თავჩაქინდლული ცხოვრების დასაწყისი

ცხოვრება შავ-თეთრი ზოლებისგან შედგებაო, რომ ამბობენ, მინდა შევედავო, რომ ცხოვრება ფერადია, უფრო სწორად, შენზეა დამოკიდებული რომელ ფერებში იქნება.

ერთხელ პიკასოს კითხეს:
– თქვენი აზრით, მხატვრობაში უფრო მეტად მნიშვნელოვანია რას ხატავ, თუ როგორ ხატავ?
– ვინ ხატავს. – უპასუხა პიკასომ.

3846669_700bპიკასო ვერ ვიქნებით, ვერც თვითნასწავლი ფიროსმანი ან საერთოდ რა საჭიროა მხატვრობა საკუთარი სამყაროს შესაქმნელად.

უბრალოდ დგება მომენტები, როცა ფერადი საღებავები გაკლდება ან ფანტაზია არ გყოფნის მათ შესარევად და სრულად შავ-თეთრ შტრიხებზე გადადიხარ.

ასეთ პერიოდებსაც აქვთ თავისი დადებითი მხარეები. ბევრ რამეზე ფიქრდები, სხვაგვარად, სხვა მხრიდან უყურებ. მხოლოდ მეგობრებს აღელვებთ ჩემი საზოგადოებისგან იზოლაცია, გრძელი შავი კაბა, სიჩუმე, როცა სხვა დროს მეხვეწებიან გავჩუმდე და ამ ყველაფერს ახლა დაემატა თავჩაქინდლულობა.

pizap.com13622081800391 modified

ჩემი ქინდლი

ამასწინათ შენიშვნასავით მომცეს, შენს პირადულზე არაფერს წერო. სულაც არ ვთვლი აუცილებლად, ყველამ თავის პირადზე წეროს, მაგრამ მინდა ჩემს ბოლოდროინდელ, ცხოვრების გამამრავალფეროვნებელ, შავ-თეთრ ქინდლზე მოგიყვეთ.

კითხვა რომ მიყვარს, სულ ტრანსპორტში რომ ვარ, სულ უდროობას რომ განვიცდი და ქინდლი რომ მჭირდებოდა, ვინც მიცნობს ყველამ იცის.

და აი, ერთ მოღუშულ, ღრუბლიან და ჩემი განწყობის შესაბამის დღეს, საერთოდ რო არ ველოდი, ისე აღმოჩნდა ჯერ ჩემს სამუშაო მაგიდაზე, შემდეგ ჩანთაში და მას შემდეგ დიდ დროს ვატარებ მასთან ერთად.

თავჩაქინდლული ტრანსპორტში, სახლში, კაფეში მეგობრის მოლოდინში და ზოგჯერ სამსახურშიც.

pizap.com13622101368981არ ვიცი სიახლის მომენტია, გარემოებები განაპირობებს თუ რა, მაგრამ ქინდლში უფრო სწრაფად ვკითხულობ. მის ფუნქციებზე, უპირატესობებზე, ხარვეზებზე იმდენი ინფორმაციაა ინტერნეტში, აღარ ჩავთვალე საჭიროდ აქაც ჩამომეთვალა. მხოლოდ მათ, ვინც ჩემსავით ყოყმანობდა ქინდლის შეძენაზე, გირჩევთ სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება, თორემ უქინდლობაში გატარებულ ყოველ წამს ინანებთ, როცა ჩემსავით ქინდლიანი გახდებით.

მხოლოდ ტატუ მჭირდება იმისთვის, რომ ვიყო გოგონა დრაკონის ტატუთი, რომელიც ცეცხს ეთამაშება და კრაზანების ბუდეს ანგრევს. 

პ.ს. სულაც არ მჭირდება გამამხნევებელი შეძახილები. მე თქვენზე უკეთ ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 🙂

Advertisements

7 thoughts on “თავჩაქინდლული ცხოვრების დასაწყისი

  1. მხოლოდ ტატუ მჭირდება იმისთვის, რომ ვიყო გოგონა დრაკონის ტატუთი, რომელიც ცეცხს ეთამაშება და კრაზანების ბუდეს ანგრევს. 🙂

  2. ჰაჰ, მაგარია, მეც ახლახანს შევიძინე საNOOKვარი რიდერი 😛

    • ვნახე შენი რიდერის ფოტოები 🙂
      მე განათების გამოწერას ვერ დავაყენე საშველი 🙂

  3. Pingback: თავჩაქინდლულები | Molly Bloom's Day™

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s