სამხრეთით საზღვრებისგან, მზისგან დასავლეთით

სიმღერამ რომ დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანის მომავალზე, ამაზე არაერთი ფილმი გვინახავს და უფრო მეტიც წაგვიკითხავს. მეც ვწერდი ადრე.

წიგნზე რეცენზიის წერა ჩემი სფერო არაა, მაგრამ ჰარუკი მურაკამის ჯაზით და კარგი მუსიკით გაჯერებულმა “სამხრეთით საზღვრებისგან, მზისგან დასავლეთით” (South of the Border, West of the Sun) გადამაწყვეტინა ამ რთულს საქმეს შევჭიდებოდი.

south of the border engწიგნის სათაური აღებულია ცნობილი სიმღერიდან “south of the border, west of the Sun”, რომელიც მურაკამს მოხსენიებული აქვს როგორც ნათ კინგ კოულის სიმღერა, თუმცა რამდენიც არ უნდა ეძებოთ, ამ სიმღერას მისი შესრულებით ვერ იპოვით. ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვნახე. მისი ყველაზე ცნობილი შესრულება ფრენკ სინატრას ეკუთვნის.

სწორედ ამ სიმღერასთან და ნათ კინგ კოულის ფირფიტასთან ასოცირდება წიგნის მთავარი გმირის ჰაჯიმეს ყველაზე ნათელი მოგონებები მისი ბავშვობიდან, მასსავით დედისერთა მეგობარ შიმამოტოსთან, რომლის გამოჩენაც სამომავლოდ ზრდასრულ ჰაჯიმეს თავგზას აუბნევს.

ნათ კინგ კოულის კიდევ ერთი კარგ სიმღერას  Pretend შეხვდებით ამ ნაწარმოებში.

ჰაჯიმე რომ ბარის მეპატრონეა, სადაც ჯაზს უკრავენ, ეს ერთგვარად მურაკამის ცხოვრებისეული რეალობაა. ის და მისი მეუღლე ტოკიოში ფლობდნენ ჯაზ-ბარს.

images

ჰარუკი მურაკამი

რიკის მსგავსად ფილმიდან “კასაბლანკა”, მასაც აქვს საყვარელი სიმღერა, რომელსაც სპეციალურად მისთვის ასრულებენ, დიუკ ელინგტონის “The Star-Crossed Lovers”.

ეს არის ისტორია დედისერთა ბიჭზე, რომელმაც ოჯახთან ერთად რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და შესაბამისად მეგობრები, მაგრამ გოგონა რომელიც 12 წლის ასაკში გაიცნო, მისი ცხოვრების თანამდევია. 2 შვილის და ფაქტობრივად სრულყოფილი ოჯახის პატრონი 37 წლის ჰაჯიმე ბავშვობის სიყვარულის გამოჩენის შემდეგ ოჯახიდან წასვლას გადაწყვეტს…

არ გამომდისთქო, თავიდანვე გითხარით. სამაგიეროდ კითხვა მიყვარს და კარგი მუსიკა და ეს ის შემთხვევაა, როცა ამბავი კარგად იკითხება და პარალელურად გემოვნებიან მუსიკალურ ფლეილისტს გთავაზობს. რაღაც ნაწილში ჩემი აზრით, გადაჭარბებული პორნოგრაფიაა, რომელიც “Corcovado”-ს ფონზე უნდა წაიკითხო.

ჰაჯიმე საბავშვო ბაღში გაიცნობს თავისი შვილის თანაჯგუფელის დედას, რომელსაც მერსედესს E260-ს მართავს და ჩემთვის აღმოჩენა სიმღერას უსმენს:

ჰაჯიმე თავის BMW-ში ძირითადად კლასიკურ მუსიკას უსმენს. ლისტს, შუბერტს…

უნდა აღინიშნოს, რომ “სამხრეთით საზღვრებისგან, მზისგან დასავლეთით” არ არის ერთადერთი ნაწარმოები მურაკამის შემოქმედებაში, რომლის სათაური სიმღერის სათაურის იდენტურია. მასვე ეკუთვნის “ნორვეგიული ტყე” (‘Norwegian Wood”), ბიტლების ცნობილი სიმღერის მსგავსად, ხოლო გემოვნებიანი მუსიკით არანაკლებ დახუნძლულია “კაფკა პლაჟზე” (“Kafka On The Shore”).

Advertisements

18 thoughts on “სამხრეთით საზღვრებისგან, მზისგან დასავლეთით

  1. ინტელექტუალური ლიტერატურა, ინტელექტუალური მუსიკა და ჯანდაბას, იყოს გადაჭარბებული პორნოგრაფია, ავიტანთ როგორმე 🙂

    პოსტი რომ ბიბის გემრიელი სტანდარტით არის დაწერილი, აღარ ვამბობ. ისედაც ცხადია.

  2. აჰა 🙂 პორნოგრაფია შეიძლება სულაც არ იყოს გამაღიზიანებელი, თუ
    1)…….
    2)…….
    3)…….
    მოკლედ, გააჩნია როგორ არის დაწერილი, გააჩნია ვინ წერს :))

      • :დ :დ ანუ ჩემთანაც არის პორნოგრაფიული პასაჟები? :დ

      • :დ :დ ეგ მსუბუქი ეროტიული შესავალია და იქვე ვწყვეტ :დ ნუ, მერე მკითხველების ფანტაზია თუ არ ჩერდება და დაფარულის მიღმა მიდის, ეს უკვე მათი საქმეა :დ

      • კომპლიმენტისთვის მადლობა :* კაცი რომ ვიყო, ნამდვილად ჩავურთავდი პორნოგრაფიულ პასაჟებს, მაგრამ ახლა არ ღირს :დ

  3. მე მომეწონა ეგ წიგნი, საკმაოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებები დამიტოვა :))

  4. ჰარუკი მურაკამის რაც კი წიგნი წამიკითხავს, ყველას მუსიკა ახლავს თან. საოცარია. south of the border, west of the Sun არ წამიკითხავს და ძალიან მომინდა, რადგან მართლაც და მის ავტობიოგრაფიას გავს. ისე აქვს დაწერილი მემუარიც, what I talk about when I talk about running, რომელიც მისი ბარის დახურვას და ტოკიოდან წყნარ ადგილას გადაცხოვრების ფაზას უკავშირდება. თურმე ბარი წერის გამო მიატოვა. რადგან მთელი დღე უმოძრაო ცხოვრების სტილზე გადავიდა, სირბილიც მაგიტომ დაიწყო. ჰარუკის არა მარტო მარათონები აქვს გარბენილი არამედ ულტრამარათონიც, რომელიც 100 კმ მოიცავს. ძალიან საინტერესო მემუარია. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
    http://anosmagazine.com/2012/04/30/lessonslearnedrunning/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s