ჩემი ყოველდღიური კოშმარი

რამდენი საათიც არ უნდა მეძინოს, რა დღეც არ უნდა თენდებოდეს, ყოველთვის ერთ სიზმარს ვხედავ. უფრო სწორად სიზმის დასასრულია ერთნაირი. უცებ მახსენდება, რომ სამსახურში მაგვიანდება  და ვიღვიძებ.

ხშირად სულაც არ მაგვიანდება, ისეთ დროს მეღვიძება, მაგრამ ისე მაქვს თავში ჩაბეჭდილი, ისე მაქვს გათავისებული, თუ რამდენი პრობლემა შეიძლება მოყვეს დაგვიანებას, რომ მექანიკურად ვდგები, ვწესრიგდები და საათს, რომ დავხედავ სახლიდან გასასვლელად ზოგჯერ ძალიან ადრეა ხოლმე.

8798_455079644550809_1322988027_nდარწმუნებული ვარ, გაიფიქრეთ: თუ ასე გეშინია დაგვიანების, ადრე მიდი სამსახურშიო. 🙂 გამოვიყენებ ცნობილი ადამიანის ლამის საფირმო ფრაზას “ნურას უკაცრავად” 😀 ჩემს სამსახურში თუ პირადად არ გაქვს ავტომობილი, ვერც ადრე მიხვალ და ვერც გვიან. გამორიცხულია. იქ არანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. ტაქსის მძღოლების 99% არ იცის “ეგ” სად არის და რომ აუხსნი, ისეთ თანხას გთხოვს, ძილის სურვილი სამუდამოდ დაგეკარგება. 🙂

ყოველ დღე! დიახ, ყოველ დღე! დილით 9ზე ერთ-ერთი მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გადის ჩვენი სამსახურის ავტობუსი და საღამოს 7ზე ისევ იქ ბრუნდება. ითვლება, რომ სამუშაო საათები გვაქვს 10დან საღამოს 6მდე. თუ არ ჩავთვლით გზაში დაკარგულ 2 საათს და ფაქტობრივად გამოუყენებელ 1 საათიან შესვენებას (რომელსაც მე მაქსიმალურად ვიყენებ, არ ვწუწუნებ) თითოეულ თანამშრომელ კვირაში 41 საათი გამოსდის, შრომის კოდექსის სრული დაცვით. მაგრამ…

არ ვწუწუნებ, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს. ისიც კარგად ვიცი, რომ ბევრს ჩემზე ცუდი რეჟიმი აქვს, ჩემზე ცუდ პირობებშია, მაგრამ ეს ფაქტი იმას არ ნიშნავს, რომ ჩემთან ყველაფერი იდეალურადაა.

483373_2959251023537_1141112782_nარ მიყვარს, როცა მოუცლელობის მიზეზად სამსახურს ვასახელებ. ყველა მუშაობს, ყველას რთული რეჟიმი აქვს და არავის უკვირს შენი მდგომარეობა. თუ მეორემ მოიცალა, შენც მოახერხებდი რამეს, რომ გინდოდეს კარგად. პრობლემა უმოტივაციობაა, ხალისის ნაკლებობა.

ხშირად მითქვამს ადამიანისთვის შეხვედრაზე ან სტუმრად მისვლაზე უარი, იმ მიზეზით, რომ არ მინდოდა ჩემი ცუდი განწყობა, მოწყენილობა, უხასიათობა ეგრძნო. არ მომწონს, ვერ ვიტან საკუთარ თავს, თუ სიცილი არ შემიძლია 🙂

ამ რამდენიმე დღის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა “ფეისბუქზე” დაწერა “იმ ღამეს გაუმარჯოს, დილისთვის მაღვიძარას რომ არ დააყენებო”. მე სულაც არ მინდა სადმე არ მიმეჩქარებოდეს, მე უბრალოდ მინდა მშვიდად გავდიოდე სახლიდან. არ მეშინოდეს, რომ შეიძლება მარშუტკამ, რომელსაც ავტობუსამდე მივყავარ, შეიძლება რეისი ჩააგდოს ან ცოტა დაიგვიანოს ან რამე მსგავსის გამო ავტობუსზე 2 წუთით დაგვიანების გამო სამსახურში პრობლემები შემექმნას.

