ქორწილი კინოთეატრებში

“ჩემი ცოლის დაქალების” მორიგი სერიის დასრულების შემდეგ “ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის” დაანონსებას, ირაკლის ცოლი და მისი დაქალები ერთად განვიხილავდით. მოუთმენლად და დიდი ინტერესით ველოდებოდით 10 იანვარს და არა მარტო ჩვენ.

ირაკლიც კი, რომელსაც მიაჩნია რომ სულ ცოლის დაქალები აქვს კვირაში ორჯერ ეკრანზე და დანარჩენს დღეებში ლაივში, თანახმა იყო ჩვენთან ერთად წამოსულიყო კინოში და არც ცოლის რომელიმე დაქალის ნამდვილ ქორწილში წასვლაზე იტყვის უარს. 🙂

წლის მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ კვირაშიც კი გამოვნახე როგორღაც დრო.

738327_421561004579611_1137940848_oსტანდარტული დაგვიანებული რეგისტრაციის და ფილმის დაწყებამდე ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, მაინც დიდი ენთუზიაზმით ველოდებოდი რამე განსაკუთრებულს, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი სერია მივიღე, ოღონდ ხანგრძლივობით სამჯერ მეტი.

გაერთობი, იცინებ კიდეც, დანაღვლიანდები რაღაცეებზე, კატოს ადგილზე ყოფნაც მოგინდება, ტასუნას ჩახუტებაც, დიტოსაც გააიდეალებ, ლეილასაც განსჯი,ერთადერთი შვილის ქორწილში როგორ არ მიდის, დიტოს საქციელზეც გაბრაზდები, კატოსაც გაუგებ, მაგრამ ფილმიც ბოლოს ერთადერთი განსხვავებული რაც გაგახსენდება, არის ის რომ მარიხუანას ლეგალიზაციაზე დიდი ხაზგასმაა. დიტოს არგუმენტებთან კატოს არგუმენტები მასავითი უსუსურია. არავინ არ იცის მაპი რა არის, მაგრამ მისი მიღება ყველას ახარებს და დიდი ჩხუბს და აურ-ზაურს ავიწყებს და მთელი ქორწილის ხალხი დაბოლილია, გარკვეულწილად მაყურებელიც…

პირველად ჩნდება კატოს და ლიკუნას მამა გოგი კირვალიძე, რომელიც ძალიან ნაცნობი ტიპაჟია იმ გაგებით, რომ ყველას გვყავს მისი მსგავსი ბიძა ან ნაცნობი მაინც. მან მიატოვა ოჯახი და რუსეთში ცხოვრობს ვიღაც ლუდასთან, სხვა შვილიც ყავს და ცოლს დაშორებამდეც ღალატობდა, თუმცა მას ისევ სიყვარულს უხსნის და ეუბნება, რომ სინამდვილეში სულ ის უყვარდა. რა უნდოდა ერგემლიძეს პარლამენტში?! მშვენიერი სახასიათო პერსონაჟი შექმნა.

Untitledქორწილში ნახავთ ყველას, ვინც კი მანამდე ამ სერიალში გინახავთ. მხატვრულზე მეტად ეს დოკუმენტური ფილმია ქართული ქორწილის შესახებ. თანამედროვე პატარძლით, ჩოხაში გამოწყობილი სიძით და მისი მეჯვარეებით, რომლებიც თან შავ სათვალეს არ იშორებენ და გრძელი ლიმუზინით. ტრადიციული აურზაურით და კატოს ყოფილი ქმრით. ზუზუს პერსონაჟი ჩემი ფავორიტია. უკიდურესი ფეხებზემკიდია, ხურცილავაზე მეტადაც კი, რომელიც საოცრად უარყოფილი და შეურაცხყოფილი ტოვებს ქორწილს. თუ რატომ, თავად ნახეთ 🙂

Advertisements

10 thoughts on “ქორწილი კინოთეატრებში

  1. ჯობდა კინოს ელფერი არ მიეცათ. ზოგადად სერიალი ძალიან მიყვარს და სულ ვუყურებ-მაგრამ ფილმი, ჩემი აზრით კარგი ბიზნეს იდეა იყო და სხვა არაფერი

  2. ჯერ ვერ ვნახე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომეწონება – თუნდაც ქართული ქორწილის გაშარჟების გამო 🙂

    • არცაა გაშარჟებული. ყველაფერი რეალობასთან ახლოს, მე უარესებიც მინახავს ქართულ ქორწილში 🙂

  3. ძალიან მომწონს ეს სერიალი და საშინლად არ მომეწონა “კინოს” გადაღების იდეა.

    • ნუ მთლად ეგრეც არ არის.
      Sex and the City-ის შემთხვევაში ფილმებმაც გაამართლა 🙂

  4. ძალიან მომწონს კინოს გადაღების იდეა. აბა ქართულ კორწილს თავისი ყველაფრით როგორ ჩაატევდნენ მხოლოდ ერთ 30 წუთიან სერიაში? :)))) სამწუხაროდ თბილისში არ ვცხოვრობ და ახალწლებზე კი ვიყავი ჩამოსული მაგრამ კინოს ვერ მოვუსწარი. ხომ არ იცით dvd-ზე გამოსულია ან როდის დადებენ ქართულ ვებგვერდებზე? ვფიქრობ სანამ კინოში არ დამთავრდება, მანამდე არ გამოჩნდება გადმოსაწერად ინტერნეტში:)

    • ჯერ კინოთეატრებში გადის, შესაბამისად არც ინტერნეტში და არც დივიდი ვერსიები არ მოიპოვება. 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s