ტიმოთი გრინის უცნაური ისტორია

საღამოს ფილმის ნახვა ჩემთვის ისეთი სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც დილით ახალგაღვიძებულზე ცხელი ყავა, მაგრამ ამ უკანასკნელის განხორციელება ბევრად ადვილია ჩემთვის, ვიდრე პირველის.

ყოველ საღამოს მაქვს მოლაპარაკებების გრძელი რაუნდები, ერთ-ერთი კომპიუტერის ან უკიდურეს შემთხვევაში ტელევიზორის დასათმობად. ეს ბევრად ძნელია, ვიდრე მოლაპარაკებები ტერორისტებთან, საერთაშორისო დამნაშავეებთან, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებასთან და სხვა რთულ შემთხვევებთან.

odd-life-timothy-green-stills-02საბოლოოდ კომპრომის ვაღწევთ და რომელიმე საბავშვო ფილმს ვრთავთ, რომელთა უმეტესობა ჩემთის უინტერესოა ხოლმე და მოსაწყენი. რასაც ვერ ვიტყვი ერთობლივად ნანახ ბოლო ფილმზე. ანამ, რომელმაც კითხვაც კი არ იცის, ჯიუტად დაადო ფილმის პოსტერს თითი “ამას ვუყულოთ”. სხვა გამოსავალი არ მქონდა და ყოველგვარი მოლოდინების გარეშე ჩავრთე ფილმი, ისე რომ არც მასში მონაწილე მსახიობები ვიცოდი და არც რამე ინფორმაცია წამიკითხავს.

სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, უშვილო ახალგაზრდა ცოლქმარი გრინების როლში ჯოელ ედგერტონი და ჯენიფერ გარნერი, რომ აღმოვაჩინე. ამ ჯენიფერს ხომ რეალობაში და ეკრანზეც უმართლებს ქმრებში :))

სინდი და ჯიმი ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობენ, რომელიც ფანქრების მწარმოებელი ქარხნითაა ცნობილი. ჯიმი ამ ქარხანაში მუშაობს, სინდი კი ამავე ქარხნის მუზეუმში გიდად. წყვილს მხოლოდ უშვილობა აწუხებთ. ერთ დღეს მათ საბოლოოდ დაარწმუნებენ, რომ ბიოლოგიური შვილი არასოდეს ეყოლებათ და ცოლ-ქმარი გადაწყვეტს ყველა ის თვისება, რომელიც სურდათ მათ შვილს ჰქონოდა, ფურცელზე დაწერონ და ეზოში დამარხონ.

picture-of-cj-adams-in-the-odd-life-of-timothy-green-large-picture-number-11აქედან იწყება ტიმოთი გრინის უცნაური ცხოვრება.

ტალახიანი ბიჭი ღამით დარბის სახლში და ცოლ-ქმარს დედას და მამას ეძახის. მისი დაბანისას კი სინდი აღმოაჩენს რომ ბიჭუნას ფეხებზე ფოთლები აქვს და ამ ფოთლებს შემდეგ მნიშვნელოვანი დატვირთვა ეძლევა.

ფილმი იმდენად  ლამაზადაა გადაღებული, რომ ერთხელაც არ გიჩნდება პროტესტი არარეალური ფაქტები შესახებ. ან არის კი ფილმში განვითარებული სიუჟეტი არარეალური?

ტიმოთის თავიდანვე მიიჩნევენ უსუსურ და უცნაურ ბიჭად. მას ფაქტობრივად არავინ ემეგობრება უცნაური გოგონა ჯონის გარდა და ისიც თავიდან ამრეზით უყურებდა.

სკოლაში ტიმოთის დაჩაგვრას მოინდომებენ და მას თავზე მოსწავლის მთელ ულუფას დაასხამენ, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ არ უცემიათ და ეს უბრალოდ კრეატივია.

odd life of timothy greenბევრი სასიამოვნო ისტორია, რომელიც აუცილებლად გახდება საყვარელი ამ ფილმის ნახვის შემდეგ. გრინები სწავლობენ შვილთან ურთიერთობას. აწყდებიან ყოფით პრობლემებს და ერთად აგვარებენ. ამასობაში კი ტიმოთის ფეხზე ფოთლები ყვითლდება და ცვივა.

რა მოხდება როცა ბოლო ფოთოლიც გაყვითლდება?

ყველაფერი კარგად სრულდება, თუმცა მაინც სხვანაირ დასასრულს ისურვებდი მაყურებელი და ალბათ გრინებიც. იხიბლები იმ სამყაროთი, რომელშიც ფილმის გმირები ცხოვრობენ.

და როგორც იქნა ჩემი ოჯახის პატარა წევრებსა და ჩემს შორის შედგა კოჰაბიტაცია. (რამდენი ხანია ამ სიტყვის გამოყენებაზე ვოცნებობ 🙂 )

Advertisements

6 thoughts on “ტიმოთი გრინის უცნაური ისტორია

  1. ანუ ტყუილად არ მაქვს იმ ფილმების სიაში, რომლებსაც მალე უნდა ვუყურო))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s