და და და ანუ როცა დები ვხდებით

თავდაპირველად ტანსაცმელი რომელიც მე მიპატარავდებო-და, მას აცმევდნენ. მერე ორივეს ერთი ზომა გვერგებო-და და მაინცდამაინც იმას იცმევ-და, რისი ჩაცმაც მე მინდო-და და მეც იგივენაირად ვიქცეოდი.

22440dbf87bbda7d46c1cf11caede57cმერე დრო გავი-და.
ისე მალე, რომ ბევრი ჩხუბი მოვასწარით და უფრო ნაკლები სითბოს გამოხატვა ერთმანეთის მიმართ.

მიუხე-და-ვად იმისა, რომ ჩემს ტორტზე ყოველთვის ორი სანთლით მეტი ანთია, ვიდრე მისაზე, ის ჩემზე ორი თავით მაღალია, ორი ზომით დიდ ტანსაცმელს იცმევს და ჩემზე კარგი ტიპია, ორჯერ კი არა, ასჯერ მეტა-და-ც კი.

უყვარს ყველას და მე განსაკუთრებულად.

ის ჩემი დაა უკვე 22 წელია და მეც შესაბამისად იმდენივე წელია იგივე სტატუსს ვატარებ.

სიტყვა “და” ორი მნიშვნელობით გამოიყენება ქართულ ენაში, როგორც გრამატიკული კავშირი სიტყვებს შორის და როგორც უახლოესი ნათესაური კავშირი ა-და-მიანებს შორის. ის ჩემი ცისფერთვალება და ლამაზღიმილიანი კავშირია მთელ სამყაროსთან, რომელიც ჩემი ოჯახით იწყება.

aec366d9ceccfb59d0760eaf39e22537არ არსებობს დისთვის დაზე უფრო ახლობელი, დაზე უფრო კარგი მეგობარი. გამონაკლისები ყველგანაა, მე კარგ დაზე ვსაუბრობ. 🙂

რაც დრო გადის და ასაკით უფრო დი-დები ვხ-დები-თ,  დები ერთმანეთის გასაჭირსაც და სიხარულსაც უთქმელად ვხვ-დები-თ.

პ.ს. ეს ტექსტი რამდენიმე დღის წინაა დაწერილი.

ვერა და ვერ დავასრულე. არა-და რაც ზემოთ წერია, ის ერთი ამოსუნთქვით და-ვწერე, მაგრამ უფრო მეტის და კარგის თქმა მინდო-და დაზე და განსაკუთრებით ჩემს დაზე 🙂

პ.პ.ს იმეგობრეთ დებთან. დას ყველაფერი შეუძლია გააკეთოს უანგაროდ, დაუზარებლად, დიდი სიყვარულით. ნებისმიერ დროს შეგიძლია დაურეკო, მიხვიდე, ჩაეხუტო.

ჩემს შემთხვევაში ჩემი და ჩემი სიმდიდრეა, ჩემი სიამაყე, ჩემი იმედი და ნავსაყუდელი. 🙂

 

Advertisements

17 thoughts on “და და და ანუ როცა დები ვხდებით

    • იმ დღეს დავიწყე წერა და დრაფტებში დასაობებლად დამენანა 🙂
      თორე უფრო მეტის დაწერას ვაპირებდი და მერე გამიფრინდა :))

  1. მეც მყავს და, 1 წლისთ უმცროსი და მეც ძალიან მიყვარს მაშინ, როცა ძინავს ;დ

  2. ჩემი დები ჩემი სიმდიდრეა, სიხარული და სიყვარულია, მზრუნელობაა. ბავშვობა და ახალგაზრდობაა, მონატრებაა, ტკბილი მოგონებებია. როგორ მიყვარს ჩემი დაიკოები.

  3. სამწუხაროდ დედისერთა ვარ :დ
    ოღონდ და არასდროს მნდომებია, დედიკოს და მამიკოს გოგოს სტატუსს ჩემნაირი ეგოისტი ვერ დათმობს. სამაგიეროდ მთელი შეგნებული არსებობის განმავლობაში მსურდა მყოლოდა უფროსი ძმა 🙂 ეჰ 😦

    • ჰო, ეგ იმიტომ რომ დის მუღამი არ იცი :))
      აი, მე დაც მყავს და ძმაც, მაგრამ და სულ სხვააა ❤

  4. მაშ, ორი ზომით დიდ ტანსაცმელს ხომ? უ)
    ეს ქალები რა ხართ რა. დები იყოთ თუნდაც 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s