საოცარი ოლგა კურილენკო – “საოცრებისკენ”

“სიცოცხლის ხეს”  (The Tree Of Life) რეჟისორის ტერენს მალიკის ბოლო ფილმი “საოცრებისკენ” (To The Wonder) რომ ვნახე, დიდი ხანი დამჭირდა იმის გასაანალიზებლად ეს ფილმი იყო, უამრავი ლამაზი ფოტო თუ სიზმარი.

To-The-Wonder-Trailer7

ფილმში ფაქტობრივად არ არის დიალოგები და იწყება მატარებლის სცენით. მარინას (ოლგა კურილენკო)  ლოცვასავით წარმოთქმულ სიტყვები ფრანგულ ენაზე, თუ როგორ დააბრუნა ის სიყვარულმა დედამიწაზე და როგორ მიყვას ნაბიჯ-ნაბიჯს საოცრებებისკე.

images (2)ნეილი (ბენ აფლეკი) ამერიკელი ინჟინერია, რომელიც შვებულებაში იმყოფება საფრანგეთში. იქ გაიცნობს მარინას და მის პატარა გოგონა ტატიანას. ძნელია აღწერო სიტყვებით ამ წყვილის ურთიერთობა, მითუმეტეს რომ ისინი უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს და როგორც აღვნიშნე ფაქტობრივად არ არის დიალოგები, სამაგიეროდ ისეთი მოძრაობები, მეგონა ჩემს გრძნობებს, ნერვულ უჯრედებს ეხებოდნენ.

To-the-Wonder-final-posterნეილი მარინასთან და ტატიანასთან ერთად ბრუნდება ოკლაჰომაში. სამივენი ბედნიერები არიან, სანამ მარინას ვიზას ვადა არ გაუვა. რის გამოც დედა-შვილი საფრანგეთში ბრუნდება. მარინას ტანჯავს ეს ფაქტი. შვილს საფრანგეთში ტოვებს და ნეილთან ბრუნდება.

მარინას არყოფნაში კი ნეილი ურთიერთობას აღადგენს თავის ძველ სიყვარულთან ჯეინთან (რეიჩელ მაკადამსი), რომელიც რანჩოში ცხოვრობს და გოგონა ჰყავდა მარინას მსგავსად.

მიუხედავად რეიჩელ მაკადამსისადმი დიდი სიმპათიებისა და არც გმირი ჰყავს ცუდი, მე მაინც ოლგა კურილენკოს საოცარი სილამაზის და იდუმალების გავლენის ქვეშ მოვექეცი.

silhouetteexc_2458616k

მარინა ბრუნდება და ქორწინდება ნეილზე, მაგრამ ქორწინების სცენის ბოლოს ხვდები, რომ სიყვარული დასასრულს უახლოვდება. ის საოცრება რაც მათ აკავშირდება, იფერფლება.

ფილმი არ გამოირჩევა გმირების სიმრავლით. სულ რამდენიმე პერსონაჟა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პადრე (ხავიერ ბარდემი). მისი მონოლოგი ცოლ-ქმრობის შესახებ ძალიან საინტერესოა.

486852_177840399038894_1185550136_nმარინა ბედნიერებისთვის მებრძოლი, უზომოდ შეყვარებული, ულამაზესი ახალგაზრდა ქალი და ნეილი, მუდამ ჩუმი, იდუმალი, სექსუალური მამაკაცი, რომლის პერსონაჟი ჩემთვის ძალიან ნაცნობია.

სიუჟეტის აღწერა ბევრს ვერაფერს მოგცემთ. უნდა ნახო საოცრად ჰაეროვანი და ვნებიანი კადრები, ცალკე აღებული თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშია.

მე თუ არ მენდობით, “ვაშინგტონ პოსტის” შეფასება ნახეთ.

p.s. ამ ფილმით აღმოჩენილი Mont Saint-Michel დაემატა აუცილებლად სანახავი ადგილების სიას.

Advertisements

8 thoughts on “საოცარი ოლგა კურილენკო – “საოცრებისკენ”

  1. მალიკის ყველა ფილმი “საოცრებაა” ჩემთვის 🙂 ძალიან მიყვარს, მის ფილმებს ზუსტად რომ ფოტოგრაფიული სილამაზე ახასიათებს 🙂 ეს ნანახი გაქვს? თუ არა აუცილებლად ნახე 🙂

  2. რაის ვაშინგტონ პოსტი, როცა ეს ბლოგი და ბიბის რევიუები არსებობს 🙂

    კურილენკო მე ბოლოსწინა ბონდიდან მახსოვს და ძალიანაც მომწონს. ფილმიც და გოგოც.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s