ყოველთვის აქტუალური ანუ ფილმი შობაზე

ტემპერატურის კლების პროპორციულად იმატა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც დასვენების დღეების გატარებას შინ ამჯობინებენ.

რა უნდა აკეთო სახლში?  დაალაგო შენი ნივთები და აურიო ოჯახის წევრებს. სადმე მყუდროდ მოკალათდე და წიგნი წაიკითხო ან ოჯახის წევრებს წაუკითხო ლექცია, იმის შესახებ რომ შენც გაქვს დასვენების უფლება და კარგი იქნებოდა, თუბალეტით  დაკავდებიან შენი შინ ყოფნის დროს ანუ ფეხის წვერებზე ივლიან 🙂

თუ ეგოისტი არ ხართ, მაშინ ჩემსავით რამე ფილმს მოძებნით და ნახავთ, მაგრამ რა ფილმს? ხანდახან საათები გადის სანამ ისეთ ფილმს ვიპოვი, რომელიც არ მინახავს ან ისეთს, ჩემს განწყობას რომ შეეფერება.

MV5BMTY4NjQ5NDc0Nl5BMl5BanBnXkFtZTYwNjk5NDM3._V1._SY317_ახალი წელი და შობა მოდის. ყველასთვის საყვარელი დღესასწაულები.( შობა-ახალი წელი შეგნებულად არ ვთქვი, იმიტომ რომ ჩვენი კალენდრით ჯერ ახალი წელია და შემდეგ შობა :p) შესაბამისად ყველას გვიჩნდება სურვილი რამე ისეთი ვნახოთ, რაც სადღესასწაულო განწყობას აგვიმაღლებს, კარგ განწყობას შეგვიქმნის და გაყინულ სხეულში სულს გაგვითბობს.

სეზონისთვის აქტუალურ ფილმებში, ჩემი აზრით, ყოველთვის აქტუალური იქნება ფილმი “აქტუალური სიყვარული”. (ტავტოლოგია ზოგჯერ გამართლებულია). “Love Actually” ქართულ და რუსულ თარგმანში “რეალური სიყვარული” ქვია. არარეალური სიყვარული არ მესმის მე. ის რაც არარეაულია, როგორ შეიძლება ვუწოდოთ რეალური. 🙂 ამ  ფილმში კი ყველასთვის აქტუალურ გრძნობაზე, სიყვარულზეა ბევრი და ლამაზი ისტორია.

ეს არ არის ფილმი გადაბმული სიუჟეტით. ერთდროულად რამდენიმე ისტორიას ვადევნებთ თვალს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულებს, პრემიერ მინისტრს უყვარდება თავისი თანაშემწე, მწერალს თავისი შინამოსამსახურე და ყველაფერს არ გეტყვით.

ყველა მომენტი დასამახსოვრებელია, ყველა მომენტი რაღაც საოცრად შერჩეული და სასიამოვნოა.

ვერ გამოვარჩევ ვერცერთს, მაგრამ განსაკუთრებით ვხალისობ ყელსაბამის შეფუთვის სცენაზე 😀 ბევრი რომანტიკული ეპიზოდი. მარტო ინგლისელი ჯეიმის და მისი პორტუგალიელი მოსამსახურე აურელიას საუბარი რად ღირს, რომელთაც ერთმანეთის ენა არ ესმით:

Jamie: [in English] It’s my favorite time of day, driving you.
Aurelia: [in Portuguese] It’s the saddest part of my day, leaving you.

აი, ამ ვიდეოს 2 მილიონ რაღაცამდენი ნახვიდან, 2 მილიონი მგონი პირადად ჩემს მიერ მისი ნახვის ოდენობაა 🙂

430896_4124980606048_905444846_nცოტა ფილმი მინახავს ამდენი ვარსკვლავით და კიდევ უფრო ცოტა, რომელშიც ვარსკვლავები ასე ჰარმონიულად ასრულებენ ფილმში მნიშვნელოვან როლს და ერთმანეთს არ ჩრდილავენ. კოლინ ფირტი, ლაიამ ნისონი, ემა ტომსონი, ჰიუ გრანტი, კირა ნაითლი, კრის მარშალი, ალან რიკმანი და კიდევ ბეევრი ბეევრი, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული ერთი პატარა ბიჭია, თავისი მიმიკებით , ჭორფლებით და ჩემთვისაც ლამის აგონიად ქცეული გრძნობით 🙂

თომას სენგსტერი, რომელიც ჩემი საყვარელი სერიალის “Game of Thrones”ის  მესამე სეზონში გამოჩნდება და მოულოდნელად ველოდები 🙂

ამ ფილმში პრემიერ მინისტრი ცეკვავს “პოინთერ სისთერსის” “jump for my love”-ის ფონზე. შობას კი საყვარელი ქალის ძებნაში ატარებს ლონდონის ერთ გარეუბანში და საშობაო სიმღერასაც კი მღერის, მაგრამ მისი ცეკვის სცენა რომ არ გაგიზიაროთ არ შემიძლია. 🙂

Advertisements

6 thoughts on “ყოველთვის აქტუალური ანუ ფილმი შობაზე

  1. ორ მილიონ რაღაცამდენ ნახვას მეც მივემატე.

    ახალი წელი მოდის ❤ ოცდაცხრიდან სამამდე სანახავი ფილმები უნდა მოვაგროვო ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s