ცხოვრება სხვების ცხოვრებით

დიდი ხნის მანძილზე ვებრძოდი ჩენში გაჩენილ ბლოგერობის სურვილს. რამდენიმე თვე, წელიწადზე მეტი ვფიქრობდი, ვაყალიბებდი, დიზაინს ვარჩევდი, სახელს ვიგონებდი, ვფიქრობდი როგორი უნდა ყოფილიყო, ხან რას ვუწუნებდი, ხან რას და ბოლოს ექპრომტად, ერთ დღეს, რომ მეგონა გადავიფიქრე, ვორდპრესზე დავარეგისტრირე “justBBiswatchingyou”. იდეა მოულოდნელად, წამებში დაიბადა. ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი ნიშნისმოგებით, გუშინ აქ და აქ, ამა და ამ დროს, ამასთან ერთად დაგინახეთქო და მისი პასუხი იყო “შენი გადამკიდე ასე მგონი დიდი ძმა (Big Brother) მითვალთვალებს ყველგანო”.  მეთქი დიდი ძმა არა, მაგრამ უბრალოდ ბიბი იცოდე,  სულ გიყურებსთქო.

რაღაცატომ ითვლება, რომ მე ბევრ ვაკონტროლებ, მე ბევრი ჭორი ვიცი, მაგრამ არ არის ეს ასე. ვერც იმას ვიტყვი, “ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვამჩნევ”, მაგრამ ბევრზე მეტს მაინც ვახერხებ. უნებურად ხდება. განა შეგნებულად ვიმახსოვრებ ვიღაცის მანქანის ნომერს ან მეგობრის ცოლის მამიდის ყოფილი ქმრის ნათლიის დისშვილის შეყვარებულის სახელს?!

სულაც არ არის სასიამოვნო, იცოდე სრულიად უსარგებლო ამბები ვიღაცეების პირადი ცხოვრების შესახებ. გულახდილი და გულწრფელი ადამიანის სახელი მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ვინმე ზედმეტად ჩავახედო ჩემს პირადულში. არის ზღვარი, რომელსაც ვიცავ და სხვებსაც იგივეს ვაიძულებ ჩემთან ურთიერთობისას.

599934_344850165592359_138602784_nძველი ნაცნობის ნახვისას გარდაუვალ კითხვაზე “არ გათხოვილხარ?”, ყოველთვის ისეთი პასუხი მაქვს მზად, კითხვის ავტორმა, რომ იფიქროს ” რა დროს ამის გათხოვებაა. ღმერთო, ტვინი მიეცი”.

ჩემი პირადი ცხოვრება ზოგადად დიდი განხილვის საგანია. რატომ?  რა იწვევს ამხელა ინტერესს ვერ ვხვდები, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობის დამაკმაყოფილებლობაში დარწმუნებული ვარ. ანალოგიური პრობლემა აწუხებთ ჩემი მეგობრების იმ მცირე ნაწილს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზებით ან უმიზეზოდ დღემდე არავის დაუკავშირეს თავიანთი პირადი ცხოვრება.

113856696800206690_X7kYeuo3_c modifiedარც ხაზგასმა მომწონს, რომ არავინ ყავთ, მათ ცხოვრებაში არაფერი ხდება. მიზეზად კი საპირისპირო სქესს ასახელებენ. ეს უკვე სხვა რამეზე მიუთითებს. ეჭვს გიჩენს რომ იმედგაცრუებულია. მე არავის არ ვასახელებ მიზეზად, მე ასე მომწონს და იმიტომ ვარ ასე. თუ აზრი შემეცვლება, შესაბამის ცვლილებებსაც განვახორციელებ 🙂

მე არ ვიქნები ის ბლოგერი, რომელიც თავის პირად ცხოვრებას, რომ შეფუთავს ლამაზად და ამით მკითხველს მოიზიდავს. უფრო მეტის დაწერა მინდოდა, მაგრამ სანამ დრო გამოვნახე პოსტისთვის, აზრები სადღაც გამიფრინდნენ. გადავადებას კიდევ ვერ ვაპატიებდი თავს. ყველა ასეთმა ქმედებამ, შედეგად ბლოგს არაფერი შემატა და ჩემს თავში ფიქრები არია, ნეტავ კონკრეტულად რის დაწერას ვაპირებდი ?!

ან ახლა?!

თუ რამე უფრო საინტერესო გჭირდებათ ახლა, ფილმი ნახეთ “სხვების ცხოვრება” (Das Leben der Anderen)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s