მექსიკური შობის ვარსკვლავი

მეგობარს უნდა შევხვედროდი კოლმეურნეობაზე, ტრადიციულად აგვიანებდა და მეც დროის გასაყვანად ყვავილების ბაზრობისკენ გავუხვიე. იქ სეირნობა მირჩევნია “თბილისი მოლის” ან პეკინის მაღაზიების თვალიერებას.

კუთხეში ცოცხალ მცენარეებს ყიდის ერთი კაცი, მიუხედავად იმისა რომ არაერთხელ გვისაუბრია მცენარეებზე, მიყიდია რამდენიმე მათგანი და ბევრი რჩევა მიმიღია, სახელი არასოდეს მიკითხავს.

Poinsettia_treeახლაც გულთბილად მომესალმა. მე ჩემი იების მოწყენის ამბავი შევჩივლე, დამარიგა, ამიხსნა, მირჩია გულიანად, წითელ ფოთლიან ქოთნებს ულაგებდა კლიენტს სათუთად ყუთში. ეს მცენარე არაერთხელ მინახავს “გუდვილში” და “კარფურშიც” მოვკარი თვალი. სულ ხელოვნური მეგობა, ფერადი ქაღალდით გაკეთებული.

-რა ქვია მაგ მცენარეს?
-შენ ეს არ გაქვსო? – გაოცებულმა ეშმაკური ღიმილით გამომხედა.
– არაა.
– ახლა წადი. პუანსეტია მოძებნე ინტერნეტში და თუ დაგაინტერესოს გამომიარე მერე. ანდა მოიცა, მე მოგიყვები და შენ გადაამოწმე.
მექსიკაში ერთი ღარიბი გოგონა ცხოვრობდა. იქ შობას ტრადიციად აქვთ, რომ ტაძარში ახალშობილი ქრისტესთვის საჩუქრები მიაქვთ, ტბილეულობა, ძვირფასეულობა, ჩვენთან რომ იციან შესაწირები, აი, ეგრე. ჰოდა, ამ გოგოს არაფერი არ ებადა და რცხვენოდა ხელცარიელი მისულიყო ეკლესიაში. შობის წინა ღამით მას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ თავის ეზოში მდგარი ხის ტოტები დაეკრიფა და ის მიერთმია ახალშობილი ქრისტესთვის.
გოგონა ასეც მოიქცა. ტაძარში კი სასწაული მოხდა, მწვანე ფოთლები მოულოდნელად კაშკაშა წითელი გახდა.
მას შემდეგ დამკვიდრდა ტრადიცია ამ მცენარით შობის მილოცვისა.

images (1)მართლა გაოცებული დავრჩი. ალბათ სახეზეც მეტყობოდა. ამასობაში მეგობარმა დამირეკა, თან საფულეშიც არაფერი მედო, გამოვემშვიდობე და წამოვედი.

სახლში მისვლისთანავე, პირველად Facebook კი არა Google გავხსენი და პუანსეტიაზე ინფორმაციები მოვიძიე.

თურმე არამარტო მექსიკაში და ამერიკის კონტინენტზე, ევროპაშიც გადმოუღიათ ეს ტრადიცია, ოღონდ შობის შემდეგ ამ მცენარეს აგდებენ და ძალიან ცდებიან.

Flor de Noche Buena მექსიკელებისთვის, ხოლო ბოტანიკოსები მას Euphorbia pulcherrima უწოდებენ, ბოტანიკოსმა ჯოელ რობერტს პუანსეტმა შეისწავლა და გამოიკვლია და საბოლოო სახელწოდებაც სწორედ მისი გვარის საპატივცემულოდ მიენიჭა.

DSC07703

ჩემი პუანსეტია

მეორე დღესვე წავედი კოლმეურნეობაზე. 15 ლარი გადავიხადე ამ მშვენებაში და ავტობუსში უამრავი ადამიანის დარწმუნება დამჭირდა იმაში, რომ ხელოვნური არ იყო.

მცენარე ადვილი მოსავლელია. უყვარს სითბო და სინათლე. საკმარისია 12 საათით სიბნელეში მოათავსოთ, მისი ფოთლები ფერს შეიცვლის. ფოთლები, რომლებზეც სინათლე ნაკლებად ხვდება, მწვანეა.

უნდა მორწყოთ მაშინ, როცა მისი ფოთლდები ოდნავ მოიწყენს და მიწა სულ გაუშრება. გაზაფხულზე ყლორტები უნდა გადაჭრათ 10-12 სმ-ით და მათ ადგილზე ახალი და ჯანსაღი ფოთლები ამოვა.

ყვავილსაც იკეთებს. პატარა ყვითელ ვარსკვლავივით ყვავილებს, მაგრამ მისი მთელი ხიბლი წითელი ფოთლებია.

მართალია, შობა უკვე ჩავლილია, მაგრამ პუანსეტია ნებისმიერ დროს დაამშვენებს სახლს. 🙂

Advertisements

21 thoughts on “მექსიკური შობის ვარსკვლავი

      • პოსტისთვის მჭირდება საანკეტო მონაცემები თქო 🙂 სახელსაც გაიგებ, გვარსაც, ასაკსაც და ცოლ-შვილს ამბებსაც :))))

  1. რა ლამაზია მართლა, ხშირად შემხვდრია ქუჩაში ბოდიალისას გასაყიდად დდაგმული.

  2. ჰოდა ჩემო კარგო კარფურში 10 ლარი ღირს 🙂 ასე რომ 5 ლარი იზარალე მოლში სეირნობა რომ არ გიყვარს – მაგიტომ 🙂

    გადაგდებით არ აგდებენ, უბრალოდ ძაააააააააან ძნელი მოსავლელია. უფრო სწორად – მოვლა არაა ძნელი, ძნელია რომ ზუსტად შობისთვის აყვავილდეს. ძაან დიდი ჩალიჩი უნდა და მთელი ამბები. თორემ ავარსკვლავდება ნოემბერში ან აპრილში ან სულაც აგვისტოს 🙂

    • კარფურში უფრო პატარებია, ლორდ. 🙂
      ნებისმიერ დროს მომწონს და სულ ერთია როდის ავარსკვლავდება, ამიტომ ვუვლი და მშვენივრად გამოიყურება.
      სტუმრებსაც აოცებს.
      კარფური ისე შორია, სეირნობა კი არა ექსკურსიაა ჩემთის და ერთადერთ დასვენების დღეს ვერ გავწირავ :))

      • დავატოლოთ ვარსკვლავები?
        ჩემიც ეგეთი, როგორიც შენი იმავე ქოთანში და კარფურიდანაა 🙂

        შობაზე რომ ავარკვლავდება უფრო ასწორებს, თორემ მამენტ საპირველმაისოდაც შეიძლება. 🙂

      • ჰო, კაი, ჯანდაბას 5 ლარი 😀
        კარფურში გასვლა უფრო მეტი დამიჯდებოდა :))

  3. შობის ვარსკვლავი დღეს უკვე 7 ლარი ღირდა კარფურში 🙂
    info. updated 🙂

  4. მეც შვიდად ვიყიდე ქუჩაში :))) ადვილი მოსავლელიაო, დამარწმუნა გამყიდველმა, თორემ ჩემნაირი უხეირო მომვლელისთვის ცოდოა ყვავილები 😦

  5. ხალხო მიშველეთ ხმება ჩემი ვარსკვლავი, ჩამოყარა ფოთლები და ცვივაა:(( მირჩიეთ რამეე :((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s