ვახშამი ტიფანისთან, ოსკაროსანი ჯენიფერი და ნიკოლსონის კომპლიმენტი

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვედრაზე სულ გია ფერაძის ფრაზა მახსენდება ფილმიდან “არასერიოზული კაცი” : – ის, ჩვენი მეზობელი რომ არის, დარია თუ ავდარია… აი, მაგისთანების წყალობით მოვხვდი ფსიქიატრიულ კლინიკაში.

bradley-jennifer-silver-linings1პატრიციო სოლიტანო ან უბრალოდ პეტი ფსიქიატრიულში მოხვდა, ოღონდ ცოლის ღალატზე წასწრების გამო. მიუხედავად რვა თვიანი მკურნალობისა, სტივ ვანდერის “My Cherie Amour” , რომელიც მის ქორწილს და შემდეგ ღალატის სცენას ფონად გასდევდა, იმდენად შეძულდა, მის გაგონებას მარტივად გამოყავს წყობიდან.

ის მშობლების სახლში ბრუნდება და თავისი ემოციური შეტევებით მათ მოსვენებას უკარგავს. მამის როლს რობერტ დე ნირო თამაშობს, ხოლო დედა ჯეკი ვივერია.

კითხულობს ჰემინგუეის და სილვია პლათს, რომელიც მის არსებულ სულიერ მდგომარეობასთან ძალიან ახლოს არიან. ცდილობს რესოციალიზაციას, ყოფილ ცოლთან შეხვედრას და მეგობართან ვახშამზე გაიცნობს ტიფანის, გოგონას რომელსაც ახლახანს გარდაეცვალა საყვარელი ქმარი და პეტის მსგავსად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

jennifer-lawrence-talks-silver-linings-playbook-121227-470-75ვახშამზე, რომელიც პეტს არ უნდა რომ პაემნად ჩაეთვალოს, არასტანდარტულად სიმინდის ფანტელებს და რძეს უკვეთავს, ხოლო ტიფანი უყვება შოკისმომგვრელ ისტორიას მისი დეპრესიის და სამსახურიდან გამოშვების შესახებ.

პეტი ტიფანის გაურბის გაცნობის მომენტიდან, მაგრამ გოგონა თან დასდევს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. საბოლოოდ ისინი ერთად იწყებენ ცეკვაში ვარჯიშს  ჩემპიონატისთვის, რომელიც პეტს მეუღლესთან შეხვედრის შანს აძლევს. მას სურს ნიკს ყველაფერი აპატიოს და ისევ ერთად იცხოვრონ. ტიფანი ამაოდ ცდილობს ხელის შეშლას. თუმცა …

images (6)“ჰენგოვერში” გადახდენილი უცნაური თავგადასავლების შემდეგ,  ბრედლი კუპერი (პეტი) არც ამ ფილმში უჩივის მათ ნაკლებობას.

MV5BMTM2MTI5NzA3MF5BMl5BanBnXkFtZTcwODExNTc0OA@@._V1_SX214_ეს არის დრამაც და კომედიაც, რომლის ყურება ძალიან სასიამოვნოა. არცერთი კადრი არ მოგეჩვენება ზედმეტად და ეს ყველაფერო სასიამოვნო მუსიკის ფონზე. რუსულად ის თარგმნეს, როგორც “Мой парень – псих”. ჩემი აზრით, ფილმის შინაარს ეს სათაური უკეთ ასახავს.

მეთიუ ქვიკის ამავე სახელწოდების (Silver Lining Playbook)  მოთხრობის მიხედვით რეჟისორ დევიდ ო’რასელის მიერ გადაღებულ ფილმს დიდი გამოხმაურება მოყვა. ოსკარის რვა ნომინაციის გარდა, ფილმმა სხვადასხვა პრესტიჟული კინოფესტივალების ჯილდოები დაიმსახურა, ხოლო ტიფანის როლის შემსრულებელმა 22 წლის ჯენიფერ ლოურენსმა, თითქმის ყველა კინოფესტივალზე სადაც ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის იყო ნომინირებული, ჯილდო აიღო და ბოლოს სანუკვარი ოსკარიც.

jennifere_1376596hის “შიმშილის თამაშებში” ქეთნის ევერდინის როლით გაიცნო მაყურებლის ფართო წრემ და დიდი სიმპათიები დაიმსახურა არა მარტო უბრალო მოკვდავებისგან, არამედ თავად ჯეკ ნიკოლსონისგანაც. წლევანდელი “ოსკარის” შემდგომი პერიპეტიებიდან, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია.

