ახალი ამბავი გაიგეთ?

წარმოიდგინეთ სიტუაცია:

გრძელი ოთახი, სადაც 16 სამუშაო მაგიდა დგას, 16 კომპიუტერი, ამდენივე პრინტერი, ტელეფონი, სკანერი, კალკულატორი და უზღვავი რაოდენობით დოკუმენტები, რომლებიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და მათი  კამერალური შემოწმება ძირფესვიანად სწორედ ამ ოთახში ხდება.

ამისათვის აუცილებელია გონებრივი მობილიზება, მშვიდი გარემო, წყნარი თანამშრომლები… მაგრამ მონოტონური, ერფეროვანი სამუშაო ზოგჯერ ძალიან მოსაბეზრებელია, ზოგჯერ კი არა ყოველთვის. შეიძლება გაგიჟდე კიდეც და ასე რომ არ დამემართოს,  ვმაიმუნობ ხოლმე. ძირითადად შუა დღის შემდეგ ხდება ასე, როცა პიკზე ვარ უძრაობისგან.

ვდგები ჩემი სამუშაო ადგილიდან და ოთახიდან გავდივარ ცოტა ხნით, მერე ემოციურად ვბრუნდები და მაღალ ხმაზე შეშფოთებული ან ძალიან ბედნიერი სახით ვკითხულობ “ახალი ამბავი გაიგეთ?” 15 სახეწაშლილი თავი ერთად აშორებს მზერას დოკუმენტებს და კომპიუტერს, დიდი ინტერესით მომშტერებია და ლამის ერთხმად კითხულობს “რა? რა მოხდა?”. მე მშვიდად მივემართები მაგიდისკენ და თითქოს არაფერი, “არც მე არ გამიგიას” ჩავიბურტყუნებ ხოლმე. “რა გიჟი ხარ”, “რა გეშველება”, “არანორმალურო” და მსგავსი კომპლიმენტებით აგრძელებენ მუშაობას.

ასე ხდება ხშირად. კვირაში რამდენჯერმე, მაგრამ ეფექტი ყოველთვის ერთია. ყოველთვის აინტერესებთ ჩემს გარობოტებულ უბოროტო თანამშრომლებს ახალი ამბავი, რომელიც არც მე გამიგია 🙂

პ.ს. თუ დაუკვირდები, შენც დაგტროლე სათაურით 🙂

Advertisements

6 thoughts on “ახალი ამბავი გაიგეთ?

  1. მერე კიდევ ვიღაც რაღაცებში შემეწინააღმდეგება 😦

    “გარობოტებული უბოროტო” მომეწონა.

    პ.ს. მე არ დაგიტროლივარ (თუ, როგორცაა სწორად). აქ სათაურების გამო არ ვიხედები.

  2. მე გავიგე ბევრი ახალი ამბავი ტროლი რა შუაშია :დ უბრალდო ვერ გავიგე აი “რა გიჟი ხარ”, “რა გეშველება”, “არანორმალურო” და მსგავსი კომპლიმენტებით ბიჭები გამკობენ თუ გოგოები ? :დდ

    • გაბედავა, აქაც მომწვდი? :)))
      ძირითადად ჩემზე ბევრად უფროსები, ქალებიც და კაცებიც :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s