იარეთ მაღალ ქუსლებზე

დღეს საღამოს ჩემი მეგობარი, რომელსაც ლამის ჩემი სიმაღლის ტოლი ფეხები აქვს, რაღაცატომ მაღლებით გამომეცხადა. მიუხედავად ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობისა, მაღლებზე შემდგარი არასოდეს მინახავს. ჯერ ერთი ისედაც მაღალია და თან ძალიან აქტიური და მოძრავია. დღეს ასე რატომ გადაწყვიტა, ბოლომდე ვერ ჩავწვდი და თან ასე ჩაცმულმა მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის ქუჩამდე ჩასეირნება რომ შემომთავაზა, ცოტა არ იყოს შევკრთი.

მახსოვს, ჩემი სკოლის ეზოში ბებერ ალვის ხეებს რომ ჭრიდნენ, მარტო მე ვიდექი ეზოში და ნაღვლიანად შევცქეროდი, როგორ ეცემოდნენ ბუმბერაზი ხეები მიწაზე და არცერთ წამს არ მიფიქრია, რომ შეიძლება რამე დამშავებოდა.

ისიც მახსოვს მიწისძვრის დროს როგორი ინტერესით დავდექი ჭაღის ქვეშ და მის რიტმულ რხევას ვუკვირდებოდი, როცა ყველა ქუჩაში გარბოდა.

AAAAC4-luuwAAAAAAVBzAwჭექა-ქუხილის დროს არაფრისთვის შემიფარებია თავი. გაღიმებული სახით მივშტერებივარ ხოლმე ცაზე დაკლაკნილ სინათლეს და არანაირი მეხის დაცემის არ მეშინია, მაგრამ დღეს ისე როგორც არასდროს მეშინოდა, ჩემს მეგობარს ფეხი ცუდად არ დაედგა და მიწასთან არ გავესწორებინე. სიტყვითაც არ მაკლებს ხოლმე.

აღმაშენებლის ქუჩის გავლას იმაზე ათჯერ მეტი დრო მოვანდომეთ, ვიდრე სხვა დროს. ამ დროში იმაზე ათჯერ მეტმა სულელურმა აზრმა გამიელვა, ვიდრე ჩვეულებრივ და თქმითაც ათჯერ მეტი რამის თქმა მოვასწარი, მათ შორის უამრავი რჩევა- დარიგების თუ როგორ უნდა იარო მაღლებზე.

ყველაზე გრძელი ფეხებიც რომ სადღაც მთავრდება და მითუმეტეს არც სიმაღლით გამოვირჩევი, რამდენიმე წლის წინ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე წასვლა მაღლებით გადავწყვიტე. შედეგად შეხვედრაზე ისეთი შეძრწუნებული და დამანჭული სახით მივედი, არ გამკვირვებია, წარუმატებლად რომ დასრულდა.

არც იმას უარვყოფ, რომ ყველა წვეულებაზე (შეგნებულად არ ვიყენებ სიტყვას “ფართი”) სადაც მაღლებით მივდიოდი, ჩანთაში აუცილებლად მედო დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი და როგორც კი საზოგადოება რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლს მიიღებდა, ეგრე გავრბოდი გამოსაცვლელად. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ სამსახურში “დრეს კოდის” აუცილებელ ნაწილად მაღალ ქუსლიანი კლასიკური ფეხსაცმელი არ მოითხოვეს. ჯერ ძალიან გამიჭირდა, შემდეგ შევეჩვიე და ბოლოს მომეწონა. 🙂

ახლა თავი ვეღარ წარმომიდგენია მაღლების გარეშე. ყველაფერს რომ თავი დავანებო, ფეხს ბევრად გრძელს აჩენს და ჩემს ოცნებას, მქონოდა ცოტა მოკლე ენა და გრძელი ფეხები, ბოლო კომპონენტში გარკვეულწილად მისრულებს. 🙂

მე არ ვამბობ, რომ ქალს დაბლები არ უნდა ეცვას ან სულ მაღლებზე უნდა იდგეს. ეს არც ჯანმრთელობისთისაა კარგი.

