როცა დედა გავხდები…

რამდენიმე წლის წინ, პატარა ამბიციური გოგო რომ ვიყავი და დიდ იმედებს ამყარებდნენ ჩემზე, ერთ სატელევიზიო ინტელექტუალურ თამაშში მივიღე მონაწილეობა. წამყვანს ტრადიციული კითხვა ქონდა ხოლმე მონაწილეებთან “რა გინდათ რომ გამოხვიდეთ/გახდეთ?”. იყო პროფესიების რახარუხი. იურისტი, ბანკირი, ექიმი, ბიზნესმენი და ა.შ. არ ვიცი იმ ადამიანებმა მიაღწიეს თუ არა მიზანს, ზოგმა ალბათ შეცვალა არჩევანი, მაგრამ მე ისევ იგივე მიზანი მაქვს, რომელსაც ჯერ ვერ მივუახლოვდი.

ახლაც არ ვარ ჩუმი და ჩემს ნაჭუჭში ჩაკეტილი, მაგრამ მაშინ უფრო მიყვარდა თავის გამოჩენა და როცა წამყვანმა ტრადიციული კითხვა დამისვა და არატრადიციული და მისთვის ცოტა მოულოდნელი პასუხი გავეცი “მე მინდა გავხდე დედა” . ცოტა უცნაური იყო. კარგად ვსწავლობდი, გარკვეული წარმატებებიც მქონდა და მაინცდამაინც დედობაზე რატომ ვფიქრობდი? ალბათ რაღაც შინაგანი ქალური ინსტიქტი მალაპარაკებდა.

სკოლაც დავამთავრე, უნივერსტეტიც, მეორე უნივერსტეტში სწავლა დავიწყე, ვმუშაობ ყოველდღე, მყავს ბევრი მეგობარი, მაქვს უამრავი ჰობი, ვცხოვრობ ისე როგორც მომწონს, უკეთესობაზე არ ვიტყოდი უარს, მაგრამ არ ვუჩივი არსებულ მდგომარეობასაც. ბევრი რამე დავაფასე და გადავაფასე ცხოვრებაში, მაგრამ მიზანი არ შემიცვლია. ბევრი რამე გავაანალიზე, დავფიქრდი და გავიაზრე რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ის, რაც მე და დედას გვაკავშირებს და მე ჩემს შვილთან დამაკავშირებს.

ჩემთვის ქალის ეტალონი არ არის ინდირა განდი, არც ჰილარი კლინტონი, არც მარგარეტ ტეტჩერი, მე ისეთ ქალებზე ვგიჟდები ამ რამდენიმე დღის წინ სამარშრუტო ტაქსში რომ ვნახე. ქალი, ასე 30-32 წლის, საქმიანი გარეგნობით, ქუსლებზე, მოვლილი, მაგრამ უზომოდ დაღლილი. ერთ ხელში “ჰერმესის” ქალის ჩანთა და ლეპტოპი ეჭირა და ეტყობოდა ძალიან მძიმე იყო, მეორე მხარზე სპაიდერმენებიანი მოსწავლის ჩანთა ქონდა გადაკიდებული და იგივე ხელი პატარა ბიჭისთვის ჩაკიდებული. ჩემს წინ სავარძელზე დასხდნენ, ისე თბილად საუბრობდნენ. 5-6 წლის ბიჭუნა ყველა მანქანის გავლაზე დედას ეკითხებოდა “დეე, ეს რა მანქანაა? დეე, ასეთი ძიასაც ხომ ყავს? დეე, შეხედე, ამ მულტფილმზე ხომ ვიყავით ჩვენ?” დედაც ჩუმად და საოცრად თბილად პასუხობდა, თან სკოლის ამბებს ეკითხებოდა, ეფერებოდა, პასუხობდა.

თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მე ასეთი დედა მინდა ვიყო. არ ვიქნები დედაჩემივით დამთმობი და ბებიაჩემივით თბილი, დედაჩემზე მეტ დროს გავატარებ შვილთან და თან არ გადავყვები ბებიაჩემივით, ვიქნები დედაჩემზე მკაცრი და ბებიაჩემივით არ მოვახვევ თავს ჩემს აზრს. არადა ხომ ვიცი, რომ ამაოა ეს სიტყვები… ბევრი რამე დამიგეგმავს, მაგრამ ფაქტის წინაშე როცა დგები, რაღაცეების შეცვლა გიწევს ან დავდგები კი?

არ მესმის იმ ქალების ვინც შვილ(ებ)ის გამო ამბობს კარიერაზე უარს ან კარიერის გამო შვილებზე. ორივეს შეთავსება ძალიან კარგად შეიძლება. აი, მაგალითად იტალიის პარლამენტის წევრია ლიჩია რონძული, რომელიც მშობიარობიდან 44-ე დღეს სამსახურს დაუბრუნდა და სხდომებს ახალშობილთან ერთად ესწრებოდა. პატარა ვიქტორია ფაქტობრივად პარლამენტის სხდომებზე იზარდება.

Licia Ronzulli

Advertisements

16 thoughts on “როცა დედა გავხდები…

  1. “თითქოს, არაფერი განსაკუთრებული”, მაგრამ ნამდვილად იდეალური დედა შეგხვედრია.

