ორი დღით პარიზში

ორი წლის მანძილზე, იმ გამოთქმისა არ იყოს, კაპიკს კაპიკზე ვადებდი, ჩემი ოცნების ქალაქში, პარიზში წასასვლელად. ორი წლის შემდეგ ჩემმა დანაზოგმა შეადგინა თანხა, რომლითაც ძირეული გა(მო)თვლებით მხოლოდ ორი დღე თუ შევძლებდი პარიზში ყოფნას. ფაქტობრივად გადაწყვეტილი მქონდა წასვლა.  მეთქი ორი დღეც მეყოფა, მაგრამ მერე გადავიფიქრე და მაგისტრატურაში სწავლის გადასახადი გადავიხადე იმ ფულით.

tumblr_lmn0w3C6rB1qd2wy7o1_500ამ პერიოდში ვნახე ფილმი “2 Days in Paris”, რამაც გარკვეულწილად ოცნებაზე უარის თქმა გადამატანინა და ვინაიდან ახალს ვერაფერს ვნახულობ ბევრი მიზეზის გამო, ადრე ნანახ ფილმზე მაინც მოგიყვებით.

გოგონა ფილმიდან “სამი ფერი: ლურჯი” ან უფრო დასამახსოვრებელი ეტან ჰოუკის პარტნიორი ფილმში  “მზის ამოსვლამდე”, რომელსაც შემდეგ მოყვა გაგრძელება “მზის ჩასვლამდე”, მაგრამ ამ უკანასკნელში ჟული დელპს გოგონა ნაკლებად ეთქმის. 🙂 მსახიობი, რომელიც როგორც თავად ამბობს, არ უყვართ ჰოლივუდში, მაგრამ ფრანგული კინოს განუყრელი ნაწილია.

“ორი დღით პარიზში” იმითაცაა გამორჩეული, რომ დელპი აქ მარტო მთავარ როლს კი არ ასრულებს, ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორიცაა.  ჩემი აზრით ყველა კომპონენტში გაამართლა. ფილმი სასიამოვნო საყურებელია, იუმორით, დრამით, კარგი მსახიობებით და პარიზით.

მერიონი, რომელიც ფოტოგრაფია და ამერიკაში ცხოვრობს, თავის ბოიფრენდ ჯეკთან (ადამ გოლდბერგი)  ერთად მიემგზავრება მშობლიურ პარიზში არდადეგების ბოლო დღეების გასატარებლად. თითქოს აქ არაფერია საინტერესო. მერიონიც  გეგმავს რომ ამ ორ დღეს თავის სახლში გაატარებს, თავის ბოიფრენდთან და კატასთან ერთად, რომელიც დედასთან ყავს დატოვებული.

მატარებლის სადგურში ტაქსის გრძელ რიგში მდგარი ჯეკი, რომელიც პარიზში პირველადაა ამერიკელ ტურისტებს ატყუებს, რომ ლუვრი ახლოსაა და ფეხითაც ადვილად მივლენ. როცა მერიონი ეკითხება, თუ რატომ მოატყუა თავისი თანამემამულეები, ჯეკს საოცარი არგუმენტი აქვს, “ისინი ხომ ვერ აზროვნებენ. მათ ბუშს მისცეს ხმა.”

tumblr_lml97rKoad1qadt3uo1_500მერიონს ბავშვობიდან მხედველობის პრობლემა აქვს და მიაჩნია, რომ სამყაროს აღქმა დედის მიერ ნაჩუქარი პოლაროიდით დაიწყო და ამან განაპირობა მისი ფოტოგრაფიით დაინტერესება, თუმცა მოგზაურობისას სურათებს ძირითადად ჯეკი იღებს. “ვენეციაში გონდოლით სეირნობისას იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს ჩავხუტებოდით, ათეულობით ფოტო გადავიღეთ”- ყვება მერიონი, რომელსაც მიაჩნია  რომ ფოტოგრაფია მას და ჯეკს მანიად ექცათ. პარალელი ჩვენს რეალობასთან, როცა თაფლობისთვის ამსახველი ფოტოები აქვთ უზღვავი რაოდენობით და ერთად გადაღებული სულ რამდენიმე. 🙂

მერიონის მშობლები და ტაქსის მძღოლები წყვილის პარიზში გატარებული დღეების თავსატეხები არიან. პარიზელ და თბილისელ ტაქსისტებს შორის ბევრ მსგავსებას აღმოაჩენთ. 🙂

05hohe.large2

ალბერტ დელპი და მერი პილეტი

რაც შეეხება მშობლებს, მამის როლს დელპის მამა ალბერტ დელპი თამაშობს, რომელიც ავანგარდისტი მხატვარია და ყველა არასწორად პარკირებულ მანქანას ფხაჭნის.  ეს ფილმი ჟული დელპის ოჯახური  და ჩემია აზრით, ავტობოგრაფიული ფილმია. დედის  როლსაც მისი ნამდვილი დედა მერი პილეტი თამაშობს, რომელიც ჯეკთან საუბრისას აღიარებს რომ ახალგაზრდობაში ჯიმ მორისონს ხვდებოდა.

ეს არის ფილმი, სადაც ყველა დიალოგი სახალისო და საინტერსოა და მომენტით, როცა მერიონი ხვდება, რომ ვეღარაფერს შეცვლის…

“ორი დღით პარიზში” იმავე ტრადიციის მატარებელია, რისიც “მზის ამოსვლამდე”, ორივეს აქვს გაგრძელება, ორივეში დელპის ბოიფრენდი ამერიკელია, ორივე ცხოვრებისეული და სასიამოვნო სანახავია.

ჰო, გაგრძელებაზეც აქვე ვიტყვი: 5 წლის შემდეგ ჟული დელპმა გადაიღო “2 Days in New York”, სადაც მერიონის ბოიფრენდის როლს ადამ გოლბერგის შემდეგ კრის როკი თამაშობს და რომლის ნახვა მე პირადად ვერა და ვერ მოვახერხე 😦

Advertisements

2 thoughts on “ორი დღით პარიზში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s