13581236346504122_ok8TnRsw_cყველა ქალს უნდა ქონდეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მიუხედავად ქალის სიმაღლისა. ჯერ ერთი ის უფრო მომხიბვლელს გვხდის და თუ ქალი თავდაჯერებულად დადის მაღლებზე, ის მეტ ყურადღებას იქცევს, მენდეთ. ასევე პირადი გამოცდილებით გეუბნებით, რომ მაღალ ქუსლიანები უფრო გამხდარს და ტანად აჩენს ქალს. ქუსლის მკაცრად დადგმა ქვასაც კი აკრთობს, გააჩნია ქვას 🙂

როგორ იაროთ მაღალ ქუსლებზე?

თავიდან გაგიჭირდებათ, ძალიან გაგიჭირდებათ, მაგრამ როგორც კი მაღალ ქუსლიანებს გაიხდით, ენით აღუწერელი სიამოვნება დაგეუფლებათ.

ჯერ რამდენიმე წუთით გაიარეთ სახლში, შემდეგ მაღაზიაში ჩადით ან რაიმე მოკლე მანძილზე. შემდეგ მეგობართან წადით და მისგან წამოსვლისას გამოიცვალეთ და ასე ნელ-ნელა მოუმატეთ მანძილებს და სიტუაციებს. შედეგი გაგა20ებთ და სიმაღლეში 8-10 სანტიმეტრს მაინც მოგამატებინებთ.

თავიდან მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს. არც ერთბაშად 10-12 სანტიმეტრიან ქუსლებზეა შევარდნა რეკომენდებული. დაიწყეთ 5-8 სმ-იანი ქუსლებით და რაც მთავარია, ფეხსაცმლის მორგებისას დაუკვირდით რომ ქუსლი მყარად გქონდეთ, არ იყოს წამოყუდებული ან ზედმეტად თავისუფლად, თორემ სავალალო შედეგი გარდაუვალია.

155374255864423439_bDXy5Xrg_cრაც შეეხება როგორ დაიჭიროთ ტანი, ამაზე უამრავი გაკვეთილია “იუთუბზე” და მე თავს არ შეგაწყენთ.

მოდელივით სიარულს ეგრევე ვერ დაიწყებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ რამდენიმე სანტიმეტრით მაღალიც ისევ თქვენ ხართ და არაფერი შეუძლებელი არ ხდება. მყარად დაადგით ფეხი მიწაზე, როგორც ამას ფეხშიშველი პლაჟზე აკეთებთ. 🙂

კიდევ ბევრი კომპონენტია, მაგრამ უდროობის გამო ვერ მოვახერხე გახსენება და დაწერა.

თამამად და თავდაჯერებულად სიმაღლეებისკენ  მაღალი ქუსლებით.  🙂

Advertisements

24 thoughts on “იარეთ მაღალ ქუსლებზე

  1. ძალიან მომწოსნ მაღალი ქუსლები. ქალს უფრო დახვეწილს და თავდაჯერებულს აჩენს (თუ რა თქმა უნდა სწორად დადის) . სამწუხაროდ ჯერ ასაკი არ მიწყობს რომ ისინი ჩავიცვა 😦

    • ასაკი კი არა გარემოებები გაიძულებს ჩაცმას 🙂
      განახავ რამდენიმე წელში შემხტარ შპილკებზე :*

  2. ცოტა მოკლე ენა და გრძელი ფეხებიო :)))) ჯანმრთელობისთვის 5 სანტიმეტრზე მაღალი ქუსლები რომ ცუდია და ყოველდღე არ ღირს მათზე ასკუპება?

