“გვერდითი მოვლენების” გვერდითი მოვლენები

ბოლო პერიოდში მიუხედავად ბლოგზე პასიურობისა, ძალიან ბევრი ფილმი ვნახე, რომლებზეც მინდა გიამბოთ, მაგრამ ყბადაღებული უდროობა.

MV5BMTc2MzY0NDAwOF5BMl5BanBnXkFtZTcwMTE1Mzc4OA@@._V1_SY317_CR0,0,214,317_სტივენ სოდებერგის ახალმა ფილმმა “გვერდითი მოვლენები” (Side Effects), ისეთი გავლენა მოახდინა ჩემზე, მგონი ყველა წამლის ანოტაცია გადავიკითხე, რაც კი ოდესმე გამომიყენებია. ასეთი კი ბევრია და თან წამლის გვერდით მოვლენებზე ყურადღება არასოდეს მიმიქცევია. მთავარი იყო ის პრობლემა აღმოეფხვრა რა დანიშნულებითაც ვიყენებდი.

როგორც მინიმუმ ამიერიდან “ნიმესილს” აღარ გამოვიყენებ.

side-effects_2013-4-1200x758ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა  ნიუ-იორკელ წყვილზეა. მარტინი (ჩანინგ ტატუმი)  ციხიდან გამოდის და უწევს  მეუღლე ემილის, რომელსაც “გოგონა დრაკონის ტატუთი”, რუნი მარა თამაშობს, ღრმა დეპრესიასთან  გამკლავება.

ემილი მანჰეტენელი ცნობილი და წარმატებული ფსიქიატრის  ჯონათან ბენქსის (ჯუდ ლოუ) დახმარებით ცდილობს დაძლიოს ფსიქიატრიული პრობლემები და ძველებური ემილი გახდეს. წარმატებული ბანკირის სრულფასოვანი მეორე ნახევარი, მაგრამ ამის მცდელობის რამდენიმე შემთხვევა არც თუ ისე კარგად სრულდება.

side-effects08ემილი ჯონათანს უმხელს, რომ მანამდეც ყავდა ფსიქოლოგი, ვიქტორია ზიბერტი (კეტრინ ზეტა ჯონსი). ჯონათანი ვიქტორიასთან კონსულტაციით და გამოცდილებების გაზიარებით ცდილობს, დაეხმაროს ემილის და მისი რჩევით უნიშნავს პრეპარატს “აბლიქსა”, თუმცა ამბიციურ და გამოცდილ ფსიქოლოგს ავიწყდება იმ გვერდითი მოვლენების გათვალისწინება, რაც მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს. ამის შესახებ ის ფატალური შედეგის დადგომის შედეგად იგებს, რაც მისი სამედიცინო პრაქტიკის შეწყვეტის მიზეზი ხდება. მის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, ხოლო მოსიყვარულე მეუღლე ყველაზე რთულ მომენტში ტოვებს, მაგრამ ჯონათანი შეძლებს მობილიზებას და ყველაფრის გარკვევას, ნამდვილი დამნაშავის გამოვლენას და ემილის ავადმყოფობის იმიტაციას დამტკიცებას.

უფრო მეტი ინტრიგა მინდოდა ჩამედო, რაც გაიძულებდათ ნახვას, მაგრამ მარტო მსახიობები ყავს ისეთიიი… რუნი მარას ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანის როლის უბადლო შესრულება, მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლე ჩანინგ ტატუმი, მზაკვრული გამოხედვით და მაინც ისევ მომხიბვლელი კეტრინ ზეტა ჯონსი, საკუთარ თავში დარწმუნებული და სიმპათიური ჯუდ ლოუ, დამაინტრიგებელი ფსიქოლოგიური დრამა და განა სხვა რა მიზეზია საჭირო?!

Advertisements

6 thoughts on ““გვერდითი მოვლენების” გვერდითი მოვლენები

  1. ძალიან კარგი ფილმია, მეც მაგრად მომეწონა.

    “როგორც მინიმუმ ამიერიდან “ნიმესილს” აღარ გამოვიყენებ.” 100%, არადა ამ წამალს ანოტაცია საერთოდ არ მოყვება, იმიტომ რომ ცალობით ყიდულობენ და ნარკომანებივით შემჯდარი არიან. არადა ძალიან მავნე წამალია 😦

    • აღარ გავეკარებ :)) მიუხედავად იმისა რომ უებარი, ძალიან ეფექტურია.
      არადა ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე ვსვამდი

  2. ეს ფილმი კი მაქვს ჩანიშნული, მაგრამ ახლა სერიოზულად დავფიქრდი, ღირს თუ არა ნახვა 🙂 ნიმესილი ერთადერთი წამალია, რომელსაც ვიყენებ და ისიც რომ ვეღარ დავლიო… 🙂

    • ნიმესილი არაფერ შუაშია იდეაში ამ ფილმთან. 🙂 უბრალოდ მის ანოტაციას თუ წაიკითხავ მალევე მომბაძავ 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s