    ეს ბლოგი, ბიბი, ხაზგასმული ინდივიდუალობისთვის მიყვარს. რა შუაშიაო, არ მკითხო, ოღონდ. ამ პოსტს და სხვა პოსტებსაც განსაკუთრებით ეტყობა.

    • არ ვიცი რაში გამოიხატება ჩემი ინდივიდუალობა, მაგრამ ასე გავაგრძელებ 🙂

      • “წამყვანმა ტრადიციული კითხვა დამისვა და არატრადიციული და მისთვის ცოტა მოულოდნელი პასუხი გავეცი”

        “ჩემთვის ქალის ეტალონი არ არის ინდირა განდი, არც ჰილარი კლინტონი, არც მარგარეტ ტეტჩერი”

        თუ ვცდები, მომიტევეთ.

  2. ბოლო დროს დედობაზე იმდენს ვფიქრობ ასე მგონია უკვე მყავს და სახლშჳ მელოდება მეთქი. :)))))
    მეც მინდა ასეთი დედა ვიყო. ეგ ალბათ ყველაზე ძნელია…
    ჰო კიდევ ეს ქალიც.. საოცარი ადამიანია და დარწმუნებული ვარ კარგი დედა.

  3. ჩემი ახალგაზრდა დედობა გამახსენდა. სამსახურის შემდეგ ბაღიდან გამოყვანილ შვილს ეზოში ფეხბურთს რომ ვეთამაშებოდი, დაძინებამდე ვართობდი, მისი დაძინების შემდეგ კი მეორე დღისთვის სადილს ვამზადებდი, ვალაგებდი და მერე წიგნს ვწერდი. 🙂

    • ქალბატონო ნატო ❤
      მართალია, ცოტა რამ ვიცი თქვენი ოჯახს შესახებ, მაგრამ ზოგადად ჩემთვის სამაგალითო ადამიანი ხართ :*

  4. “არ ვიქნები დედაჩემივით დამთმობი და ბებიაჩემივით თბილი, დედაჩემზე მეტ დროს გავატარებ შვილთან და თან არ გადავყვები ბებიაჩემივით, ვიქნები დედაჩემზე მკაცრი და ბებიაჩემივით არ მოვახვევ თავს ჩემს აზრს. არადა ხომ ვიცი, რომ ამაოა ეს სიტყვები… ბევრი რამე დამიგეგმავს, მაგრამ ფაქტის წინაშე როცა დგები, რაღაცეების შეცვლა გიწევს ან დავდგები კი?” – იქნები. მთავარია მშობლების ერთობლივი სტრატეგია და სწორედ ასეთი იდეალური მშობლები იქნებით 🙂
    საკუთარი 2წლიანი სტაჟ მალაპარაკებს – ცოტაა, მაგრამ იმის საფუძველს მაძლევს, რომ ვირწმუნო: თუ პრინციპული (მ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით) ადამიანი ხარ, როგორი მშობელიც გინდა რომ იყო, სწორედ ისეთი იქნები! 🙂
    პ.ს. ვეთანხმები მოლის, ნამდვილად იდეალური დედა შეგხვედრია. დარწმუნებული ვარ, ნატოც იდეალური დედა იქნება!

    • თუ დედა გავხდები, აუცილებლად ისეთი ვიქნები, როგორიც მინდა ვიყო. უბრალოდ რაღაცეებზე შეიძლება შეხედულება შემეცვალოს დროთა განმავლობაში.
      მე მაგას ვგულისხმობდი 🙂
      ნატო იდეალური ადამიანია ❤

  5. ძალიან ძნელია ძლიერი ქალი და კარგი დედა იყო ერთდროულად. არც წარმატებაზე უნდა თქვა უარი, რადგან შენ ხარ ისეთივე შესაძლებლობების მქონ როგორიც კაცი და აუცილებლად უნდა მოახდინო საკუთარი თავის რეალიზაცია, ასევე ვერ იტყვი უარს შვილზე, რომლის ყოლაც შენი ინსტიქტია და უმთავრესი მოტხოვნილება. ამიტომ ყველამ უნდა ეცადოს როგორმე ეს ორი რაღაც შეათავსოს ერთმანეთთან.

  6. რა კარგი პოსტია! მოლის დავეთანხმები, შენს პოსტებში ინდივიდუალობა იგრძნობა და ეს ძალიან კარგია!

    მეც ხშირად მიფიქრია ქალის როლზე, კარიერაზე და ოჯახზე… ვფიქრობ ძალიან რთულია ორივეს შეთავსება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია.. რამდენიმე დღის წინ დისშვილი შემეძინა და მას რომ ვუყურებ ჭკუას ვკარგავ! წარმომიდგენია შვილი რას ნიშნავს დედისთვის… ყველა ქალი უნდა გახდეს დედა…… ❤

    • საინტერესო არის როცა რთულია, როცა მის მისაღწევად ბევრ რამეს აკეთებ 🙂
      აბა, მარტივად სახლში დაჯდომას რა უნდა?! 🙂

  7. ძალიან კარგი და თბილი პოსტი იყო 🙂 არის კონკრეტული სიტუაციები როცა გეფიქრება შენ როგორ მოიქცეოდი შენს შვილტან იმ მომენტში ან რა რჩევას მისცემდი…მართლაც ღვთის საჩუქარია დედობა..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s