ნეტავ…

რამდენჯერ მიფიქრია, ნეტავ ასე არ მომხდარიყო და სხვანაირად მოვიქცეოდი, ნეტავ არ დამეკარგა და უფრო გავურთხილდებოდი, ნეტავ…

ამ მოვლენის გამოსახატავად თითქმის ყველა ენაში არის დროის სპეციალური ფორმა. ქართულში კი კავშირებით კილოს ვუწოდებთ. როცა მას ვიყენებთ, ჩვენს ნათქვამს წყალი არ გაუვა, არადა წყლები უკვე დაღვრილი აქვს. მოსახდენი მომხდარია, მაგრამ მაინც ვამბობთ “ნეტავ”…

გრამატიკულ წიაღსვლებზე სულაც არ ვაპირებ თხრობას. დილიდან ერთ რამეზე ფიქრი ამეკვიატა. გამუდმებულად კი იმაზე ვფიქრობდი, აი, ნეტავ ისე არ მოვქცეულიყავი, ახლა ხომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მე მჭირდება, მაგრამ ეს არავინ არ იცის გადაჭრით და დანამდვილებით, რა იქნებოდა უკეთესი.

როცა სიტყვა “ნეტავ” ფიგურირებს, მას თან ახლავს მსუბუქი სინანული მაინც, ხშირად კი დიდი მწუხარება, როგორც ეს ახალგაზრდა ბრიტანელი ბიჭის იანის ცხოვრებაში მოხდა.

იანი და მისი მუსიკოსი შეყვარებული სამანტა ერთად ცხოვროდნენ ლონდონში. იანს უყვარდა სამანტა, მაგრამ თავის ბიზნესკარიერას მეტ ყურადღებას აქცევდა და ამასობაში ბევრი რამ გამოეპარა. ერთად ყოფნის წლისთავი, სამანტას გამოსაშვები საღამო და ყველაფერს ტავის ბრიტანულ ხასიათს აბრალებს.

მერე ყველაფერი სწრაფად და მოულოდნელად ვითარდება. იანთან შეხვედრაზე მიმავალი სამანტა ავტოავარიაში იღუპება. ამ ფილმში ქალები არ ტირიან. აქ ტირის კაცი,  რომელიც მიხვდა რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა უმნიშვნელო რაღაცეებზე ზრუნვისას, რომ სათანადო დრო არ დაუთმო, რომ ვერ აგრძნობინა თავისი სიყვარული ბოლომდე და კიდევ ბევრი რომ…

მეორე დღეს ახალგაღვიძებულ იანს ყველაფერი თავის ადგილზე ხვდება. სამანტა ისევ მის გვერდითაა, ისევ მზრუნველი და მხიარული და ზუსტად წინა დღის მოვლენები თამაშდება. იანს ცხოვრება მეორე შანს აძლევს, ახლა ბედი მის ხელთაა და ის ყველაფერს ისე აკეთებს, რომ სამანტა შეინარჩუნოს, მასთან ყოფნა გაიხანგრძლივოს.

ეს არ არის უბრალოდ ლამაზი “ლავ სთორი”, ის დაგაფიქრებს ყველაფერ იმაზე, რაც ნეტავ რომ არ მოხდარიყო, ახლა სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ მაინც გრჩება რაღაც გაუთვლელი, რაღაც ხდება დაუგეგმავი და ახლა უკვე იანს ცოცხალი სამანტას შენარჩუნება უჭირს.

“If only” 2004 წელს გადაღებული ფილმია. სამანტას როლს ჯენიფერ ლავ ჰიუიტი თამაშობს. აღსანიშნავია, რომ ფილმისთვის ორივე სიმღერა ჯენიფერმა დაწერა და თავადვე შეარულა.
იანის სახე კი სერიალების მოყვარულებს თუ ეცნობათ. მას ინგლისელი მსახიობი პოლ ნიკოლსი თამაშობს.

ეს არ არის მოქმედი პირებით გადატვირთული ფილმი. სულ რამდენიმე მოქმედი პირია და ყველას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ. ტომ ვილკინსონის პერსონაჟი ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ფიგურირებს ფილმში, საკვანძო როლს ასრულებს.

სასიამოვნო დიალოგები და სასიამოვნო მუსიკა, ოღონდ ლონდონის წვიმა არის უსასრულო და თითქმის ყველა კადრში 🙂

და ბოლოს, კადრი ფილმიდან, უფრო სწორად ჯენიფერის მიერ შერსულებული ფილმის საუნდთრექი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s