თბილისი – ქუთაისი – თბილისი

ქვეყნის ორი უმნიშვნელოვანესი ქალაქი, დედაქალაქი თბილისი და “მამაქალაქი” ქუთაისი, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ ერთმანეთისგან 250 კილომეტრით არიან დაშორებულები.

არ მახსოვს პირველად როდის დავფარე ეს მანძილი, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ანუ 7 წელია (რამხელა დრო გავიდა 😦 ) თვეში მინიმუმ ერთხელ მაინც მიწევს დიდუბეში “ჩემო დაიას” მოსმენა და გასვლამდე ხუთ წუთიანი ლოდინი, რომელიც განზომელი დროა და მარშუტკის ბოლომდე შევსებამდე გრძელდება.

922191_10151610169836253_111156058_o

ბაგრატის და პარლამენტის პანორამა
(c) parnavaz pkhakadze

არ ვისაუბრებ ამ ორი ქალაქის მნიშვნელობაზე, ინდუსტრიის მშენებელობაზე და პარლამენტის სამომავლო მდებარეობის განსაზღვრაზე. ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რაც მე მაწუხებს და არა მხოლოდ მე.

როგორ ვიმგზავროთ თბილისიდან ქუთაისისკენ და პირიქით? 

ტრანსპორტის რამდენიმე სახე არსებობს. ესენია:

საზღვაო (სამდინარო)  – ოდესღაც ქუთაისი საპორტო ქალაქიც ყოფილა, მაგრამ ამჟამად საზღვაო მიმოსვლა კი არა რიონი ისეთი დამშრალი, პიკასოს ბიჭი თეთრ ხიდზე გაიყინა და მდინარეში ვერ ხტება.
პორტზე კიდევ ერთი ძველი ანკდოტი მახსენდება. ქუთაისელებმა მაშინდელ “ცეკაში” განცხადება შეიტანეს პორტი აგვიშენეთო. გაგიჟდნენ “ზემოთ”. რა პორტი რის პორტი, ზღვა თქვენ არ გაქვთ და რა პორტი გინდათო.
ენამოსწრებულმა ქუთაისელებმა ნიშნისმოგებით: -აბა, თელაველებს რომ კულტურის სახლი აუშენეთო… 🙂

საჰაერო – ქუთაისთან ახლოს დაახლოებით 15 კმ-ში მდებარეობს განახლებული “კოპიტნარის”  აწ უკვე დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი. ბევრი ვეცადე, მაგრამ განრიგი ვერ დავადგინე. ისე აეროპორტი ფუნქციონირებს და უკრაინის და ბელორუსიის მიმართულებით აქტიურად ასრულებს რეისებს, რასაც ვერ ვიტყვი თბილისი -ქუთაისი- თბილიზე.

მილსადენი – ესეც ტრანსპორტის სახეა 🙂 მაგრამ ქუთაისთან არაფერ შუაშია. გაზი, წყალი, შუქი გრაფიკით იყო მუდამ 🙂

სარკინიგზო –  ესაა ერთადერთი ტრანსპორტი, რომელიც ზუსტად იმ დროს გადის, რაც მითითებულია განრიგში. ყოველდღიურად დილით 8:50 სთ-ზე გადის და იქედან 12:25, ღამის 21:10 სთზე გადის თბილისიდან და 4:50 თბილისის მიმართულებით გამოდის. მგზავრობა უსაფრთხოა, უბრალოდ 5 საათზე მეტხანს გრძელდება და მატარებელი რიონის რკინიგზის ავტოსადგურში ჩერდება, რომელიც ქალაქიდან 8 კმ-ში მდებარეობს. მოუხერხებელია მარტივად რომ ვთქვათ.
ქუთაისში არის რკინიგზის სადგური, რომელშიც საგარეუბნო მატარებლები შედიან, მათ შორის თბილისიდან 16:05-ზე გამოსული საგარეუბნო, რომელიც იაფია, თუ არ ვცდები 5 ლარი თბილისი – ქუთაისი და ქუთაისიდან ბილეთის ფასი ნებისმიერი სადგურიდან მხოლოდ ერთი ლარია. მგზავრობა ექვს საათზე მეტხანს გრძელდება და ხაშურის შემდეგ ყველგან აჩერებს. ძალიან დამღლელია და არაკომფორტული.
ეს მატარებელი ჩემს ბავშვობაში ზესტაფონი – ხაშურის მიმართულებით დადიოდა და ზემო იმერეთის სოფლების მოსახლეობაზე იყო გათვლილი, რომლებთაც გადაადგილებისთვის სხვა სატრანსპორტო საშუალების გამოყენება არ შეეძლოთ უგზოობის გამო. ხალხი “მასტერაოის” ეძახდა და ხშირად დროის განსასღვრავადაც გამოიყენებოდა. საღამოობით სოფლის ქალები ხშირად გადაძახებდნენ ერთმანეთს “ჩამეიარა “მასტერაოიმ”? წავალ, აპა, მოვწველი ძროხას”. 🙂