“დიორის” ულამაზეს კრემისფერ კაბაში გამოწყობილი ჯენიფერის ემოციური სამადლობელი სიტყვის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია მისმა წაქცევამ სცენაზე ასვლისას. ინტერნეტში ამის ამსახველი უამრავი ფოტო და ვიდეო გავრცელდა, მაგრამ იმედია, ეს იქნება მისი უკანასკნელი “წაფორხილება” ახალ-ახალი წარმატებებისკენ.

ეს არ არის განსაკუთრებული იდეებით დატვირთული ან დამთრგუნველი ფილმი, თუმცა არის რამდენიმე მძიმე მომენტი, მაგრამ წყვილის საკონკურსო ცეკვა არის განსაკუთრებულად კარგი.

Advertisements

8 thoughts on “ვახშამი ტიფანისთან, ოსკაროსანი ჯენიფერი და ნიკოლსონის კომპლიმენტი

  1. ძალიან კარგი სოციალური დრამაა. სათაური კი საკმაოდ რთული სათარგმნია “Silver Lining (იდიომა) – მეტაფორა, რომელიც ერთგვარ ოპტიმიზმს გამოხატავს, ნიშნავს გამოდარებას, გამონათებას, მაგალითად: Every cloud has a silver lining – ანუ ცუდში რაღაც კარგის ნაპერწკალიაო;
    playbook – კრებული, პიესების კრებული, აგრეთვე სათამაშო სქემა (სპორტში).”
    კუპერის თამაშმა მომხიბლა, ასეთ როლში აქამდე არ მინახავს 🙂

    • რაც მე ამის თარგმნაზე ვიწვალე 🙂
      იდიომა როა ვიცი, მაგრამ ფლეიბუქთან ვერ დავაკავშირე. 🙂
      კუპერი მართლა კარგია 🙂

  2. სულაც არაა პუტკუნა, არც უშნო… მარა მე მაინც არ მომწონს :დ რაღაც ჩემს გემოვნებაში არ ჯდება 🙂

  3. ფილმის ტრეილერს რომ ვუყურე, დიდად არ დამაინტერესა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი გამოხმაურება ჰქონდა. რაღაც ძალიან სტანდარტული, ადვილად დასავიწყებელ ამერიკულ ამბავს ჰგავს.
    პ.ს ეს გოგო არ მომწონდა აქამდე რატომღაც, მაგრამ ოსკარებზე ისეთი ბუნებრივი და უშუალო იყო, ნელ-ნელა სიმპატიით განვეწყვე : ))

    • ეს გოგო იმდენად კარგია, ნამდვილად არ დაგავიწყდება ფილმი ადვილად 🙂

  4. შიმშილის თამაშებს ჩემი პირადი აზრით არ მოუხდა ეს გოგო, ამის მონაწილეობით კიდევ winter’s bone მაქვს ნანახი და იქ ზუსტად ზის როლში, თუმცა ფილმი არ მომეწონა და ეს ფილმი არ მინახავს, ჟანრი და ტრეილერი აქვს ისეთი არ დამაინტერესა.
    მაგრამ რევიუ ისეთი გამოგივიდა მომიწევს ვნახო ❤

    • უი, winter’s bone ვის გაახსენდა 😦
      მანდ მართლა არაჩვეულებრივია. შიმშილის თამაშები მე ფილმად არ მომწონს, ალბათ მაგიტო რომ პერსონაჟები არც ისე კარგადაა შერჩეული, მაგრამ ჯენიფერი მაინც კარგია 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s