“Never Let Me Go”-მ რა ჰქმნა?!

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, როცა მედიცინა ძალზედ განვითარდა და ადამიანების სიცოცხლის საშუალო ასაკმა 100 წელს მიაღწია, ინგლისის ერთ-ერთ პანსიონატში ჰეილმში ბავშვებს მომავალ დონორებად ზრდიდნენ. ისინი იზრდებოდნენ იმისთვის, რომ მომავალში მათი ორგანოებით სხვების სიცოცხლე გაეხანგრძლივებინათ.

neverletmegoჰეილმის მკვიდრი სამი ბავშვის: ქეითის, რუთის და ტომის შესახებ წერს იაპონური წარმოშობის ინგლისელი ნოველისტი კაცუო მიშიგურო თავის მოთხრობაში “არასოდეს მიმატოვო” (Never let me go). 1989 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი ავტორი 2004 წელსაც იყო ამ მოთხრობისთვის ნომინირებული.

დრამატული და შოკისმომგვრელი სიუჟეტი არც კინოსამყაროში დარჩენიათ შეუმჩნეველი. 2010 წელს რეჟისორმა მარკ რომანეკმა გადაიღო იმავე სახელწოდების ფილმი, სადაც მთავარ როლებს კირა ნაითლი, კერი მულიგანი და ენდრიუ გარფილდი ასრულებენ. ფილმმა ევროპულ კინოსამყაროში დიდი მოწონება დაიმსახურა.

Never-Let-Me-Go-movie-poster-1 (1)პანსიონატის მკვიდრი ბავშვები სპეციალური მონეტებით მათთვის სასურველ ნივთებს ყიდულობენ. ტომი ქეითისთვის ყიდულობს მუსიკალურ კასეტას, რომელზეც ჩაწერილია ჯუდი ბრიჯვოთერის სიმღერა “Never Let You Go“. სწორედ მას უსმენს ტომზე შეყვარებული ქეითი მთელი ისტორიის მანძილზე, ხოლო ტომი მის საუკეთესო მეგობარს რუთს ხვდება.

ერთხელ ტომი უყვება ქეითს, თუ ორ დონორს ერთმანეთი შეუყვარდებათ და ამის შესახებ განაცხადებენ, მათ 3-4 წლით მეტხანს სიცოხლის უფლებას აძლევენ. ქეითი ინტერესდება, აპირებენ თუ არა ტომი და რუთი ამის გაკეთებას. ტომი არ პასუხობს.

მალე წყვილი ერთმანეთს შორდება. ქეითი სხვა დონორების მომვლელობას იწყებს და სამი მეგობრის გზები 10 წლის მანძილზე აღარ გადაიკვეთება, სანამ ქეითი მოულოდნელად სრულიად დაუძლურებულ რუთს არ გადაეყრება, რომელიც უკვე ორჯერ გახდა დონორი და მესამე ჯერზე სურს სიცოცხლე შეწყვიტოს.

never_let_me_go_andrew_garfield_carey_mulligan_keira_knightley.jpgგოგონები გადაწყვეტენ გაიხსენონ ბავშვობა და ტომი მოძებნონ.

რუთი მესამე და საბოლოო სუროგაციამდე ტომს და ქეითს აძლევს იმ მისამართს, სადაც შეყვარებულ წყვილს სიცოცხლის დამატებითი წლების მინიჭების მიზნით შეუძლიათ მიმართონ.

ფილმის ნახვის შემდეგ წავიკითხე მოთხრობა. პირიქით რომ მექნა, მეეჭვება რამე განსხვავებული ემოცია მქონოდა. ან სასოწარკვეთილი ტომის ყვირილი წარმოდგენა შემძლებოდა უკეთ.

ამ ფილმს არ აქვს ჰეფი ენდი., მაგრამ პირველივე წუთებიდან ეგუები მოსალოდნელ დასასრულს, როგორც ქეითი შეეგუა თავისი გარშემომყოფების სიცოცხლის დასასრულს.

Advertisements

15 thoughts on ““Never Let Me Go”-მ რა ჰქმნა?!

  1. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ფილმი წიგნს არ ჩამოუვარდება…

    • იაპონელი არცაა. 5 წლიდან ინგლისში ცხოვრობს მშობლებთან ერთად და მხოლოდ 1989 წელს ჩავიდა პირველად იაპონიაში 🙂

  2. არა მე წიგნი უფრო მომეწონა, ფილმში რაღაც დეტალები ძალიან პირდაპირ გადმოლაგებული მომეჩვენა, მაშინ როცა წიგნში მაგას უნდა მიხვდე
    პოსტი – სუპერ!

  3. წიგნი არ ვიცი და ფილმი ძალიან რაღაცნაირი იყო ჩემთვის, მძიმე? აი რავიცი მძიმე და მოღუშული, ოდნავ გაწელილი, რომელმაც ისე სულაც არ გამაგიჟა, როგორც ველოდებოდი.. [ველოდებოდ ირადგან ყველა აქებდა დიდიან პატარიანად]

    • გაწელილის რა მოგახსენო, მძიმე არის კი 🙂
      არ ვიცი რა მოლოდინები გქონდა, მაგრამ ფილს არ დაეწუნება 🙂

  4. ძალიან მომწონს ფილმი. ჯერ კიდევ მაშინ ვნახე, როცა კონკიას ისტორიებს და რაღაც საშინელებებს ვუყურებდი.(სახელმა მომატყუა, მგონი) საერთოდ ამ ფილმმა შემაყვარა კინოთეატრის ბოლო რიგებში “გდება” ყოველ პარასკევ საღამოს რამე არაჩვეულებრივის ყურება.
    ჰო, ერთი-ორი თვის წინ წიგნიც წავიკითხე და ყველას ვეთანხმები- ფილმმა უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რამაც მე თვითონ გამაკვირვა, შეიძლება იმიტომ, რომ ჯერ ფილმი ვნახე და მერე წიგნი წავიკითხე… არ ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა :))

  5. Pingback: სამხრეთით საზღვრებისგან, მზისგან დასავლეთით | შოშანას კონტროლის ზონა

    • უკვე კი. ლიტერატურულ პალიტრაში იბეჭდებოდა და მგონი გამოიცა წიგნადაც

  6. მე, როგორც ყოველთვის, ჯერ წიგნი წავიკითხე და მერე ფილმი ვნახე. არ ვიცი თარგმანის გამო მოხდა თუ არა, მაგრამ გემო ვერ ჩავატანე, ტანჯვით ჩავიკითხე ბოლო ფურცლები. მაგრამ ფილმი ძალიან, ძალიან მომეწონა. საოცარი მსახიობები არიან -კირა ნაითლი, კერი მალიგანი და ენდრიუ გარფილდი: )) ენდრიუს ყვირილი, სიმღერა და ბოლო კადრები- ის რაც არასდროს დამავიწყდება: )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s