გონება, გრძნობა და ორი ჰიუ

ზოგადად არ მიყვარს, არ მჩვევია ერთი ფილმის ორჯერ ნახვა, მაგრამ არსებობს ფილმები, რომლებიც იმდენად დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი, რომ აღარც მახსოვს. უფრო სწორად მახსოვს რომ მომეწონა, მაგრამ ვერ ვიხსენებ კონკრეტულად რა. შედეგად ხან გონება ჯობნის, ხან გრძნობა და ვრთავ ფილმს, რომელსაც ვგრძნობ რომ კარგია ანდა მისი ნომინაციებიდან გამომდინარე გონება მკარნახობს, რომ კარგი უნდა იყოს.

sense-posterოსკარი, სხვადასხვა კინოფესტივალის 31 ჯილდო და 29 ნომინაცია.

ეს არის ჯეინ ოსტინის მოთხრობის “გონება და გრძნობას”  (Sense and Sensibility) 1995 წლის ეკრანიზაცია.

ადაპტირებული სცენარი ამ ფილმისთვის ემა ტომპსონმა დაწერა და ფილმში მთავარი როლიც შეასრულა. ოსკარზე წარდგენილი იყო, როგორც ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის და საუკეთესო სცენარისთის და  ჯილდო ამ უკანასკნელში მიიღო.

ქალის მეორეხარისხოვანი როლისათვის ქეით უინსლეტი იყო ნომინირებული, მაგრამ ისევე როგორც 1998, 2002, 2005, 2007 წლებში, მან ეს ჯილდო ვერ მიიღო.

20 წლის ქეითმა შეუდარებლად შეასრულა მერიონ დეშვუდის როლი, რომელმაც დიდი იმედგაცრუება განიცადა სიყვარულში.

ფილმი არა მხოლოდ ნომინაციებით და ჯილდოებითაა დახუნძლული, არამედ ლამაზი კადრებით და კარგი მსახიობებით. ემა ტომპსონი, ქეით უინსლეტი, ტომ ვილკინსონი, ალან რიკმანი და ორ სხვა არანაკლებ კარგ მსახიობებზე ქვემოთ გიამბობთ.

sense and sensibility 1995

დები დეშვუდები

მამის გარდაცვალების შემდეგ ყოველგვარი ქონების გარეშე დარჩენილი სამი და ელეონორ, მერიონ და მარგარეტ დეშვუდები დედასთან ერთად შორეული ნათესავთან შეაფარებენ თავს, სტუმრებისთვის განკუთვნილ ღარიბულ სახლში. გოგონები, რომლების მანამდე ფუფუნებით ცხოვრობენ, სრულ სიღარიბეში აღმოჩნდებიან.

ფილმის სიუჟეტზე ბევრს არ მოგიყვებით. გოგონებს ჰყავთ კეთილმოსურნეებიც და მათ მიმართ მტრულად განწყობილებიც.

34058540903365483_drfuNlrM_b

ელეონორი და ედუარდი

ერთ-ერთი დადებითი პერსონაჟი, რომელიც ფილმის დასაწყისშივე ჩნდება არის ედუარდ ფერესი, რომლის როლსაც ახალგაზრდა ჰიუ გრანტი ასრულებს. ის ძალიან სწრაფად მოიგებს სამივე დის გულს და მაყურებლისას. განსაკუთრებულ ყურადღებას კი უფროსი დის მიმართ იჩენს. რაღაც დროის შემდეგ კი ელეონორი გაიგებს, რომ ედუარდი მის ახალ მეგობარზე, შარლოტა სტილზეა დანიშნული და მასზე დაქორწინებას აპირებს, მაგრამ…

ყოველთვის დადებით, რომანტიული, ცოტა სულელი  კაცის როლს ჰიუსავით ვერავინ ასრულებს.

