ტობი მაგუიარი სპაიდერმენობამდე და შიშველი შარლიზ ტერონი

ჰომერ უელსი ობოლთა თავშესაფარაში იზრდება. მას სახელი ექიმმა ლარჩმა ჰომეროსის და უელსის საპატივცემულოდ დაარქვა.

the-cider-house-rules-original-e1318472215541ჰომერის შვილად აყვანაზე ერთმა ოჯახმა მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ ბავშვი არ ტიროდა, ხოლო მეორე ოჯახი ცემისგან სულ ტირილსი ამყოფებდა. სენტ-კლაუდის ობოლთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ექიმმა ლარჩმა მისი გაზრდა საკუთარ თავზე აიღო. ასწავლიდა ყველაფერს, რაც თავად იცოდა და ის იქცა სხვა ობლების და მარტოხელა დედების დამხმარედ და მეგობრად.

საკმარისია ერთხელ გაიღიმოს და გიყვარდება, მინიმუმ მის მიმართ დადებითად განეწყობი და რა გასაკვირია, რომ ახალგაზრდა მფრინავი ვოლი და მისი შეყვარებული ქენდისიც თუ მოიხიბლნენ  და თავისთან სამუშაოდ წაიყვანეს.

220px-Cider_house_rulesფილმს “The Cider House Rules” ქვია, მაგრამ რუსულად და ამის შედეგად ქართულადაც, ის რატომღაც თარგმნეს, როგორც  “მეღვინეების წესები”.

ჯონ ირვინგის ნოველის და მისივე ადაპტირებული სცენარის მიხედვითაა გადაღებული 1999 წელს და 2000 წელს 7 ნომინაცია ქონდა ოსკარზე: მხატვრობისთის, დეკორაციისთვის, რეჟისურისთვის, მუსიკისთვის, მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლისთვის და სცენარისთვის. სწორედ ბოლო ორ ნომინაციაში ერგო ჯილდო.

მაიკლ კეინს ექიმი ლარჩის როლისთის და ჯონ ირვინგს სცენარისთის.

ეს ფილმი სულაც არ გამოირჩევა მსახიობების უბადლო ოსტატობით. ისეთი სცენარია, არც ჭირდება პრინციპში.

ჰომერის როლს ტობი მაგუიარი თამაშობს, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე, ტოვებს თავის გამზრდელ ექიმ ლარჩს, მასზე უზომოდ შეყვარებულ ობლებს და ვაშლის მკრეფავი ხდება.

The_Cider_House_Rules_32063_Mediumუყვარს კინო, თუმცა მხოლოდ ერთი ფილმი “კინგ კონგი” აქვს ნანახი და უყვარდება ქალი, რომლის სხეული აჯადოებს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი ქალის სიშიშვლე უნახავს, თავისი სამედიცინო პრაქტიკისას.

the-cider-house-rules-charlize-theron-nudeარც არავის დატოვებს გულგრილს შარლიზ ტერონის სიშიშვლე ამ ფილმში. მისი არაერთი ფოტო მინახავს და თითქმის ყველა ფილმი, მაგრამ აქ უზადოა, უნაკლოა, შეუდარებელი.

ვაშლის მკრეფავების საცხოვრებელ კოტეჯში გაკრულია წესები, რომელთა წაკითხვა მხოლოდ ჰომერს შეუძლია, ხოლო მათი დაწერა მხოლოდ ისეთ ადამიანს, ვინც იქ არ ცხოვრობს, უშუალოდ არ ეხება გარემოებები და ამიტომ ამ წესების ყველა პუნქტი ირღვევა. ასე ხდება ცხოვრებაშიც.

6-cider-houseთითოეულმა ადამიანმა თავად უნდა შექმნას თავისი ცხოვრების წესები ყოველდღიურად, მთელი ცხოვრება და შესაბამისად იხელმძღვანელოს.

ამასვე ცდილობს ჰომერი, თუმცა ექიმი ლარჩი მის ცხოვრებაში კვლავ ჩნდება და მომავალს განუსაზღრავს, სავარაუდოდ უკეთეს მომავალს, ვიდრე ვაშლის მკრეფავობაა.

ჩემი თუ არ გჯერათ, თავად განსაზღვრეთ ფილმის ნახვის შემდეგ. 🙂

Advertisements

18 thoughts on “ტობი მაგუიარი სპაიდერმენობამდე და შიშველი შარლიზ ტერონი

  1. “თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა შექმნას თავისი ცხოვრების წესები ყოველდღიურად, მთელი ცხოვრება და შესაბამისად იხელმძღვანელოს.”

    absolutely so!

  2. ცოტა სენტიმენტალურ განწყობაზე ვიყავი და ორჯერ ვნახე ეს ფილმი, მახსოვს 🙂

  3. ექიმი ლარჩი არის ლაჩარი და სალახანა. რამდენჯერაც არ უნდა ვნახო ეგ ფილმი, იმდენი კბილებს ვაკაწკაწებ ბოლოს სიბრაზით. პირველად მგონი მე8 კლასში ვნახე ეგ ფილმი 🙂 მაგრამ მაიკლ კეინი მაინც მაიკლ კეინია ♥

    • გეთანხმები, არ არის დადებითი პერსონაჟი მთლად, მაგრამ კარგის კეთების მეტს არაფერს ცდილობს 🙂

      • ცდილობს კი, და გამოსდის, მაგრამ ბოლოს რა უბედურებაა? ან ცოტა ინფორმაცია მაინც გვქონოდა, რა აწუხებდა ასე უსაშველოდ, ან ეს სიკეთის კეთება მაგის გარეშე ვერ მოხდებოდა? მოკლედ ვცდილობ არ დავასპოილერო და იმბეცილის კომენტარი გამოდის :))

      • რაღაც მიზეზი ქონდა ალბათ.
        ხო ამბობს ჰომერზე ზრუნვა მოვალეობად მიმაჩნდაო და დანარჩენ ბავებზე ზრუნვა ჩემი სამსახური იყოო :))

  4. არ მიყვარს ეგ ფილმი. თუმცა იმდენად კარგი პოსტია რომ დამაფიქრა კიდევ ხომ არ ვუყურო მეთქი თუმცა საბედნიეროდ დროზე მოვეგე გონს და ვფიქრობ რომ დედამიწაზე არ არსებობს ძალა რომელიც მაგ ფილმს კიდევ ერთხელ მაყურებინებს. 😀

      • ერთხელ კი ვნახე თავის დროზე. დაჯე მეორედაც ვუყურე იმ განცდით რომ პირველ ნახვაზე რარაც გამომრჩა თუმცა მეორედ ნახვის შემდეგ მივხვდი რომ ვისაც არ უნახავს ბევრი არაფერი დაუკარგავს.
        ისე რას ვერჩი რატომ ცავაჯინდი ნეტავ… 😀

  5. არავინ იცის კარგია თუ ცუდი, როცა ისეთი ვინმე გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, ვინც შენს მომავალს განსაზღვრავს… ეშმაკმა უწყის, საით გადახრის შენი ცხოვრების კომპასის ისრებს :)))

  6. ერთერთი საუკეთესო ფილმია მათ შორის, რაც მინახავს… არც ოსკარების რაოდენობას, არც IMDB-ს რეიტინგს არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, როცა საქმე კარგ სცენარსა და კარგ ეკრანიზაციას ეხება…
    არასწორხაზოვანი და არაბანალური რომაა, ეს, ჩემი აზრით, ფილმის (ერთერთი) მთავარი ღირსებაა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s