რა აკავშირებთ გრეის კელის და ჯეინ ბირკინს?

195343702557281425_NPIDsmjS_c

ჩემი ბირკინი

ფულის დაზოგვის ეშმაკურ ხერხს მივაგენი. რაც მეტი ჩანთა მაქვს, მით მეტი ფული მენახება. ეგ როგორო, გაიკვირვებთ. მარტივად. როდესაც ერთი ჩანთით მეორეს ვცვლი, მასში აუცილებლად მრჩება ხურდები, რომლებსაც საფულით არ ვატარებ. შემდეგ შეცვლაზე მეორე ჩანთაშიც მრჩება ცოტა ფული, შემდეგ მესამეში და ა.შ. რაც მეტია ჩანთა მით უკეთესი. ხელფასამდე ერთ კვირის გაძლება ჩემთვის დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს, თუ ჩემს ჩანთებს გულიანად დავჩხრეკ.
არა მარტო ხურდები, სხვე ბევრ მნიშვნელოვან ანდა უსარგებლო ნივთს ვპოულობ ხოლმე და ვფიქრობ საიდან მაქვს ან რად მინდა 🙂 მოკლედ ჩანთა რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქსესუარია ქალითვის, ბანალურ საუბარს არ დავიწყებ.
ბებიაჩემი ჩანთის ავკარგიანობას იმით განსაზღვრას, ეტევა თუ არა მასში ერთი წყვილი ფეხსაცმელი.

205758276695632743_SyYNch0N_c

ჯეინ ბირკინი

არ ვიცი რას ეძებდა ჯეინ ბირკინი ჩანთაში, როდესაც  პარიზი ლონდონის მატარებლის კუპეში მის მოუხერხებლობაზე ბუზღუნებდა და “ჰერმესის” სახლის დირექტორს ჟან ლუი დუმასს თავისებურ სტანდარტებს სთავაზობდა.
ასე შეიქმნა 1984 წელს”ჰერმესის” სახლის ჩანთების ახალი ხაზი “ბირკინი”. თითოეული ეგზემპლარიდან ჯეინ ბირკინი სოლიდურ თანხას იღებს და ქველმოქმედებას ახმარს, ხოლო თავისი სახელობის ჩანთებს “გადაზიდვის ჩვეულებრივ საშუალებას” უწოდეს. ინფორმაციისთვის კი გეტყვით, რომ “ბირკინის” ფასი 9000 დოლარიდან იწყება. იგი ხელით მზადდება ნიანგის, ხვლიკის ან სირაქლემას ტყავისგან, 1 კვირის განმავლობაში 5 ეგზემპლარი, რის გამოც ჩანთის შესაძენად რამდენიმე წელი უწევთ რიგში დგომა.

514888169867771381_cfclBj9Y_c

“ბირკინები”

ფასი დამოკიდებულია ტყავზე და ფერზე.
მას აქვს ინდივიდუალური ბოქლომი თავისი გასაღებით. მეტალის აქსესუარები მოოქროვილია ან პალადიუმით მზადდება და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩანთის ფასი ხმარების შედეგად კი არ იკლებს, იმატებს. გარდა ამისა ჩანთის შეძენასთან ერთად, მფლობელს შეუძლია ნებისმიერ დროს ისარგებლოს “სპა თერაპიით”, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ჩანთის განახლება, დაზიანებების აღმოფხვრა.

75646468711018968_638LSn0V_c

Her  “Hermès”

მიუხედავად ჩანთის ფასისა და არახელმისაწვდომობისა, ის ძალზედ მოთხოვნადი და პოპულარულია. ამბობენ რომ ვიქტორია ბექჰემს და კიმ კარდაშიანს რამდენიმე ათეული ეგზემპლარი აქვთ, მაგრამ რა ვქნათ იმათმა, ვისაც მოგვწონს ამ ჩანთის დიზაინი, მაგრამ არ გვაქვს სათანადო შესაძლებლობები? მე პირადად რამდენიმე ფალსიფიცირებული “ბირკინი” მაქვს, მაგრამ კარგი ხარისხის. თავისებური ეშხი მაინც აქვს და მცირედით კლავს სურვილს და არ მიქრობს ოცნებას. 🙂

