UMA2RMAH, უმა თურმანი და ტარანტ(კ)ინო

გუშინ საღამოს თბილისის “ივენთ ჰოლში”  Uma2rmaHმა შეასრულა თუ არა ჩემი უსაყვარლესი სიმღერა “Ума Турман” არ ვიცი. მაგრამ მე მთელი საღამო ვღიღინებდი:

Uma2rmaH

Uma2rmaH

“Я так ждала тебя, Вова” და სერგეი, მაგრამ იმ ფაქტმა რომ გამოცდების მაქვს, ბეევრი სამეცადინო, რამდენიმე დღით ადრე გავიგე თქვენი ჩამოსვლის ამბავი , ბილეთ(ებ)ს ვერ ვიშოვიდი და ფულიც ფაქტობრივად აღარ მაქვს, შემიშალა ხელი რომ მოვსულიყავი. ვაღიარებ, მხოლოდ ბოლო მიზეზი იყო, დანარჩენები მრავალფეროვნებისთვის მოვიყვანე. 🙂

უმა თურმანი

უმა თურმანი

ძმებმა კრისტოვსკებმა 2003 წელს შექმნილ ჯგუფს, სახელი საყვარელი მსახიობის უმა თურმანის საპატივცემულოდ რომ დაარქვეს, ძნელი მისახვედრი არაა და არც ისაა გასაკვირი, ერთი სიმღერა სწორედ მას რომ მიუძღვნეს. აი, ის რომელიც მე უკვე ვახსენე და ახლაც ცალი ყურით ვუსმენ. ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ ამ სიმღერის ტექსტში უმა კვენტინს ახსენებს.

ტარანტინოს და თურმანის გზები ბევრად ადრე გადაიკვეთა, როცა “ცოფიანი ძაღლების” წარმატებული დებიუტით სახელგანთქმულმა კვენტინმა, თავის ახალ ფილმში “მაკულატურა” მია უელასის როლი შესთავაზა.

Pulp-fiction1ქერა უმა ამ ფილმში განგსტერ მარსელა უელასის შავთმიანი ცოლის როლს თამაშობს. არაფერს იკლებს და არც პრობლემებს აკლებს სხვებს.

ფილმის სიუჟეტზე მე არაფერს მოვყვები. ვერ წარმომიდგენდი, როგორ შეიძლება ნანახი არ გქონდეს. IMDB რეიტინგში 9,0 ქონაც საკმარისია იმისთის, რომ აუცილებლად ნახო და ერთხელ ნახვა საკმარისია იმისთვის, რომ მისი პერსონაჟები, სცენები, დილოაგებიდა მუსიკა გონებიდან ვეღარ ამოიშალო.

სიუჟეტები ქრონოლოგიურად არ არის დაწყობილი. ეს მაყურებლის პრეროგატივაა.

მარსელას უელასი (ვინგ რეიმსი) თავის ხელქვეითებს ჯულს (სემუელ ელ ჯექსონი) და ამსტერდამიდან ახალდაბრუნებულ ვინსენტს (ჯონ ტრავოლტა) თავისი კუთვნილი ქეისის დაბრუნებას ავალებს, რომელშიც რა დევს ფილმის ბოლომდე ვერ გაიგებ. მოგვიანებით კი ვინსენტ ვეგა მარსელასის ქალაქში არ ყოფნის დროს მიას პარტნიორობას უწევს.

არა, არა. მართლა არ გამომდის. ეს უნდა ნახო. უნდა ნახო ტვისტის დაუვიწყარი სცენა.

მერე იყო “Girl You’ll Be a Woman Soon” და ვინსენტის დიდი განსაცდელი გადაერჩინა მიას და საკუთარი სიცოცხლეც, თურმანის მოყოლილი ანეკდოტი სამ პომიდორზე და ტრავოლტას საოცარი ჰაეროვანი კოცნა მი(ა)სადმი.

wallpaper resevoir dogsჯულსის და ვინსენტის დუეტზე ბევრ არ ვიტყვი. მათი გამოჩენის პირველივე წამებიდან იწყება საოცარი დიალოგები. წლების შემდეგ ვინსენტის ფრაზები ფილმის საფირმო ციტატებად იქცა.

ტარანტინოს წინა “ცოფიან ძაღლებსა” და “მაკულატურას” შორის ბევრი კავშირია. თუნდაც ის რომ ვინსენტ ვეგა ვიქტორ ვეგას ძმაა. ორივე ფილმში ვხვდებით “Big Kahuna” ბურგერებს. ქეისი რომლის შიგთავსსაც “მაკულატურაში” ვერ ვნახულობთ, “ცოფიანი ძაღლებიდანაა”.

ტარანტინო, როგორც ეს მას ჩვევია, ამ ფილმშიც ითამაშა როლი. თავდაპირველად ის ლენსი უნდა ყოფილიყო, რომელმაც მია სიცოცხლეს გადაარჩინა, თუმცა საბოლოოდ მან ჯიმის როლზე შეაჩერა არჩევანი, რომელსაც საოცრად ეშინია ცოლის შინ დაბრუნების და ჯულს და ვინსენტს თხოვს სასწრაფოდ მოაშორონ მისი გარაჟიდან გვამიანი ავტომობილი.

