სიყვარული (რუსული) აქცენტით

რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ოქტომბრის ბოლო იყო.

1353147856_1მეგობარმა დამირეკა და უკვე შეჩვეული დარიგებების და სინდისზე შეგდებების ” ასე უნდა დაიკარგო? სულ არ გიყვარვარ. მოიცალე ჩემთვის” შემდეგ, დავპირდი რომ ვნახავდი და აუცილებლად ამ საღამოსვე. მანაც კარგიო, დავსხდეთ სადმე და ვისაუბროთო. მეთქი სიამოვნებით, მეც ისე მომენატრე, ისე ძალიან მიყვარხარ და ისე ძალიან მჭირდები, გნახავ აუცილებლად რაც არ უნდა მოხდესთქო. მანაც იგივე გაიმეორა ზედმიწევნით. ლექციის გაცდენა გადავიფიქრე და გადავწყვიტე შეხვედრა საღამოს 10ზე დამეთქვა. მანაც იხტიბარი არ გაიტეხა და მოდი, კინოში წავიდეთო, ბოლო სეანს მივუსწრებთო. პარალელურად კინოაფიშა გავხსენი, შემდეგ vovovo.ge-ზე ახალ ქართულ ფილმზე “სიყვარული აქცენტით” ორი ბილეთი ვიყიდე.

ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. საქმესთან ერთად სიახლეებსაც ვადევნებდი თვალს. ია ვეკუას ეს სტატია მომხვდა თვალში. მისი წაკითხვის შემდეგ კი ათასი აზრი დამიტრიალდა, თუ როგორ არ წავსულიყავი იმ დღეს კინოში. მიღალატა ჩემმა ფანტაზია, უფრო სწორად მეგობრის ნახვის სურვილმა სძლია და წავედი ფილმზე. იმდენად უგულოდ ვუყურე, არა არ ვუყურებდი, საშინლად დაღლილს ხმების ბუნდოვნად ჩამესმოდა, თვალები მეწვოდა და ერთი სული მქონდა როდის დასრულდებოდა.

1353147933_4გუშინ საღამოს კი ოჯახის წევრებთა ერთად ვუყურე და ასე მეგონა პირველად ვუყურებდი. ბუნდოვნად მახსენდებოდა კადრები.

ეს არ არის ფილმი – შედევრი. არც კინომატოგრაფიის მაღალი მწვერვალი, მაგრამ ძალიან კარგი სანახავია. ბანალური ისტორიებით, ბევრი რუსი მსახიობით და ბევრი რუსული დიალოგით. ნათელი ფერებით და მსუბუქი სიყვარულით.

თითქმის ყველა სიუჟეტი ნაცნობია. არ უნდა ამას კინომანობა, მაგრამ ერთხელ ნახვად ღირს.

ჯერ იმიტო რომ ქართული ფილმია, მიხალკოვის გოგოები თამაშობენ, მცხეთის და ქუთაისის გარდა საქართველოს ყველა მნიშვნელოვან ქალაქში ვითარდება სიუჟეტები, ბევრჯერ აღნიშნავენ ქართველების და ყველაფერი ქართულის უნიკალურობას, მერაბ ნინიძეს აქვს ძალიან ცუდი როლი 😦

და ეს საუნდრეკი არის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი.

Advertisements

6 thoughts on “სიყვარული (რუსული) აქცენტით

  1. საახალწლო ფილმი ყოფილა და მარტო პაზოლინის “ოიდიპოსი” არც არის კინო, ასეთი ლაითი რაღაცებიც უნდა ნახო ხოლმე.

    საუნდრეკს შინ მოვუსმენ.

  2. ფილმზე მეტად ერთი დიდი რეკლამაა, მაგრამ ისე მიყვარს რეკლამები… 🙂 …თან ტურისტული რეკლამები… 🙂 ❤

    • მთავარი გათლაც ალბათ ეგ იყო.
      კი, მთელი ფილმი საქართველოს რეკლამაა :)))

  3. დამაინტერესა … დიდ შედევრს არ ველოდები მაგრამ რამდენადაც პოსტიდან გავიგე სასიამოვნოა ფილმია :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s