კასანდრას (სისხლიანი) ოცნება

სიტყვა, რომლის გამოყენებასაც უკვე ვერიდები, პოლიტიზირებულობა რომ არ დამბრალდეს, აუცილებლად უნდა ვიხმარო ერთ ფილმთან დაკავშირებით.
“კასანდრას ოცნება” – ვუდი ალენის 2007 წელს გადაღებული ფილმი, 2005 წელს გადაღებული “მატჩ პოინტის” ერთგვარი იდეური გაგრძელება. ჰო, აქვე ვდებ პირობას, რომ ამ უკანაკნელზეც აუცილებლად დავწერ.

ისტორია ორ ძმაზე, იანზე (ევან მაკგრეგორი) და ტერიზე (კოლინ ფარელი), რომლებიც შეიძენენ იახტას, თავიანთი ოცნებების ასრულების დასაწყისს და სიმბოლურად “კასანდრას ოცნებას” დაარქმევენ. ორივეს სურს ბედნიერად ცხოვრება თავისი საყვარელი ქალის გვერდით და თითქოს ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ თავზარდამცემი მოულოდნელობები, დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი.

ფილმი იწყება იახტის შეძენით საოცრად ხელსაყრელ ფასად, სადილი მშობლებთან, გასეირნება იახტით გოგონებთან ერთად, მერე იანის შეხვედრა თავისი ოცნების ქალთან, ტერი და მისი საცოლე ქეითი სახლს ქირაობენ, იანს ბიზნესგეგმები აქვს, ტერის პოკერში უმართლებს და ქეითისთვის ძვირადღირებულ ჩანთას ყიდულობს, მერე 30 ათას იგებს და ერთ დღეს ყველაფერი იმსხვრევა, ყველაფერი თავდაყურა დგება, ტერი პოკერში დიდ ფულს წააგებს.

ძმების ერთადერთი იმედი ბიძია ჰოვარდია, რომელიც წარმატებული პლასტიკური ქირურგია. ძმებისთვის მოულოდნელად ბიძა ადვილად თანხმდება დახმარებაზე, მაგრამ ერთი პირობით… აი, აქ იწყება ტრადიციული ვუდი ალენისეული კრიმინალური და დანაშაულებრივი სიუჟეტი, ვიღაცის გარდაუვალი სიკვდილით. ჰოვარდი ძმებს მისი ყოფილი პარტნიორის მოშორებას თხოვს.

დიდი ყოყმანის შემდეგ ძმები თანხმდებიან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ გადაწყვეტილების მიღების მომენტებია, როცა მათში ყველაფერი ადამიანური იღვიძებს, როცა თავის მსხვერპლს იმისდა მიუხედავად რომ ხელსაყრელი გარემო აქვთ, დედასთან ბოლო ვახშამს აცლიან.

ფილმი კიდევ იმითაა გამორჩეული, რომ მასში ვუდის ალენის ფილმებისთვის დამახასიათებელი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა კი არაა წამყვანი, არამედ ორი მამაკაცის, ძმების დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, ფულზე და სიცოცხლეზე, ღირებულებებზე.

თუმცა აქაც არის ტრადიციული მსუბუქი უვალდებულო, მაგრამ ვნებიანი ისტორია იანსა და მის მსახიობ შეყვარებულ ანჯელაზე, რომელიც მასთან ერთად ატარებს დიდ დროს, ღამით კი სხვასთან სძინავს.

იანის კითხვაზე დაწვებოდა თუ არა ფილმის რეჟისორთან, ანჯელა პასუხობს, რომ გააჩნია ფილმს და რეჟისორს.

როცა ტერის კოშმარები ტანჯავს, ჩადენილი დანაშაულის გამო და პოლიციაში აღიარებას აპირებს, იანი ძმას იახტით გასეირნებას და საუბარს შესთავაზებს, პრობლემის მოგვარების მიზნით.

ფინალი მოულოდნელია, ცარიელი “კასანდრას ოცნება” დგას ნავმისადგომთან, ქეითი და ანჯელა კი შოპინგზე არიან.  თუ რა მოხდა, ეს თავად უნდა ნახოთ.

მე პირადად ძალიან მომხიბლა იაპონიის კინოთეატრებისთვის შექმნილმა ამ ფილმის პოსტერმა, ფაქტობრივად ყველაფერი ჩანს. მოქმედი პერსონაჟები, შინაარსი და თავად “კასანდრას ოცნება”.

Advertisements

6 thoughts on “კასანდრას (სისხლიანი) ოცნება

  1. პოსტერმა ენა ჩამიგდო…
    ფილმს კი აუცილებლად ვნახავ, მე და ვუდი, ცოტა არ იყოს, ვერ ვეწყობით ერთმანეთს, მაგრამ მგონი, ამის ნახვა ღირს! 🙂
    მადლობა კარგი პოსტისთვის ! 🙂

  2. მომავალი უიკენდისთვის გადავინახავ ამ ფილმს 🙂
    რევიუმ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა 😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s