ჩემი 2012

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად რეალური და ვირტუალური სამყაროს მოიცვა წინა წლის შეჯამებამ. რას აჯამებენ მაინც ვერ ვხვდები, ცხოვრება ხომ გრძელდება?

უბრალო სტატისტიკისთვის მეც მოვყვები, თუ რა ჩავიდინე 2012 წელს. ჩემი სისულელეების რაოდენობა ალბათ 2012-ზე ბევრად მეტია და არ დავიწყებ მათ ჩამოთვლას.

პირველ რიგში გავბლოგერდი 🙂 დღემდე ვერ აღვიქვამ თავს ამ ამპლუაში სრულყოფილად, მაგრამ აღსანიშნავია რომ ეს მოხდა 2012 წელს. მანამდე კი ჩავაბარე მაგისტრატურაში.

სხვა არაფერი განსხვავებული წინა წლებისგან. 81135230758794180_C9uwWjqH_c

ოდნავ ჭკუა მომემატა და წონაში დავიკელი ოდნავ 🙂

თითქმის არასოდეს ვგეგმავ რა და როდის უნდა გავაკეთო, მაგრამ ერთადერთი  მინდოდა 2012 წელს ყველა ვალი გამესტუმრებინა. მგონი, მოვახერხე 🙂 სამაგიეროდ ვერ მოვახერხე ბევრი რამე უდროობის გამო. მათ შორის დრაფტებში შენახული რამდენიმე პოსტის დასრულება, რამდენიმე ადამიანის ნახვა და საჩუქრების ყიდვა. რა პრობლემაა, 2013 წინ მაქვს, თან გველის წელი, ჩემი წელი.

ბედნიერ და საინტერესო ახალ წელს გისურვებთ!

ახლა სამუშაო გარემოში, დაღლილს და მშიერს ნაკლებად მაქვს საახალწლო განწყობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 31ში სამსახურის შემდეგ 200 კილომეტრს რომ გავივლი და ფქვილით დასვრილ წინსაფრიან ბებოს რო ჩავეხუტები, საახალწლო სუფრისთვის ღვინოს გასინჯვას რომ ბაბუ შემომთავაზებს, დედიკო ტრადიციულად უკაყოფილებას რომ გამოხატავს ჩემს უცოდინრობაზე საოჯახო საქმეებში, მამა რომ ნარდს გაშლის და “დაჯექი, სხვა სარგებელი მაინც არ მოგაქვსო”, აი, მაშინ ერთბაშად გაჩნდება განწყობა და სითბო გაყინულ სხეულში. მერე ჩემი ძმა ბაბუას ძველ თოფს გამოიტანს და მაინც იმას გაისვრის 12 საათზე, მიუხედავად იმისა რომ ავღანელ ტერორისტებს შეშურდებათ იმდენი ასაფეთქებლები აქვს.

ჩემგან შორს კი ერთ ოჯახშიც შეხვდებიან ახალ წელს, ტრადიციულად, ქართულად.
ვინ თქვა რომ ახლა ღრუბლიანი დღეა?
ჩემი წილი მზე შენი თვალებიდან ანათებს.

შობას, ახალ წელს, ყოველ დღე, ყოველ წამს all I want is you

Advertisements

4 thoughts on “ჩემი 2012

  1. მეც მომინდა ბებო დედა მამა… რა კარგია მთელს ოჯახთან ერთად ახალი წლის ზეიმი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s