ბეჭდების მოდის მბრძანებელი

თუ მოდურ ბლოგებს ათვალიერებთ ან მეგობარი გყავთ თანამედროვე ტენდენციებთან ფეხაწყობილი ან თავად ხართ ასეთი, აუცილებლად შენიშნავდით ვინმეს ხელზე, უფრო სწორად რომელიმეთითზე ან რამდენიმეზე ერთბაშად, მინანქრის მასიურ, ფერადთვლიან, წაგრძელებულ ბეჭედს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ბეჭედი Yves Saint Laurent-ის 2009-2010 კოლექციიდანა, დღემდე აქტუალური და “must have” აქსესუარია მოდის მიმდევართათვის და არამარტო.
განსაკუთრებით პოპულარული ფირუზის თვლიანია, მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა ფერის თვლიანი არსებობს.

ორიგინალის ფასი 250 $-ია. მისი ასლის შეძენა კი ჩვენთანაც შეიძლება, “თბილისი ცენტრალის” პირველ სართულზე ბიჟუტერიის მაღაზიაში ვნახე მე პირადად, ფასი სადღაც 30 ლარამდე.

“Arty Ring” ერთგვარ ნიშნად, დამღად იქცა ივ სენ ლორანისთვის. ზუსტად ასეთი ზომის ბეჭდები წარმომიდგენია შუასაუკუნეებში ერთგვარ დამღად რომ იყენებდნენ.

ბეჭდის ინდივიდუალობა მის სისადავეშია. მოოქროვილი, პრიალა მეტალი და დიდი ოვალური ფორმის ფერადი თვალი. არავითარი დამღა და ზედმეტი რაღაცეები. თვლის უკანა მხარეს ორიგინალს ამოტვიფრული აქვს YSL. მისი მორგება ნებისმიერ თითზე შეიძლება, ნებისმიერ სამოსთან. თითს და მთლიანად ხელს უფრო გრძელს აჩენს.

ამ ბეჭდის შეძენა NET-A-PORTER-ზე შეგიძლიათ.

ფერის ასარჩევად კი,  ჩემს მიერ შექმნილ კოლაჟებს გთავაზობთ 🙂

Advertisements

2 thoughts on “ბეჭდების მოდის მბრძანებელი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s