და მე ბედად…

დღეს 2 იანვარია.
დილის 8 საათზე  ხმაურმა გამაღვიძა. ბებია ებუზღუნებოდა ბაბუას “ე, ბოშო, ნუ დაბრახუნობ ოთახში, ბავშვს არ გაეღვიძოს”.
ბავშვი მე ვარ.

ბაბუას ბრახუნი არც გამიგია, ბებოს ხმადაბალმა ჩხუბმა გამაღვიძა. როგორც კი გვერდი ვიცვალე ძილის გასაგრძელებლად, ბებო ჩამომიჯდა ლოგინზე:
– გაიღვიძე, ბებო? შენ გენაცვალე მე. ჩურჩხელა გინდა, ბებო? ყავა დაგისხა?
-არა, ბე.
-რა იყო, შვილო, ცუდად ხო არ ხარ?
-არა, ბებო.
-აბა, რა გჭირს?
-უკვვე აღარაფერი. – ბუზღუნით ავდექი და ჩავიცვი. ბებიაჩემი ვერ ხვდება ჩემი უხასიათობის მიზეზს და უნაიროს მეძახის. 🙂

მერე ტრადიციულად, ისე როგორც ყოველთვის, როდესაც მთელი ოჯახი ერთად ვართ.

292421_3677584101415_259014112_nგაფიცხებული ხაჭაპურის სუნი.
ბებოს მოდუღებული ყავა, რომელშიც წყალი შაქარზე ნაკლებია.
ჩემი ძმის ბუზღუნი.
მამაჩემის უფრო ხმამაღალი ბუზღუნი.

-ხო, შემჭამეთ რა. რით ვერ დაიზარდეთ – უკმაყოფილო დედაჩემი, რომელმაც ყველაზე უნდა იზრუნოს, როგორც პატარა ბავშვებზე.

-ე, ბოშო, ახლა მაინც ნუ ჩხუბობთ ამ ბედობა დღეს.
-რავიცი, ქალო, შენ არ გიშლის ბედობა ჩხუბში ხელს. – ბაბუაჩემი  “ჩემი ცოლის დაქალების” ჯემალის ტონით. 🙂

-ჭამე, ბებო, როგორ ხარ გამხდარი, შენ მოგიკვდი. -არადა ეს წონა ვარ უკვე წლებია და გამხდარი კი არა პუტკუნაც კი მეთქმის.

ბებიას ფუსფუსი.
ჩვენი ფართხუნი.
-დეე, ჩემი ტელეფონის სატენი ჩადე?
-დეე, ჩემი ქუდი სად არი?
-ჩქარა…
-რას ითხიპნები, გოგო? გამოდი, გვაგვიანდება. -ჩემი ძმის ბურდღუნი.
მამაჩემი, რომელსაც სულ უკვირს რატო ვჩქარობთ.

ბებომ ჩანთები ჩაგვილაგა და ამ ჩანთებით მამას მანქანაში ჩავლაგდით და დავიშალეთ.
-ბებო, რო ჩახვალ დარეკე. –  ერთადერთი დამშვიდობება, რომელიც ბებიაჩემმა იცის.

მერე ვიდექი ქუთაისი – თბილისის ავტომაგისტრალზე და თბილისისკენ მომავალ ყველა მარშუტკას ვუქნევდით ხელს.
ვიღაც მადლიანმა გააჩერა, მაგრამ მადლს მარილი არ მოაყარა და სურამშიც გააჩერა. ამჯერად მგზავრებით შესავსებად კი არა, კუჭის. მე მიყვარს ტავტოლოგიები, ზოგჯერ ლამაზად ჭღერს. თვითონ ამ სიტყვაშიც ასო “ტ” ორჯერ მეორდება. 🙂

მარშუტკაში ტრადიციულად მოთხოვნადი დარდიმანდული სიმღერები.

-რო გადახვალთ, გააჩერეთ.
-ჩადიხართ?
-არა. მუხრუჭს გიმოწმებთ.

მეასედ კი არა, მეათასმერაღაცამდენედ გავიარე დიდუბიდან სახლამდე გზა მძიმე ჩანთებით.

ბიძაჩემს ტრადიციულად ჩავაბარე ანგარიში, თუ რა ხდება სოფელში.

ტელეფონზეც დღის განმავლობაში მათი ნომრები დაფიქსირდა, ვისიც გუშინ და გუშინწინ და აღარც კი მახსოვს პირველად როდის ჩავიწერე მათი ნომრები.
ისევ არ ეცალა მას, ვისაც არც სხვა დროსაც არ ცალია. მაგრამ ახლაც კი, როცა დღე სრულდება, მგონია, რომ მოიცლის და დარეკავს.
ინტერნეტში რამე სიახლეს ვეძებ და ვხვდები, რომ ძირითადად ყველაფერი წაკითხული მაქვს ტელეფონის ინტერნეტით.

მე რომ რამენაირად ხელოვნურად ეს დღე სხვა დღეებისგან განსხვავებულად გამეტარებინა, რა შეიცვლებოდა? რა ასეთი დღეები აღარ მექნებობა?

ბედობა არის ყბედობა და მე ბედად დავიბადე, სადაც უნდა დავბადებულიყავი და 2 კი არა 29 იანვარს. 🙂

წავედი, სამსახურის ფორმის პერანგებს დავაუთოებ. 🙂

Advertisements

6 thoughts on “და მე ბედად…

  1. ოჯახური იდილია შემშურდასავით კიარადა გულწრფელად შემშურდა.
    ტავტოლოგიები მეც მიყვარს.

  2. “-რო გადახვალთ, გააჩერეთ.
    -ჩადიხართ?
    -არა. მუხრუჭს გიმოწმებთ.”
    😀
    რა გემრიელად გამეცინა 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s