შეჩერდი, წამო! მშვენიერი ვარ!

რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის მიერ facebook-ში განთავსებულმა ფოტომ მიიქცია ყურადღება.

originalეს ფოტო 1954 წელსაა გადაღებული. მასზე გამოსახულები არიან ეთელ, ჟაკლინ და ჯონ კენედები, სანამ ისინი თეთრი სახლის ბინადრები გახდებოდნენ. აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული წყვილის უამრავი ფოტო არსებობს, მაგრამ ეს უკანასკნელი იმითაა გამორჩეული, რომ ის “სელფშოთია” , ერთგვარი ავტო ფოტოპორტრეტი და ჩვენში ასე გავრცელებული სარკეში საკუთარი თავის ასახვა.

ამ ფაქტზე ბევრი კრიტიკულ-ცინიკური ფრაზა მომისმენია და წამიკითხავს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი doin.ge-ს სარკევ, სარკევ… იყო. იშვიათად გამოდის ვინმეს საზოგადოების მანკიერი მხარეების ასე საღად ჩვენება და მითუმეტეს ძალიან ცოტა წერს ასე სიტყვამოსწრებულად.

მე ბექას (doin.ge) ნიჭიერებაზე საუბრით არ შეგაწყენთ თავს და არც მის პოსტზე ვისაუბრებ ბევრს. იქ ისედაც ყველაფერი გარკვევით წერია, უბრალოდ “სელშოთების” რამდენიმე ისტორიულ ფოტოზე მინდა შევაჩერო ყურადღება.

სწორედ რომ ყურადღების შეჩერება, იმ კონკრეტული წამის აღბეჭდვა და დამახსოვრება სურს იმ ადამიანს, ვინც ფოტოს უღებს თავის თავს.

selfმერე რა? რატომაა ეს თემა ასეთი საქილიკო?!

იმაზე გეთანხმებით ყველას, რომ მომაბეზრებელია “სელფშოთებით” აჭრელებული სოციალური ქსელი, თუმცა ტვიტერში ნანახი ეს ფოტოები დღემდე ინახება ჩემს კომპიუტერში. ჩემთვის სამაგალითო ორი ნიჭიერი და ლამაზი ქალაბატონი კენედის ცენტრში გამართულ წვეულებაზე საკუთარ თავს უღებენ ფოტოებს, არადა პროფესიონალი ფოტოგრაფებით არიან გარშემორტყმული, მაგრამ მერილ სტრიპმა გადაწყვიტა საკუთარი აიფონითი გადაეღო ჰილარი კლინტონთან ფოტო.

სარკეში ფოტოს გადაღების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ მქონია მომენტები, როცა ძალიან მდომებია იმ მომენტის ფოტოზე ასახვა. უბრალოდ ამას მანიაკალური და ზედმეტად ნარცისული სახე არ უნდა ქონდეს და საერთოდ ყველაზე მეტად ის ფოტოები მეძვირფასება, რომლებიც ჩემს კომპიუტერში ინახება და შეიძლება ვერც ვერასდროს ნახოს ფართო საზოგადოებამ. არის მომენტები, რომლებიც ძალიან ძვირფასია, მაგრამ არავისთვის გაზიარება არ მინდა.

პ.ს. ერთ ფოტოს ვნახულობ ყოველ დილით. არა, დღეში რამდენჯერმე. მმმ…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s