
    აი, სადმე რომ გადავეყრებოდე, დავიჭერდი და იმდენს ვურახუნებდი თავში თავის გამოგონილ ოჩოფეხებს, სანამ პატიებას არ მთხოვდა…
    ლუბუტანი – ხიხიაა!!! მანოლო ბლანიკი – ❤
    მანოლოს ქალები უყვარს და ლამაზ და კომფორტულ ფეხსაცმელებს კერავს ❤

  2. მომწონს ლაბუტინის ფეხსაცმელები, მიუხედავად იმისა, რომ მე და ქუსლიანი ფეხსაცმელი ნაკლებად ვმეგობრობთ :))

    • ქუსლიანი არც ჩემთვისაა ყოველდღიურობა, მაგრამ ლაბუტინი უბრალოდ ფეხსაცმლს კი არა ხელოვნების ნიმუშებს ქმნის 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s