სცენარი ტარანტინომ თავად შექმნა სპეციალურად ამ ფილმისთის და ზოგიერთი პერსონაჟი სპეციალურად გარკვეული მსახიობებისთვის.

ფილმმა ოსკარზე 1994 წელს სამი ნომინაცია მიიღო და მხოლოდ საუკეთესო სცენარში მოიპოვა ჯილდო.

იმდენ დეტალზეა გასამახვილებელი ყურადღება, შეიძლება ბევრი რამე გამომრჩეს.

ბუჩის (ბრიუს ვილისი) მამის საათის ისტორია, რომელსაც მას კაპიტანი კუნსი (კრისტოფერ უოკენი) მოუყვება, შემდგომში ვინსენტისთვის საბედისწერო აღმოჩნდება. სწორედ ამ საათის ასაღებად ბრუნდება ბუჩი, რომელმაც მარსელასის გადააგდო და რინგზე მოწინააღმდეგეს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. უცნაურად ჩაცმული ვინსენტი და ბუჩი მანამდეც ხვდებიან მარსელასის ბარში ერთმანეთს.

მოკლედ, სანამ მეც რამე ამირევია, მათთვის ვისაც სიუჟეტი აერია ან თვლის, რომ ზედმიწევნით ყველაფერი კარგად დაალაგა, ამ სქემაზე ზედმიწევნით კარგად ჩანს თუ რომელი სცენა რომლის ჩემდეგ ვითარდება ქრონოლოგიურად.

PulpFictioninChronologicalOrder_4fab4571757f2_w1163

Advertisements

17 thoughts on “UMA2RMAH, უმა თურმანი და ტარანტ(კ)ინო

  1. “კაცმა არ იცის რა დევს ქეისში” ტიპის რაღაცებს, მგონი, Mucguffin-ს ეძახიან კინოინდუსტრიაში 🙂 ანუ რაღაც, რისკენაც ისწრაფვიან მთავარი გმირები 🙂
    ჰოდა, ეს ვინსენტი და უცნობშიგთავსიანი ქეისი “Ronin”-შიც არის, ეტყობა, გადმოიღო რეჟისორმა 🙂
    ისა და… მე არ მაქვს Pulp Fiction ნანახი 🙂

  2. არ ვგიჟდები მაგრამ მომწონს ეს ფილმი 🙂 Son of a preacher man-ის გამო მაინც მომეწონებოდა, უმა, ტარანტინო და ტრავოლტა-ჯექსონის დუეტი ცალკე საკითხია, როტიც მაგარია… კარგი პოსტია ❤

    • საერთოდ საუნდთრეკები განსაკუთრებულად კარგი აქვს ამ ფილმს და ზოგადად ტარანტინოს ფილმებს 🙂
      მადლობა შეფასებისთვის. 🙂

  3. მიყვარს ეს ფილმი და ტარანტინოც მიყვარს და ერთი იქნება, თავისუფალ უიქენდს მოვიგდებ ხელთ და კინო=ატრაქციონს მოვაწყობ, რაზეც ხელი მიმიწვდება, ყველა ტარანტინოს ვნახავ გადაბმულად.

    შენ დაუდრაფტავად და დაუედითებლად უნდა წერო, ანუ. თან, საოცარ უდროობაში.

    უმათურმანსაც სიამოვნებით ვუსმენ.

  4. საკმაოდ კარგი რეჟისორია ტარანტინო, განსაკუთრებით დამახასიათებელი ძალადობასთან დაკავშირებული სიუჟეტებით, მაგრამ ამ ორ ფილმზე მეტად, რაც ახსენე “უსახელო ნაბიჭვრები” მიყვარს. გამიხარდა მელანი ლაურენტი რომ დავინახე შენ ბლოგზე, ეს ფრანგი გოგო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გმირია კინოდან.

    • სახელიც მაგ ფილმის მიხედვით მაქვს აღებული :)))
      ჩემი უსაყვარლესი ფილმია, რომელზე პოსტის დაწერასაც ვერა და ვერ მოვაბი თავი.

    • და იგივე ნომინაციაში, იგივე რეჟისორთან და ჩემი აზრით ლეომ უფრო დასამახსოვრებელი ტიპაჟი შექმნა. 🙂

      • ლეონარდო კარგი იყო. კი. ვერ ვუარყოფ.
        არადა, პირველად რომ გამოჩნდა ერთი კუანა მსახიობი მეგონა, მაგრამ სქორსეზეს ხელში მართლა მაგარ მსახიობად იქცა…

        თუმცა, ვალცმა დამსახურებულად აახია ოსკარი. იგივე ნაბიჭვრები რა იქნებოდა ვალცის გარეშე? , არც არაფერი. 🙂

        აი ჯანგოს ვინც თამაშობს ეგ ტიპი კიდევ არაფრად ვარგა. ეგეთი იაღლიში არ მოსვლია აქამდე. ნორმალური შავკანიანი მსახიობი დაილია ჰოლივუდში?.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s