შავ-თეთრი მანჰეტენი

ამ ფოტოკოლაჟიდან ნებისმიერი მათგანის ნახვისთანავე ხვდები რა ადგილია, მიუხედავად იმისა ხარ თუ არა ნამყოფი იქ.

დიახ, ეს ის ადგილია სადაც ცხოვრება ჩქეფს და არასოდეს ნელდება. ათასი ჯურის ადამიანით, გადატვირთული ქუჩებით, ნაირ-ნაირი სახლებით და ბევრი შუქნიშნებით. 

ნაკლებად მეგულება სადმე მანჰეტენზე მრავალფეროვანი ადგილი, მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებიც მას შავ-თეთრ ფერებში წარმოიდგენენ. ასეთია 42 წლის ისააკ დევისი. მწერალი, რომელსაც უყვარს ნიუ-იორკი. უყვარს მარტივი ნათქვამია, სხვაგან ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, თუმცა მისი ცხოვრება არც თუ ისე სახარბიელოა. სამსახური დაკარგა და ცოლმა სხვა ქალის გამო მიატოვა, უბრალოდ კი არ მიატოვა, ქალის გამო  და ახლა ისააკთან ქორწინებაში გატარებულ პერიოდზე წიგნს წერს. ამ ქალის როლს კი მერილ სტრიპი თამაშობს, იმ პერიოდში ახალგაზრდა და ახლაც უმშვენიერესი. ყოფილი ქმარი კი, რომელსაც ვუდი ალენი თამაშობს, სთხოვს ეს არ გააკეთოს. ისააკს არ უნდა მისი ჩვევები, ცრურწმენები გასაჯაროვდეს. მესმის მისი, რაღაცნაირად…

ცოლისგან მიტოვებულმა შვება 17 წლის ტრეისისთან ჰპოვა, რომელთანაც ურთიერთობის გაღრმავებას ძალიან უფრთხის. ტრეისის როლს ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილი მერილ ჰემინგუეი ასრულებს. სწორედ ტრეისისგან წასვლის მიზნით ის ურთიერთობას იწყებს უახლოესი მეგობრის იელის საყვარელთან, მერისთან.

მერი ჟურნალისტია, სნობი ქალი, რომელიც ყველა ხელოვანის სახელს დამახინჯებით ამბობს და ეს ისააკს თავდაპირველად ძალიან აღიზიანებს.  ყველა პოზიციის არგუმენტად კი ამბობს, რომ ის ფილადელფიიდანაა. ყოფილ ქმარს იდეალურ მამაკაცად ახასიათებს, მაგრამ როცა ისააკთან ერთად ხვდება მაღაზიაში, ნათელი ხდება, რომ იდეალური არაფერი აქვს.

მერი არის ქალი საკუთარი “მეს” გარეშე, მაგრამ მომხიბვლელი. მის როლს დაიან კიტონი ასრულებს. საბოლოოდ მერი გადაწყვეტს, რომ იელი უყვარს და იელი მის გამო თავისი ულამაზესი ცოლის მიტოვებას აპირებს. ისააკი ისევ მიტოვებულია და ახსენდება ტრეისი, რომელიც ლონდონში მიემგზავრება სასწავლებლად.

“მანჰეტენი” 1979 წელსაა გადაღებული, ვუდი ალენისა და ბრაზილიელი მარშალ ბრაიკმანის სცენარის მიხედვით. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფილმის საუნდრეკი ბრუკლინში გაზრდილი კომპოზიტორის ჯორჯ გერშვინის ცნობილი ნაწარმოებია “Raphsody in  Blue”, სადაც ნიუ-იორკის მაჯისცემა იგრძნობა.

მოკლედ, ეს არის უ-ფერ-ული ფილმი საინტერესო დიალოგებით, ნაცნობი სახეებით, კარგი რეჟისორით და არაჩვეულებრივი მუსიკით.

Advertisements

11 thoughts on “შავ-თეთრი მანჰეტენი

    • მადლობა, თეო, მაგრამ შენიშვნებიც მინდა. 🙂
      დილეტანტი ვარ ჯერ ამ საქმეში 🙂

      • ნაკლები სპოილერები 🙂 ვისაც არ აქვს ნანახი მათთვის 🙂 თუმცა ადამიანია და ბუნება, ზოგს უყვარს წინასწარ რომ უყვებიან ფილმის სიუჟეტს

  1. ჯერ არ მინახავს ეს ფილმი, არადა დიდი ხანია ვაპირებ :/
    სპოილერები არ ვიცი ვისთვის როგორ და შენთან არ მაწუხებს, იმდენს ჰყვები და ისე, რომ მეორე დღესვე აუცილებლად უნდა “მაიძულო” ფილმის ნახვა 🙂

    • მიხარია, თუ ეგრეა 🙂
      მე არ მიყვარს სპოილერები,ვცდილობ ისე მოვყვე, რომ სპოილერი არ გამოვიდეს 🙂

      • რაღაც დოზით საჭიროა, მხოლოდ იმის თქმა, რომ კარგი ფილმია მე არ მყოფნის 🙂
        შენ კარგად გამოგდის, მით უმეტეს თუ ახლა დაიწყე რეცენზიების წერა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s