ჯეინ ოსტინის დამახასიათებელია, რომ მის ნაწარმოებებში არ არსებობენ აბსოლუტურად უარყოფითი პერსონაჟები. შესაბამისად არც ფილმში არ არიან უარყოფითი გმირები, ვიღაცეები კი განსაკუთრებულ კეთილგანწყობას იმსახურებენ. მისტერ პალმერი და მისი მეუღლე სწორედ ასეთები არიან. მათი დახმარებით გოგონები ჯერ მაღალ საზოგადოებაში მოხვდებიან, შემდეგ ლონდონში წავლენ, იქედან დაბრუნებულ მერიონს კი, რომელსაც ციება დაემართება, მისტერ პალმერი სახლს დაუთმობს და მისთვის არაფერს იშურებს.

austen,movie,novel,sense,and,sensibility,hugh,laurie-d6e9806d915ce306453d27987b4f1ae2_h

მისტერ პალმერი

დიდხანს ვუკვირდებოდი მისტერ პალმერს.

მისი პერსონაჟი ენამახვილი და ირონიულია, მაგრამ ძალიან კეთილი. არა მხოლოდ ვიზუალურად მეცნობოდა და აი, უცებ განათდა.

ჰიუ ლორი!

დიახ, დიახ! ჩემი მეგობარი ექიმი ჰაუსი. ის მეორეხარისხოვან როლს, შეიძლება მეშვიდე ხარისხოვანსაც კი ასრულებს, მაგრამ  ჩემთვის პირველხარისხოვანია, სადაც არ უნდა ვნახო და მარტო ამ აღმოჩენისთვის ღირდა ბავშვობაში ნანახი ფილმის თავიდან ნახვა.

Advertisements

13 thoughts on “გონება, გრძნობა და ორი ჰიუ

  1. მე მიყვარს ბრიტანელი მწერლები, განსაკუთრებით ქალები, ბრიტანული კინო, მუსიკა, დახვეწილი და ზედმეტად გაწონასწორებული მსახიობები … ულამაზესი სასახლეები, პეიზაჟები, საერთოდ ჩემი ქვეყანაა, ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ ზედმეტად ნესტიანია და ამიტომ ვერ ვიცხოვრებდი დიდხანს.

    ოსტინი ჩემი თინეიჯერობის დროინდელი სიყვარულია 🙂

    • ჩემი ქვეყანაათქო ვერ ვიტყვი, თუმცა ბრიტანული კულტურა მეც მიყვარს. ოსტინის შემოქმედებამ ხო საერთოდ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს აზროვნებაზე :)))
      იუმორიც მიყვარს, თუ იუმორი ქვია ინგლისურ იუმორს :)))

    • მადლობა, მოლი 🙂
      ხანდახან მგონია, შენ თუ შემაქებ, ყველაფრის გაკეთებას შევძლებ 🙂

      • პირიქით 🙂 ყველაფერს რომ ძალიან კარგად აკეთებ და უგემრიელესი ბლოგი გაქვს, იმიტომ მომიხარია შენთან და ამ სიხარულსაც გიზიარებ 🙂

      • ოოო… 🙂
        შენი კეთილგანწყობა ჩემთვის დიდი წახალისებაა, რომ ხშირად ვწერო 🙂

  2. აუჰ, მეც ბავშვობაში მაქვს ნანახი, ძველ დროს, რუსთავი ორზე პირატულად გასული ფილმების სანახავად ღამეს რომ ვათევდი 😦
    კიდევ ვნახავ!

  3. მეც ძალიან გამიხარდა ამ ფილმში ექიმის დანახვა 🙂 მიყვარს ეს კაცი ❤ ჯეინიც ძალიან მიყვარს და ეს ფილმიც
    საერთოდაც მშვენიერი პოსტია

  4. მიყვარს ოსტინი და საერთოდ ვიქტორიანული ინგლისი 🙂 …და ორი ჰიუც, ოღონდ ექიმი ჰაუსი მხოლოდ მეორე ცდიდან ვიცანი 🙂

    • მეც ვერ ვიხსენებდი კარგა ხანს. დავიტანჯე გონება ვიღრძე, ორჯერ გადავახვიე :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s