სპეციალურად ვივიენ ვესტვუდისგან

რამდენიმე დღის წინ NET-A-PORTER-ს ვათვალიერებდი და როცა ამ კაბას გადავაწყდი, ჯერ თვალები დავხუჭე, მერე ისევ გავახილე, მერე კარგად მოვიფშვნიტე და დიდი ხანი დამჭირდა იმის დასაჯერებლად, რომ ეს ნამდვილად ვივიენ ვესტვუდის ცნობილი საქორწილო კაბა იყო, რომელიც კერი ბრედშოუს თავის გრანდიოზულ ქორწილში ეცვა.

carrie-bradshaw-vivienne-westwood-bride-dressქორწილის დეტალები არავის ახსოვს. პრინციპში ქორწილი ჩაიშალა, თუმცა არ მეგულება არცერთი მაყურებელი, რომელსაც ეს სერია არ დაამახსოვრდა, კერის განუმეორებელი კაბით, თმაში გარჭობილი ლურჯ-მწვანე ბუმბულით და მისტერ ბიგისთვის დამსახურებულად თავზე გადამტვრეული თაიგულით.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ VOGUE-ის ცნობილმა ჟურნალისტმა კერი ბრედშოუმ, როგორც იქნა დაქორწინება გადაწყვიტა და თუ ადრე თავად გასცემდა რჩევებს მოდის ტენდენციებზე, ახლა სხვების კონსულტაციებით ცდილობდა მისი ქორწილი გამორჩეული ყოფილიყო, განსაკუთრებით კი საქორწილო კაბა. (საქორწილო თუ საქორწინო??? )

კერისთვის დიდი და სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როცა ამანათი თავად ვივიენ ვესტვუდისგან მიიღო მისალოცი ბარათით და ექსტრავაგანტული კაბით, რომელიც დიზაინერის 2007 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციიდან იყო. თავად ვესტვუდი აღნიშნავს, რომ სერიალმა ამ კაბას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.

მისი ფასი £11,000 იყო და 6 თვის მანძილზე იკერებოდა. ამჟამად კი NET-A-PORTER-ზე მისი ოდნავ სახეცვლილი, მოკლე ვარიანტის შეძენა 30%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ.

MCDSEAN HC002ფეხსაცმელების “მანიაკ” კერის ფეხზე კრისტიან დიორის ასევე სპეციალურად ფილმისათვის შექმნილი სვაროვსკის თვლებით გაწყობილი დახვეწილი მაღალქუსლიანები ეცვა.

და ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჩემთვის, მისტერ ბიგის თავზე საშინელი ქარიშხალივითი დატეხილი საქორწილო თაიგული, რომელიც თეთრი და კრემისფერი ვარდების და გარდენიებისგან კრემისფერი ლენტით იყო შეკრული. ის ნიუ-იორკში ცნობილმა ფლორისტმა მაიკლ დევისმა რა თქმა უნდა სპეციალურად კერის ბრედშოუსთვის შექმნა.

კაბა არ იქნებოდა ისეთი დასამახსოვრებელი, რომ არა კერის ერთი ორიგინალური აქსესუარი, ფატა ლურჯ-მწვანე ბუმბულით. ეს დეტალი თავად მსახიობმა დაამატებინა ცნობილ დიზაინერ Selia Yang-ს სქეციალურად ვესტვუდის კაბისთვის შექმნილ ფატაზე, რომლის ღირებულება 5000 დოლარი იყო.

DSC07881 modifiedეს ბუმბული ჩემში ყოველთვის აღფრთოვანებას და უსაზღვრო მოწონებას იმსახურებდა და მეგობრებთან აღმნიშნავს არაერთხელ.

ჰოდა, დღეს განსაკუთრებული საჩუქარი მივიღე. კერის ბუმბულის მსგავსი, ოდნავ პატარა ლურჯ-მწვანე საოცრად ელეგანტური და ორიგინალური გულსაბნევი, რომლის თმაში ჩამაგრებაც შეიძლება და ჩემი სახლის ლიფტის სარკეშივე დავიმშვენე თმა განსაკუთრებულად სასიამოვნო საჩუქრით. 🙂

ერთი სული მქონდა სახლში მოვსულიყავი და საჯაროდ გამომემზეურებინა.

მომიტევეთ ფოტოს ცუდი ხარისხისთვის და უსაზღვროდ დიდი მადლობა მაიკოს და ქეთის 🙂

Advertisements

6 thoughts on “სპეციალურად ვივიენ ვესტვუდისგან

  1. მშვიდობაში, ბიბი, ძალიან საყვარელია 🙂
    რაც შეეხება კაბას არ მომწონს 😦 გაბერილ, თეთრ კარავს გავს :(სამაგიეროდ თაიგული იყო ელეგანტური და ელეგანტურადვე დაემხო მისტერ დიდს თავზე :დ

    • აი, როგორც უახლოესი დაქალები, ისე მომენატრებიან ხოლმე :))
      მადლობა, თამ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s