    • სამაგიეროდ ლამაზია 🙂
      და საჭიროზე გრძელი ენა არამარტო ჯანმრთელობისთვისაა მავნე 😛

  3. ყოჩაღ ბიბი! :)) სიამოვნებით წარმოგიდგინე მაღალ ქუსლებზე და მომეწონე, რაღა დაგიმალო :))

    • ბოლო ერთი წლის მანძილზე, კვირაში 6 დღე მაღლები მაცვია 🙂 ასე რომ ეგ უკვე აღარ არის იშვიათობა 🙂

  4. სიარული თავისთავად პრობლემა არ არის, მშვენივრად ვხმარობ მაღალ ქუსლებს 🙂 7-9 სანტიმეტრიან ქუსლებს ვგულისხმობ…
    მაგრამ აი, ბოლო ორი-სამი წელი რაღაც საოცარი პლატფორმების კერვა რომ დაიწყეს ლუბუტანის წაბაძვით და ფეხსაცმლის მაგივრად რაღაც ბულდოგისცხვირიანი სიმახინჯეები დაახვავეს, ერთბაშად შევიძულე…
    მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მიყვარს კლასიკური – თხელი ძირით და მაღალი ქუსლით – ზუსტად ეგაა, რაც ფეხს ჭიმავს, აგრძელებს და ალამაზებს 🙂
    ასე რომ, გეთანხმები აბსოლუტურად, მაგრამ გაუმარჯოს კედებს! 🙂

      • როგორც შენ მიეჩვიე მაღლებს, ისე მივეჩვიე მე ჩემს ოლსტარებს 🙂 არადა, იყო დრო, ქუსლებიდან არ ჩამოვდიოდი 🙂

      • გარემოებები განაპირობებს ბევრ რამეს. სამაგიეროდ ასკუპება რო დაგჭირდება, არ გაგიჭირდება 😉

  5. კედებს და მოკრძალებულ სიმაღლეს ვერ ვათავსებ აშკარად… მაგრამ ქუსლიან ფეხსაცმელსაც რომ ვერ დავუმეგობრდი… როგორც ჩანს, სასწრაფოდ მჭირდება სამსახური… “დრეს კოდიანი” სამსახური 🙂

    • ვერც მე წარმოვიდგენდი, გეუბნები რაა. აი, ტანჯვა იყო ჩემთვის, მაგრამ :დრეს კოდი” მაჩვენე და ქუსლებით სიარულს გაჩვენებო, ნათქვამია :)))

  6. ძალიან მომწონს მაგრამ მე ვერაფრით შევეგუე..უფრო სწორად სათანადოდ არც მიცდია ალბათ..ამ ზაფხულს პირველად მეცვა მეგობრის ქორწილში და როგორც მითხრეს ძალიან მიხდებოდა მაგრამ შენსავით სათადარიგო ბალეტკებმა გადამარჩინეს დატანჯული სახით სიარულს 😀

      • 😀 იმედია…” მთავარია თავს კომფორტულად გრძნობდე”-ესაა ხოლმე ჩემი თავისმართლება 😀

      • კომფორტულად მე ვარ პიჟამოებში 🙂
        მარტო ეგრეც არაა, სხვებსაც უნდა მოეწონო 🙂

      • 😀 აი რა კარგი არგუმენტი მითხარი..სხვა გზა არაა უნდა დაგეთანხმო..:)

  7. პირველი ქუსლებზე მამაკაცი შედგა 🙂
    უძველესი ქუსლიანი მამაკაცის წუღები მე-9 საუკუნის სპარსეთშია აღმოჩენილი ქალისა კი მე-15 საუკუნით თარიღდება და თურქეთში გაჩნდა.

      • კი პოსტიც მქონდა.
        ჰოდა, თუ მამაკაცები ვახერხებდით ქუსლებზე სიარულს, ქალებისთვის სულ იოლია – ქალებს სიმძიმის ცენტრი სხვაგან აქვთ და დაბადებულები არიან ქუსლებზე სასიარულოდ 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s