მავნე ბოლი

რამდენიმე დღის წინ ეთოს პოსტი წავიკითხე და მას შემდეგ სულ მინდოდა საზოგადოებაში ორაზროვან მეორე მოვლენაზე, მწეველ ქალზე დამეწერა.

ზაფხულობით მეზობლად ერთი ქალი ჩამოდიოდა და დედამთილს რომ არ დაენახა, უბნის გოგოებთან ერთად სასეირნოდ გამოდიოდა და ჩუმად ეწეოდა. მე ეს ისე მიკვირდა და ისე ცუდი წარმოდგენა მქონდა მასზე, ახლა მრცხვენია 🙂  რაღაცატომ ქალი სიგარეტი,დაუშვებელი თავხედობა და სირცხვილი იყო,  ოჯახში კაცები ბავშვებით სავსე ოთახს თუ სიგარეტის კვამლით გაბუღავდნენ -ჩვეულებრივი ამბავი. 

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მწველი ქალი ეს იგივეა რაც მწეველი კაცი, ისინი ერთნაირად უშვებენ მავნე ბოლს, უბრალოდ ქალებს ეს სხვანაირად ლამაზად გამოსდით. პოეტურად, რომანტიულად, თვალების ლამაზად მილულვით და ტუჩების გამობზეკვით.

არ მომწონს, ქალი რომ კაცივით ეწევა ქუჩაში სიარულისას ან  სიგარეტი ცერა და საჩვენებელი თითებით უჭირავს. თუ სიგარეტს სიამოვნების მისაღებად არ ეწევი, რა მუღამი აქვს ვერ ვხვდები. ის იგივენაირი მავნე ჩვევაა, როგორც ჩემთვის ადამიანებისთვის ნერვების მოშლა ან უკბილოდ ხუმრობა. ორივე ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას.

გიფიქრიათ რამდენი ხე მოჭრეს იმ თაბახებისთვის, რომლებიც თქვენი დაუდევრობის ან ოდნავი განაჩხაპნის გამო დაუფიქრებლად მოისროლეთ ნაგვის ურნაში? რამდენ პოლიეთილენის პარკს იყენებთ ყოველდღე? და ამ ყოველივეს მერე მწეველებს, რომ ჯვარზე აკრავენ, მათი დაცვა მინდება რაღაცნაირად, მიუხედავად იმისა რომ არ ვარ აქტიური მწეველი.

ბავშვობაში ბალახის გამხმარი ღერებისთვის ცეცხლის მოკიდება და მათი კვამლის პირიდან გამოშვებას თუ არ ჩავთვლით, პირველად კერი ბრედშოუს მიბაძვით მოვწიე, თან ზუსტად იმ “მალბოროს” ვეძებდი, რომელსაც კერი ეწეოდა, მაგრამ ამაოდ. “მალბორო გოლდი” ყვითელი თავებით ვერ ვიშოვე.

მას შემდეგაც ძალიან იშვიათად, როცა მარტო ვარ და ფიქრი მინდა და ყავაც მაქვს, უჯრაში გადანახულ ერთ ღერ “მალბოროს” ვიღებ, თუმცა ნაფაზის დარტყმაც კი არ ვიცი ნორმალურად. 

უამრავი არაფრისმომცემი და ერთფეროვანი ანტი თამბაქოს კამპანიებია. რას იძლევა? გინახავთ ვინმე, ვისაც იმის გამო დაუნებებია მოწევისთვის  თავი, რომ გარეკანზე ეწერა “მოწევა კლავს”, “მოწევა საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის”? გჯერათ იმის, თუ შვილს სიგარეტით წაისწრებთ და დატუქსავთ, ის ამას აღარ გააკეთებს?

მეგობარი ეწეოდა მშობლებისგან უჩუმრად. სტუდენტი იყო, მშობლებისგან მიცემული ჯიბის ფულით მაქსიმუმ “პირველი” ეყიდა. ერთხელ მოგვიყვა “ვზივარ სახლში არხეინად, მარტო ვარ, ვნეტარებ, ვეწევი და უცებ მამაჩემი დამადგაო. ერთი სიცოცხლე გავათავე და დიდი ჩხუბის გადასატანად მოვემზადე, მამამ ამათვალიერა, მერე “პირველის” კოლოფი აიღო, წარბის აწევით გამომხედა და “ამით ილპობ ფილტვებს? კაი ჰა, თუ ილპობ რამე ნორმალური მაინც მოწიეო” . სავარაუდოდ ასე არ დააბოლოებდა და რამე თბილ სიტყვას და დედასაც მოუხსნიებდა 🙂

საუბარი ძალიან გამიგრძელდა. არადა მარტო იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ მწეველი ქალები მომწონს. არა, მწეველი კი არა, ქალი მომწონს სიგარეტით ხელში, რომლის იდაყვიც მეორე ხელით უჭირავს, სკამზე უზრუნველად რომაა მიყრდნობილი და წინ ყავის ფინჯანი რომ უდგას, სივრცეს რომ გაყურებს მრავლისმთქმელად და არაფრისმომცემად.

