7 + 1 ფსიქოპათი

ფილმის შესახებ რომ დავწერო ან დიდი ხნის წინ უნდა მქონდეს ნანახი და ვიხსენებდე, ან ახალი ნანახი და ემოციების გადმოცემა მინდოდეს. რაზეც ახლა მინდა გიამბოთ, დიდი ხანი ვცდილობ აზრები დავალაგო, მსგავსება და პარალელები სწორად აღვნიშნო, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე.

ტარანტინოს სიყვარული ვახსენე თუ არა აქამდე, არ მახსოვს. თუმცა ჩემი ბლოგის სახელი ამაზე ხაზგასმაა. შოშანა “უსახელო ნაბიჭვრების” ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. არა, არა! ტარანტინოზე საუბარს არ ვაპირებ. ამჯერად!

seven-psychopaths10მე დავიწყებ და იქნებ რამე გამომივიდეს.

მარტინისიგან განსხვავებით, რომელიც სცენარს წერს და იდეები აკლია, მე მოზღვავებულ ემოციებს ვერ ვაყალიბებ. ერთი თვის მანძილზე მეოთხედ ვნახე რამდენიმე საათის წინ. საუნდტრეკები კი მუსიკალურ პლეერში მაქვს და მათ გარდა დიდი ხანია აღარაფერს ვუსმენ.

ეს არის მარტინ მაკდონაჰის პროვოკაციული ფილმი. ბევრად უფრო სასაცილო, ვიდრე მისივე გადაღებული “ბრიუგეში”, ცოტათი წააგავს ტარანტინოს სტილს, თუმცა “შვიდ ფსიქოპათს” და “მაკულატურას” ერთმანეთს არც შევადარებ. მაკდონაჰის ფილმშიც სასაცილო და მარტივი დიალოგებიდან საინტერესო აზრის გამოტანა შეიძლება.

seven-psychopathsშავი იუმორის მოყვარულსაც და სრულიად უფერულისასაც გაეცინება.

აქ არ სცნობენ სტანდარტებს და სტერეოტიპებს. თავისუფლად შეიძლება ესროლო ზურგში.
ცნობილ განგსტერს შეხვედრას რომ უთქვამ და ეუბნები, რომ უიარღოდ მოვიდეს, ის მართლაც ასე იქცევა.
როცა ადამიანს იარაღს უმიზნებ და ხელების აწევას თხოვ, ის ასე არ იქცევა, იმიტომ რომ არ უნდა.

Seven-Psychopaths-1-535x356შემოქმედებითი კრიზისის მქონე სცენარისტის როლს, ისევე როგორც მაკდონაჰის ოსკარზე ნომინირებულ ფილმში “ბრიუგეში”, მთავარ როლს კოლინ ფარელი თამაშობს. სცენარის დაწერაში მარტის ეხმარებიან მეგობარი ბილი, რომლის როლსაც სემ როკველი თამაშობს და მოხუცი ჰანსი, რომელიც ძაღლების გატაცებით და მათი პატრონებისთის გასამრჯელოს გადახდის სანაცვლოდ დაბრუნებით ირჩენს თავს.

კრისტოფერ უოლკენი ტარანტინოს “მაკულატურაშიც” შეგიძლიათ იხილოთ და კიდევ ბევრ კარგ ფილმში. სწორედ მისი გმირი, ჰანსი იტაცებს ცნობილი განგსტერის ჩარლის (ვუდი ჰარელსონი) ძაღლს და ეს ფაქტი ხდება ფილმში განვითარებული ძირითადი მოვლენების მიზეზი.

Seven-Psychopaths (1)ფილმში არ არსებობენ მეორეხარისხოვანი გმირები ან სუსტი მსახიობები.

მარტი თითოეული სიუჟეტის მთავარ გმირს ნომრავს, რის შედეგადაც იღებს შვიდი ფსიქოპათს, მაგრამ მე ერთი შენიშვნა მაქვს.

არ ვიტყვი, რომ მაკდონაჰს გამორჩა რამე. უბრალოდ მიმაჩნია, ჰანსის გატაცებული ჩარლის პატარა ძაღლი ბონი, არანაკლები ფსიქოპათია.

როგორც ბილი ერთ-ერთ დიალოგში ამბობს, ფილმში შეიძლება ქალი მოკლა და არა ცხოველი. ბონი ცოცხალი რჩება და ის მართლაც არსებობს, მასზე დეტალური ინფორმაციისთვის “ფეისბუქზე”  გვერდიც კი არსებობს.

ფილმის ნახვის შემდეგ აფიქსირებ, რომ სცენარი შენს თვალწინ დაიწერა, უფრო მეტიც ამ სცენარით გადაღებული ფილმი უკვე ნახე და მისი საუნდთრეკების ფონზე იწყებ ფიქრს. 🙂

Advertisements

13 thoughts on “7 + 1 ფსიქოპათი

  1. როგორ მიყვარს აქ კინო-პოსტების კითხვა ❤

    "უსახელო ნაბიჭვრებზეც" ხომ დაწერ, ბიბი? აუცილებლად დაწერე, რა… და შაბათ-კვირას დაამთხვიე 🙂 ჯერ შენს პოსტს წავიკითხავ და მერე ფილმს ვნახავ 🙂

  2. ძალიან ვისიამოვნე მეც, ინგლისურად კიდევ უფრო კარგია 🙂 ტარანტინოს გავს, მაგრამ თავისი გამორჩეული ხელწერა აქვს უკვე 🙂

  3. უფფ, გაიხარე, იმ დღეს მიქეს ეს ფილმი, მაგრამ მაინცდამაინც ვერ ვენდობოდი, თუმცა დამაინტერესა საწყალი მწერლის ამბავმა, მესმის რას ნიშნავს ძალიან გინდოდეს და ვერ წერდე :დ :დ ახლა მშვიდად ვნახავ :))

    • შენნაირი დეპრესიული არ არის, მაგრამ მაინც ნახე :)))
      რამდენჯერაც გაგეცინება, იცოდე, სამაგიეროს გიხდი, ჩემი აღელვებისთვის :)))

      • ჰაჰა :დ :დ უკვე დაიწყე სამაგიეროს გადახდა :დ აი, ბოლო პოსტი არ აგაღელვებს, სხვა რამეზეა :))

      • 🙂 რატომ, მე ხომ ვურევ ხოლმე სარკაზმს დრო და დრო :)) არც “მთვრალი ტრადიცია” და არც “სასაფლაოს გზის ამბები” არ არის ტკბილად და მათრობელად დეპრესიული :))))))

      • მე დეპრესიულობაზე კი არ ვაკეთებ ხაზგასმა, ხელებს ნუ მიფათურებთქო სულში 😦

      • ვიცი 🙂 მაგრამ ზოგჯერ ვცდილობ საზოგადოების დიდ ნაწილს ვუფათურო ხელები სულში, ოღონდ სულ სხვა რამეებზე ხაზგასმით 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s