ორნამენტი რაც შეიძლება მეტი

სეზონის ცვალებადობასთან ერთად იწყება ფიქრი გარდერობის გადახალისებაზე და ყველა ცდილობს სეზონის რაღაც დამახასიათებელი, “მასთ ჰევი” სამოსი, მოდის ტენდენცია შემატოს  მას.

წლევანდელი შემოდგომის ერთ-ერთი “მას ჰევი” არის მიდი,  იგივე ფენსილები, მუხლამდე ტანზე მომდგარი ქვედაბოლოები. თბილისის მაღაზიებში აქტიურად შენიშნავთ, თუმცა ჩემი უდროობიდან გამომდინარე მაღაზიებში სიარულისთვის საერთოდ არ მცალია და ამ დანაკლისს ონლაინ მაღაზიების თვალიერებით ვივსებ.

ზოგადად ძალიან მიყვარს ქვედაბოლოები. ჩემს ყოველდღიური სამოსის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად სხვადასხვა ონლაინ-მაღაზიების თუ ლუქების ქექვისას ჩემგან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ხოლმე ლამაზი, ორიგინალური, კოხტა ქვედაბოლოები.

რამდენიმე მათგანი კი თქვენც მინდა გაგიზიაროთ.

ულამაზესი, მოდის ტენდენციების შესაბამისი, ოქროფერის ორნამენტებით გაფორმებული, ETRO-ს ხავერდის შავი ქვედაბოლო.

მის გარდერობში დამატებაზე ფიქრს ნუ დაიწყებთ. არც თუ ისე იაფია. მისი შეძენა აქ 870 ევროდ შეგიძლიათ.

 

 

Topshop-ზე კი რომელიც ასეთი პოპულარული და მოსახერხებელია, დევს ძალიან ლამაზი, ოქროსფერორნამენტებიანი J.W. Anderson-ის მიდი, რომლის შეძენაც 136 დოლარის ნაცვლად უკვე 80 დოლარად შეგიძლიათ აქ.

 

 

 

ვიცი, რომ ძვირია, ვიცი, რომ არც თუ ისე ხელმისაწვდომია, მაგრამ ფაქტია, რომ ულამაზესია. GIVENCHY-ის ორნამენტებიანი, შავი “ფენსილი”. თუ მაინც გულმა არ მოგითმინათ ან უკეთ შეთვალიერება გადაწყვიტეთ, აი, აქ შეგიძლიათ გადახვიდეთ.

 

 

 

ულამაზესი თეთრი, ლურჯი და მწვანე ყვავილებით გაფორმებული აბრეშუმის ERDEM-ის მიდი, რომლის შესაფერისი პერანგის შეძენაც შეიძლება NET-A-PORTER-ზე.

 

 

 

 

იგივე ERDEM, ოღონდ სხვა ონლაინ-მაღაზიაში. შემოდგომის ფერებში გადაწყვეტილი, ორნამენტებით გაფორმებული ჩალისფერი მუხლამდე ქვედაბოლო 520 ფუნტი სტერლინგი ღირს.

 

 

 

2012 წლის შემოდგომა-ზამთრის Prabal Gurung-ის აბრეშუმის სპილოს ორნამენტებიანი ძალიან ნაზი ქვედაბოლო, რომელიც NET-A-PORTER-ზე მოგწყვეტთ თვალს, თუმცა ფასის ნახვის შემდეგ რამდენად შეგინარჩუნდებათ სიმპატიები, არ ვიცი 🙂

 

 

 

და ბოლოს ჩემი ფავორიტი, იგივე Prabal Gurung-ის 2012 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან, აბრეშუმის ულამაზეს პრინტებიანი ფენსილი, ზუსტად ანალოგიური პრინტიანი აბრეშუმის კაბა ეცვა სინგაპურში ვიზიტისას კემბრიჯის პრინცესა ქეით მიდლტონს, რომელის მისი საყვარელი დიზაინერის Jenny Packham შეკერილი იყო.

არ ვიცი რა ღირს პრინცესას კაბა, მაგრამ ჩემი ფავორიტი ფენსილის შეძენა დიდი ფასდაკლების შემდეგ აქ 335 ფუნტ სტერლინგადაა შესაძლებელი.

Advertisements

6 thoughts on “ორნამენტი რაც შეიძლება მეტი

  1. ამ სტილის კაბები დიდა არ მომწონს ძალიან ქალურებია, მაგრამ ამავე დროს ძალიან დახვეწილი და ელეგანტური.
    სხვათა შროსი მიუხედავად იმისა რომ ტანზე მომსგარი არ არის ეს ქვედაბოლოც კარგია : https://encrypted-tbn1.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcQV_Dze3kBXBLyCTdB28muIa8Oau3L49pm7BA47mYmRGsEqIJZf

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s