ვინც არ მეთანხმებით ან მეთანხმებით, ეს ანტი თამბაქოს კამპანიის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი ნახეთ.

Advertisements

11 thoughts on “მავნე ბოლი

  1. მწველი ქალი ეს იგივეა რაც მწეველი კაცი – რა თქმა უნდა, ოღონდ, ჩვენი მორალისტური საზოგადოება, რატომღაც, მხოლოდ ქალებზე რეაგირებს.

    გინახავთ ვინმე, ვისაც იმის გამო დაუნებებია მოწევისთვის თავი, რომ გარეკანზე ეწერა “მოწევა კლავს”, “მოწევა საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის”? – ამაზე კილომეტრიანი პოსტის მაქვს დაწერილი და ვიღაცებმა ლამის ჯვარს მაცვეს.

    • ჩვენს საზოგადოებას მორალის კითხვა არ ეშლება, უბრალოდ მისი ეფექტურობის დახვეწას ვერ ახერხებენ 🙂

  2. მოწევა , რომ კარგი არ არის ეს ყველამ იცის მაგრამ როცა ქალი ეწევა ყველას რატომღაც თვალები შუბლზე უცოცდება.

  3. ბავშვობაში ბალახის გამხმარი ღერებისთვის ცეცხლის მოკიდება და მათი კვამლის პირიდან გამოშვება
    ყველა რომ ერთნაირად იწყებს თითქმის :დ მე და ქეთომ ძალიან პატარები ვიყავით მაშინ პრიმა მოვიპარეთ, უნდა მოგვეწია მაგრამ ფილტრის გარეშე ვერ მივხვდით როგორ, ვერც მუნდშტუკი ვიპოვეთ, დავფშვენით და გადავყარეთ 😀 😀 😀

    გინახავთ ვინმე, ვისაც იმის გამო დაუნებებია მოწევისთვის თავი, რომ გარეკანზე ეწერა “მოწევა კლავს”, “მოწევა საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის”?
    არ არსებობს, სხვა მოტივატორი გინდა, ან ჯასთ აღარ გინდა რა მოწევა 🙂

  4. მავნე ჩვევაა, რომელიც არ მაღიზიანებს. თვითონ არ ვეწევი, რადგან შეძლებისდაგვარად ვუფრთხილდები ჯანმრთელობას თუმცა არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მწეველებთან. ყველამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ყოველთვის მიკვირს იმ მშობლების ვინც უკვე დაოჯახებულ შვილებს (გოგონებს ვგულისხმობ) მაინც ვერ აიტანდნენ სიგარეტით ხელში. ერთადერთი რაც არ მომწონს ისაა, რომ ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი 16/17 წლის “პონტის” გამო იწყებს მოწევას და შემდეგ ისე ეჩვევა, რომ ვერც ხვდება.

  5. უნდა აიკრძალოს მოწევა კაფე-ბარებსა და რესტორნებში. მოუხედავად იმისა რომ ხანდახან მეც ვეწევი, თბილისის ისტერიული ღერიღერზე სიგარეტის გამოლება საშინელებაა ყველასთვის. ამასთანავე ორსული გოგოები სხედან ისეთ კვამლში თუ მეგობრების წრეში თუ კაფეებში რომ პირდაპირ საშიშია მე თუ მკითხავთ. 2 კვირის წინ ჩამოვედი თბილისიდან და არ მომეჩვენა ეს საკითხი ვინმეს ადარდებდეს საერთოდ.

    • არავინ არ აპროტესტებს.
      უფრო მეტიც, კაფეებში სადაც მოწევა იკრძალება, არაერთი კლიენტისგან მომისმენია პრეტენზია, რატო არ შეიძლება, სადაური წესიაო და ხშირად დაუტოვებიათ ამის გამო ის ადგილი.
      სანამ ყველა არ გაიაზრებს რომ მოწევით არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას ვნებ, არამედ სხვებისასაც, მანამდე არაფერი გვეშველება 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s