963794_10151611768071253_342800215_o

რიკოთი
(c) Parnavaz Pkhakadze

საავტომობილო – თუ საკუთარი მანქანის მფლობელი ხარ, გაგიმართლა. ახალი ავტომაგისტრალით 2-2,5 საათში ადამიანური სიჩქარით ჩახვალ, უფრო მალეც ჩავსულვარ, მაგრამ არ გირჩევთ.

მივადექი ყველაზე მტკივნეულს: ამ ორ დიდ ქალაქს ავტოსადგური არ აქვს. არ ვაჭარბებ. “დიდუბე” და “ოკრიბა” სადგურები არ არის. არანაირი ინფრასტრუქტურა. ქუთაისელი, გასაღებით თითზე მოტრიალე და კისერზე სველ ცხვირსახოც დაფენილი, “ჩემო დაიათი” მოლაპარაკე ტიპები თავიანთი მარშუტკისკენ გექაჩებიან. არანაირი რიგი, განსაზღვრული ტარიფები, ბილეთები… ყველაფერს თავად ადგენენ და არეგულირებენ. დღესასწაულებზე ხომ სასწაული ხდება, სტანდარტული ფასი 10 ლარი უცებ ვარდება 15-20 ლარზე. “ეგრე ღირს, დაია და წაი ნახე, ვინ წაგიყვან უფრო იაფად”.
ავტობუსები უკვე რამდენი წელია არ დადის. მხოლოდ მარშუტკები, რომლებსაც მოუხერხებელი სკამები აქვთ და საშინელი მუსიკა.
რიკოთთან ან სურამში აუცილებლად აჩერებენ. არ აქვს მნიშვნელობა, რა დროა, როგორი ამინდია, მგზავრებს უნდათ, არ უნდათ, აუცილებლად აჩერებენ და დგანან.
არც ფორმულა1 მძღოლების დარი მოძრაობა, არც რუსული ესტრადა, არც მუხლებმოკუნტული ჯდომა ისე არ მაღიზიანებს, როგორც “პერევალზე” გაჩერება.
რატომ არავის ყურამდე არ მიდის ეს ამბავი? ან მიდის და შეგნებულად არ რეგულირდება. 😦
იდენტური სიტუაციაა ქუთაისიდან თბილისისკენ. მარშუტკები ჭავჭავაძის გამზირიდან, ქუთაისის მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოდიან და ზუსტად ისევე მოქმედებენ, როგორც თბილისიდან ქუთაისისკენ.

ევროპისკენ რომ გავემართოთ ერთი ნორმალური ავტოსადგური ხომ მაინც უნდა გვქონდეს ქუთაისში ან თბილისში? მინიმუმ ერთი კომფორტული ავტობუსი ხომ მაინც უნდა დადიოდეს ჩვენს გზებზე?!

p.s. რუსულ ესტრადას, როგორ უნდა მოუსმინო რობი კუხიანიძის თანაქალაქელმა … 😦

 

Advertisements

9 thoughts on “თბილისი – ქუთაისი – თბილისი

  1. ჩვენ როგორმე გადავიტანთ კისერზე სველ ცხვირსახოც დაფენილ მძღოლს, მაგრამ თავიანთ საფირმო ტექსტებს რომ “გადაარუსულებენ” ხოლმე… 😀

  2. ყურსაცვამები და ალკოჰოლი…ვერც კი ვიგებ ისე ჩავდი-ჩამოვდივარ 😛

  3. რატო აბუქებთ ბევრ რამეს ვერ ვხვდები დაბადებული და გაზრდილი ვარ ქუთაიში და ჩემო დაია აქ არ გამიგონია და თქვენ სად გაიგონეთ? დერსკებო.

  4. აუ ჩემიგ გულისტკივილია რიკოთზე გაჩერება და იქ დაუსრულებელი ჭამა-სმა!!! ყველაზე უარესი _ მარშუტში ნავაჭრის ამოტანა და ადგილზე ჭამა!!! ღმერთო, როდემდე?!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s