ჩემი კოშმარების დასრულების ერთადერთი საშუალება საკუთარი მანქანაა, მაგრამ ეგეც გამოირიცხა. ჯერ ერთი თეორიული შანსიც არ მაქვს მანქანის ყიდვის და თან ამ ხელფასით თუ ბენზინიც საყიდელი მექნა, მეორე კოშმარი დაიწყება “უფრო უარესი უფულობა” 😀

და მაინც…

მე მიყვაRS ჩემი სამსახური 🙂

Advertisements

13 thoughts on “ჩემი ყოველდღიური კოშმარი

    • სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა კი არადა
      მე მიყვარს ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ ის 🙂
      ჰოდა, საყვარელი ადამიანი რომ შორს ცხოვრობდეს ან არ ქონდეს სასურველი კომფორტი, ხო არ გადაგიყვარდება მაგიტო? 🙂
      თან ამ სიყვარულს ყოველი თვის ბოლოს მიფასებენ 😀

  1. ამ რეჟიმით დაახლოებით 20 წელი ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოფისი სულ ქალაქის ცენტრში მქონდა დაქირევაბეული, საქმის გამო ვერ გამოვდიოდი-ხოლმე, და მეც სულ მსაყვედურობდნენ, შენს მეტს სამსახური არავის აქვსო? კარგად მესმის ძალიან ძნელია ასეა. განსაკუთრებით მაშინ გამიჭირდა, შვილი რომ ჩვილი მყავდა. სამაგიეროდ ახლა მაქვს ბევრი დრო უსამსახურობის გამო. ))) მერწმუნე, რიტმის გამო ისევ ის პერიოდი მერჩია, უფრო ფორმაში ვიყავი და ბევრად მეტს ვასწრებდი. ისე, რაღაც შუალედური კარგიც არსებობს ალბათ, თან მუშაობ თან ცხოვრობ შენს გემოზე გემრიელად :)) მოკლედ, სადღაც იქ რაღაც არსებობს :))

    • არა, არა რეჟიმი მიყვარს.
      ერთ წამსაც ვერ წარმომიდგენია დღე, როცა არსად მომიწევს წასვლა, მაგრამ ზედმეტმა ჩარჩოებმა დამღალა, ზედმეტად უდროობამ, ქალაქისგან მოშორებულობამ 😦

      • მგონი ”პური და შოკოლადი” ჰქვია იმ იტალიურ ფილმს, მთავარი გმირი ქათმებს რომ პუტავს ფერმაში და ფანჯრიდან ქერა ახალგაზრდებს უყურებს, ბუნების წიაღში რომ ერთობიან, ასე ვიყავი, ჩემი კაბინეტის ფანჯარა მარჯანიშვილის თეატრს უყურებდა, და სპექტაკლის ნახვის არც დრო მქონდა და არც თავი ხოლმე.

        გეთანხმები, ქალაქიდან მოშორება უფრო უჩენს კაცს იზოლაციისა და ჩარჩოების შეგრძნებას. ამ დროს შვებულება მაინც უნდა გამოიყენოს კაცმა მოგზაურობისათვის. ახლაც ისე მენატრება დიდი სივრცეების დანახვა და სიმწვანე. მენატრბა რომელია, მჭირდება გონებრივი მუშაობისთვის, წერისთვის.

      • აჰაა, კი ვიცი ეგ ფილმი 🙂 ვიღაცისთვის ალბათ ჩემი მდგომარეობა სასურველია, ვიღაცას ჰქონდეს ჩემი რეჟიმი. ცხოვრება საინტერესო სწორედ ამიტომაა, რომ ის რაც გვინდა ასე მარტივად და ადვილად მიღწევადი არ არის 🙂
        აღარ ვისაუბრებ ჩემს პრობლემებზე, მარამ “სივრცის შიმშილს” იმიტომაც ვერ ვიკლავ, რომ შვებულებაც 2 კვირა მქონდა 🙂
        ყოველთვის მსიამოვნებს თქვენი გამოცდილების ერთგვარი გაზიარება 🙂
        გისურვებთ და ყველა თქვენს მკითხველს ვუსურვებ, მალე შეგქმნოდეთ ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობისთის საჭირო გარემო 🙂

  2. 15 წლიანი სტაჟი მაქვს უკვე, აღარც მახსოვს თუ იყო დრო როცა არ ვმუშაობდი, ძალიან დამღლელია ხშირად, მაგრამ შენი არ იყოს მე მიყვარს ჩემი სამსახური და თანაც ურეჟიმოდ და სახლში ჯდომა არ შემიძლია ისევ ასე მირჩევნია 🙂

  3. ისე რომ არ ვთქვა არ შემიძლია, შაბათ-კვირას უფრო ვიღლები, მთელი კვირის დაგროვილი საქმე რომ მაქვს გასაკეთებელი სახლში 🙂

    • მე შაბათ-კვირა არ მაქვს, პლუს უნივერსტეტში ვსწავლობ 😀 2 წელი ვუძლებ ამ რეჟიმს ჯერ 🙂

  4. სად მუშაობ? ნატახტარში ხომ არა? იმიტომ რომ რამდენიმედღით რომ ვმუშაობდი მანდ, ზუსტად იგივე რეჟიმი იყო. მეტროსთან ველოდებოდი ავტობუსს და უკანაც ავტობუსი მაბრუნებდა

    • წაკითხული მაქვს შენი პოსტი ნატახტარში სტუმრობაზე და ლუდის ხარშვაზე 🙂
      არა, მე ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში ვმუშაობ და ჩემი სამსახური ტერიტორიულად კახეთისკენაა 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s