163888873910416844_DNKlFIwG_c

გრეის კელი და ჰერმესის “კელი”

ჰერმესის სახლი 1837 წელს დაარსა გერმანელმა, დედით ფრანგმა ტიერი ჰერმესმა და სახელი ტყავის აქსესუარების წარმოებით გაითქვა. 1930 წელს განსაკუთრებული კლიენტებისთვის შეიქმნა ჩანთის ახალი დიზაინი, რომელიც სპეცშეკვეთებით ავსტრალიური ნიანგის ან ტაილანდური ზვიგენის ტყავისგან მზადდებოდა. ამ მოდელის ჩანთით გამოცხადდა მონაკოს პრინცესა გრეის კელი საზოგადოების წინაშე და მისი საშუალებით ორსულობას მალავდა. 1956 წელს მომხდარმა ამ მოვლენამ განაპირობა ჩანთისთვის “კელის” დარქმევა. მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა გრეის კელის სიმპატიები ჰერმესის სახლის მიმართ.

Grace-kelly-hermes-scarf

გრეის კელი “ჰერმესის” შარფით

ცნობილი ფაქტია, რომ მოტეხილი ხელის სამაგრად პრინცესა გრეისი ჰერმესის დიზაინით შექმნი შარფს იყენებდა .

ჰერმესის ჩანთები, მიუხედავად რამდენიმე ათეული წლის წინ შექმნილი დიზაინისა, ყოველთვის მოდური და აქტუალურია.

201958364509617038_v32g1rVa_c

დახვეწილი “კელი”

“ბირკინი” უფრო პრაქტიკული და ახალგაზრდულია, ვიდრე “კელი”. ეს უკანასკნელი ბევრად კლასიკური და პრეტენზიულია. მისი 5 სხვადასხვა ზომის დიზიანი არსებობს და “ბირკინის” მსგავსად მასაც აქვს ინდივიდუალური გასაღები. ვერცერთ მათგანს ვერ შეიძენთ ონლაინ, როგორც უკვე ვახსენე ამისათვის რამდენიმე წლიან რიგში დგომაა საჭირო ან “Sex and th City”-ის სამანტასათვის ლუსი ლის სახელის გამოყენება.

34621490855968930_al9ToP0k_c

“ბირკინი” და პატარა “კელი”

რამდენიმე წლიან რიგს და უფრო მეტ წლიან ლოდინს, როდის ვიშოვი საკმარის თანხას, მირჩევნია ჩემს შავ ბაზარზე შეძენილ, მაგრამ ძალიან პრაქტიკულ “ჰერმესის” ჩანთებს დავჯერდე.

პ.ს. პოსტი ეძღვნება გემოვნებიან ქეთის, რომელიც ოდრი ტოტუს ჰგავს. ❤

Advertisements

8 thoughts on “რა აკავშირებთ გრეის კელის და ჯეინ ბირკინს?

  1. მეც რამდენჯერ მიპოვია ფული ან დაკარგული რომ მეგონა ის სამკაული თუ თმის სამაგრი. კარგია ბევრი ჩანთები.

  2. მე ჯინსის, ქურთუკის და მოკლედ, ყველაფრის ჯიბეში ვპოულობ ხოლმე :დ ხურდები სიმდიდრე ყელშიამოსული ადამიანივით მიყრია ყველგან :)))

    მოკლედ, ქუსლებსა და ჩანთებზე პოსტებიც წამაკითხე, არ ვკითხულობდი შენამდე 🙂

    • :))) ვახ, კომპლიმენტია ჩემთვის ეგ 🙂
      მე ყველაფერს ჩანთით ვატარებ, მაქსიმუმ ტელეფონი ჩავიდო ტანსაცმლის ჯიბეში.

  3. ჰერმესის ამბები არ ვიცოდი, მაგრამ გრეისი ერთი ტუტუცი ქალი იყო, რომელმაც გენიოსს კრა ხელი და გვირგვინს დახარბდა 🙂

    ჯინი სულ სხვაა ❤

    • არ ვიცი რამდენად სიხარბემ სძლია გრეისს, მაგრამ ფაქტია რომ ულამაზესი იყო 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s