შამშეს შიშით შავი შაშვი შიშველ შვილებს შამბში მალავს

სათაურის წაკითხვა გაგიჭირდათ?

აბა, ხმამაღლა წაკითხვა ცადეთ. 🙂

ვეჭვობ, არც ისე ადვილია.

მე კი მისი გამოთქმა უნაკლო მეტყველების პატრონებზე კარგად შემიძლია, მაგრამ ამისთვის რამდენიმე დღიანი დაუღალავი მეცადინეობა დამჭირდა. მიუხედავად ამისა, მე დღემდე საუბრისას “შ” და “ს” ბგერებს ერთმანეთში ვურევ.

internუფრო მეტიც:

ჩვენ ყველანი ხომ სტაჟიორობიდან მოვდივართ. ჰოდა, ოდესღაც მეც ვიყავი სტაჟიორი. დაუღალავი, საქმიანი, ენთუზიასტი. რა უნდა დაევალებინათ, არ გამეკეთებინა.

ერთ დღეს ალექსამ (ვისი სტაჟიორიც ვიყავი) რაღაც მოხსენებითის მომზადება დამავალა. ტექსტი მიკარნახა. მე უბრალოდ სტანდარტულად უნდა დამეწყო  ზემდგომი პირის თანამდებობის ჩამოთვლით “შემოსავლების სამსახურის… ” და ბლა ბლა ბლა. გავაშანშალე მოხსენებითი, ალეს ხელში მივაწოდე, მეთქი ტექსტს მაინც გადახედე, არაფერი გამეპაროს. – რა უნდა გაგპარვოდა, სიტყვა-სიტყვით გიკარნახეო და კმაყოფილი გავიდა ოთახიდან. ორიოდ წუთში უკან შემობრუნდა. სიცილს ვერ იკავებდა, თან გაბრაზებას ცდილობდა.

– ეს რა არი? როგორც ლაპარაკობ ისე წერ?

ჩემს მიერ აკრეფილი ტექსტი იწყებოდა ასე “სემოსავლების სამსახურის…” მართლა შემრცხვა, მაგრამ ამით იმაზე მინდა ხაზგასმა, რომ გამოთქმისასაც და წერისასაც ამ ბგერების არევა, დაუკვირვებლობის ბრალია. ცოტა ვარჯიში და ყველაფერი თავის ადგილზეა.

მეტყველების პრობლემა ძალზედ გავრცელებულია, მაგრამ მე არ ვთვლი რომ ეს ჩემთვის პრობლემაა. ეს ჩემი საფირმო ნიშანია, სათვალესთან და ხმამაღლა ხარხართან ერთად :))

ჰო, კარგი. ვაღიარებ, საშინელი შეგრძნებაა, როცა ნათქვამს რამდენჯერმე გამეორებინებენ 😦  და სიამოვნებით ვიმეორებ მის სახელს რამდენჯერმე, იმიტომ რომ ერთ ბგერას არასწორად ვამბობ (ზოგჯერ შეგნებულად) 🙂

პ.ს. “მეფის სიტყვაზე” პოსტის დაწერა მქონდა ჩაფიქრებული არადა 🙂

Advertisements

5 thoughts on “შამშეს შიშით შავი შაშვი შიშველ შვილებს შამბში მალავს

  1. მე არ გამიჭირდა, რაც ამ ენისგასატეხებში მივარჯიშია უნივერსიტეტში კიდევ მეტყობა:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s