სალამი, სევდავ!

ყველა მარადიული გრძნობიდან სიყვარული ყველაზე ხანმოკლეაო.

francoise-sagan6

ფრანსუაზ საგანი

მოლიერის ეს ცნობილი ფრაზა ბევრ ადამიანში იწვევს პროტესტს, განსაკუთრებით მათში ვინც ახალგაზრდაა და შეყვარებულია და უნდა ეს მდგომარეობა უსასრულოდ გაგრძელდეს. სორბონის სტუდენტმა ფრანსუაზ კუარეზმა უცნაური ფორმით, მოლიერის ბიუსტის რიტუალური ჩამოხრჩობით ცადა პროტეტსტი. არ ვიცი, ეს ფრანსუაზის მეამბოხე სულით  იყო გამოწვეული თუ სასოწარკვეთით.

გავა რამდენიმე წელი და ეს გოგონა ფრანსუაზ საგანის სახელით თავის პირველ რომანს “სალამი, სევდავ!” გამოცემს და ძალიან პოპულარული გახდება. ჰონორარს კი მამის რჩევით დაუყოვნებლივ დახარჯავს ფუფუნების საგნებში.

1627749d89433f1bdea7d39823bf47f0TED-ზე გადავაწყდი საინტერესო მონოლოგს და ახლა ავტორს ვერ ვიხსნებ. მოკლედ, საუბარი იყო იმაზე, რომ ყოველთვიურად საკუთარ თავს ახალი გამოწვევები დაუსახეთ (მაგ: იაპონურის შესწავლა, ცეკვის წრეზე ჩაწერა, კემპინგში მონაწილეობა და ა.შ.), რაც ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს და დეპრესიის საშუალებას არ მოგცემთო.

ამ რჩევამდეც იგივე პრინციპით ვცხოვრობდი, მაგრამ რა ქვია იმ გრძნობას, როცა ვერანაირი გამოწვევა ვეღარ გიწვევს?

განა არ ვცდილობ რამე ახალი გავაკეთო?! უბრალოდ არ გამომდის.

ამ ბლოგის შექმნაც ერთგვარი გამოწვევა იყო თავის დროზე.

რა ქვია გრძნობას, როცა მისი ზარის მოლოდინის ნაცვლად, ერთად გატარებულ დროს იხსნებ?
როცა ფილმის ათჯერ მაინც წყვეტ და ტელეფონის ეკრანს დასცქერი
როცა თანამოსაუბრეს უღიმი და ის გაკვირვებული გეკითხება “რა გაცინებს?”.
როცა ყველას აინტერესებს რატომ აღარ ხარხარებ “შენებურად”.
როცა მეგობრებს ნახვაზე უარს ეუბნები იმ მოტივით, რომ სამსახურიდან გვიან გიწევს გამოსვლა.
როცა სამსახურიდან დროულად გამოდიხარ და სახლში მისული დაუყოვნებლივ იძინებ.
როცა “ნესტლეს” რძიანი შოკოლადის გემოც კი აღარ გახსოვს მისი კოცნის მერე.
როცა ერთსადაიმავე გვერდს რამდენჯერმე კითხულობ და ვერ იაზრებ.
როცა ნებისმიერ რამეზე ნერვები გეშლება, ისე რომ მიზეზსაც  ვერ ხვდები.

არა, როგორ ვერ ვხვდები.

ამ კითხვებზეც ვიცი პასუხი.

ჩემს ჩანთაში, ხომ გვერდჩანიშნული “სალამი, სევდავ!” დევს და  ყოველ დილით სარკეში სევდას ვესალ-მე-ბიბი.

Depuis qu’on est ensemble
Tu viens chaque matin
Me donner la première caresse
Bonjour tristesse

Advertisements

11 thoughts on “სალამი, სევდავ!

  1. აუ რა დროს სევდააა, დაეშვიდობეე და უთხარი ნახვამდის სევდააა… გაზაფხულია გარეთ მზეა და ყველაფერი კარგად იქნებააა. მთელი ზამთარი სევდაში ვიყავი და ეხლა ნახვამდის სევდა.

    ეგ ყველაფერი ხშირად მჭირს ხოლმე, ალბათ მელანქოლიააა.

    • ამინდი არ მოქმედებს განწყობაზე 🙂 არც განვიცდი ამ მდგომარეობას.
      საჭიროა ალბათ 🙂

  2. მე უკვე აღარც ვესალმები, საკუთარ თავს რომ მიესალმო ყოველ დილით, ეგეთი რამე იქნება 🙂
    მგონი, მეც ვიცი პასუხი 🙂

  3. როგორ მიყვარს ფრანსუაზა და მომწონს ის რასაც შენ წერ ბლოგზე :*

  4. mec Zalian miyvars fransuaza saganis “salami savdeav!”-albat 80 wlebshi daibechda,romeligac jurnalshi,mere,rogorc xdeba vis agar vatxove da ase davkarge…

    • პირველი ეგზემპლარები არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე გამომცემლობამ გამოსცა ამ ბოლოს.
      “50 წიგნის” სერიაშიც დაიბეჭდა 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s