შეუფასებელი რკინა

მეცადინეობისას და სამსახურში, როცა დაღლილობა პიკს აღწევს, ხშირად მივმართავ შოკოლადთერაპიას. გაუცნობიერებლად, არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ძალიან ეფექტურია. ტვინს თითქოს რაღაც სიგნალი გადაეცემა და მუშაობის რეჟიმს უბრუნდება.

არც ის ვიცოდი თუ რატომ ხდებოდა, ჩემს ბევრ თანატოლს სასკოლო ზურგჩანთაში ვაშლი რომ ედო. ვერ ვაცნობიერებდი მაშინ, ახლა კი მე თავად ვუდებ ჩემს პატარა ბიძაშვილს ჩანთაში ვაშლს ან სხვა ხილს და მიზეზსაც ვუხსნი, რომ ის მისი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, ბევრ ვიტამინს შეიცავს, მათ შორის რკინას, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი სისხლში და ტვინის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

რამდენად კარგად აცნობიერებს, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ ფაქტია რომ ძალისხმევას არ ვიშურებ და სიტყვა „რკინა“ მისთვის მხოლოდ „Iron Man”-თან არ ასოცირდება და იცის, რომ ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ელემენტია.

ჩემი ბავშვობა კი სხვანაირი იყო. ინფორმაციულად უფრო ვიწრო. ვოცნებობდი დავმსგავსებოდი „რკინის ლედის“. გადავწყვიტე, არ დამეძინა და ბევრი წიგნი წამეკითხა. გადაბმული ღამისთევების გამო, შედეგად მივიღე უენერგიობა, მოთენთილობა, უხასიათობა და დიაგნოზად ჰემოგლობინის დეფიციტი. დიდი ხანი დამჭირდა დაკარგული უჯრედების აღსადგენად. კვების რაციონში აქტიურად ჩართული ღვიძლის, ვაშლის, გარგარის, ჭარხლის ჩამატებამ, ლამის შემაძულა ეს პროდუქტები.

ჩემი შემთხვევა შედარებით მსუბუქი იყო. რკინის ნაკლებობამ ორგანიზმში ბევრად სავალალო შედეგებიც შეიძლება გამოიწვიოს.

  • შესაძლოა შეაფერხოს ნაყოფის მოტორული ან მენტალური ფუნქციის ნორმალური განვითარება.
  • რკინა-დეფიციტური ანემია ორსულობის პერიოდში ზრდის ნაყოფის განუვითარებლობისა და ადრეული მშობიარობის რისკს. მკვეთრად მაღალია მცირე წონით დაბადებულებსა და დღენაკლულ ახალშობილებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების განვითარების და სიკვდილიანობის მაჩვენებლები სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში.
  • რკინის დეფიციტის შედეგად მკვეთრად ქვეითდება  შრომის  უნარი მოზრდილებში.  ასევე უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებასა და სხვა მენტალურ ფუნქციებზე, თინეიჯერულ ასაკში.

რა უნდა გავაკეთოთ რკინის დეფიციტისთავიდან ასაცილებლად?

იკვებეთ ჯანსაღად და რკინის საკმარისი რაოდენობით შემცველი საკვებით. გარდა ამისა, მიირთვით საკვები, რომელიც დაეხმარება თქვენს ორგანიზმს რკინის უკეთ ათვისებაში. მაგალითად, შეგიძლიათ მიირთვათ C ვიტამინით მდიდარი ხილი ან ბოსტნეული იმ საკვებთან ერთად, რომელიც შეიცავს არაჰემურ რკინას. C ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს არაჰემური რკინის ათვისებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არაჰემური რკინითა და C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები მიღებულია ერთ კვებაზე.

პ.ს. პოსტი საკონკურსოა და მონაწილეობს დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ კამპანიაში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s