ძილი ჩვენი არსობისა

თუ მკითხავთ რას ვაცხობ ყველაზე გემრიელს და ტკბილს, ამაყად გიპასუხებთ:
-ძილს!

რეცეპტი მაქვს უნიკალური და გარანტირებული. დაიძინეთ მაშინ, როცა გეძინებათ.

არ მესმის იმ ადამიანების ვინც ძილს დროის უქმად კარგვას ეძახიან. რა სიამოვნება შეედრება კარგ გამოძინებას. რა ვიცი, რა ვიცი…

TED-ზე ვნახე არიანა ჰაფინგტონის მოკლე მონოლოგი, რომელიც გვიყვება იმის შესახებ, რომ პროდუქტიოლობის, ბედნიერებისა და უფრო ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებისაკენ გზა ძილზე გადის.

20681_4164253867855_1915997728_nძილის სასარგებლო თვისებების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ. ამაზე მედიცინა და საკუთარი გამოცდილება უფრო მეტს ამბობს 🙂 უბრალოდ არ არსებობს პრობლემა, დაბრკოლება, რომლის გადალახვაში ძილი არ დაგეხმარება.

მოთენთილობა, დაღლილობა, უენერგიობა, სისუსტე – კარგი გამოძინება და უცებ გაგივლის, დროებით მაინც.

იმედგაცრუება, სულიერი აღელვება, დარდი, დეპრესიის საწყისები, გაუთავებელი ფიქრი – კარგად გამოიძინებ და ცხოვრება მშვენიერია.

მე არ ვამბობ, რომ უებარი წამალია. ყველაფერს არშველის, მაგრამ  ტკივილებს აყუჩებს, პრობლემებისგან გწყვეტს.

4996249556091915_18d926uC_cამასწინათ ერთი ციტატას გადავაწყდი, ადამიანი შეყვარებული მაშინაა, როცა ვერ იძინებს, იმიტომ რომ რეალობა უფრო ლამაზად ეჩვენება, ვიდრე სიზმარიო. ამ ლოგიკითს შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. ამოვისუნთქე. 🙂 მაგრამ ძილზე დიდი ენერგიით ვინ და რამ უნდა აგავსოს არ ვიცი.

უფრო დეტალურად რა დაავადებებს კურნავს, რამდენ საათიანი ძილი გჭირდებთ რეჟიმის მიხედვით, უძილობის პრობლემების აღმოფხვრის დასახმარებლად და ბევრ საინტერესო თემაზე წაიკითხავთ National Sleep Foundation-ის ვებ-გვერდზე.

ახლა ამ ტექსტს გადავხედე და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემმა ერთმა მეგობარმა დაწერა, რომელსაც მუდმივად შეუძლია სამსახურში დააგვიანოს და ყველა კოლოკვიუმზე აქვს დაგვიანებული, იმიტომ რომ დროულად ვერ გაიღვიძა. შეუძლია მთელი დღე იკოტრიალოს, უფრო სწორად მთელი შაბათ-კვირა და რომ ვკითხავთ, კი მაგრამ სად იყავი ეს დღეები, მშვიდად მოგვიგებს ” საქმეები მქონდა”. თუ კონკრეტულად რა, მის ძილისაგან დასიებულ თვალებში ადვილად შეიძლება ამოიკითხო. 🙂

მოკლედ იმის თქმა მინდა, ძილი ყველას გვაერთიანებს და როგორადაც არ უნდა მოვინდომოთ ცხოვრების ერთ მესამედს ვუთმობთ, უბრალოდ ზოგი უფრო გულუხვია. ძუნწები კი ადრე ბერდებიან და ჭაღარავდებიან.

(ყოველთვის) მშვიდ ძილს გისურვებთ!

Advertisements

11 thoughts on “ძილი ჩვენი არსობისა

  1. მე ვარ ძუნწიიი 🙂 იმდენი რამე მინდა რომ მოვასწრო და სულ დრო არ მყოფნის 🙂

      • მე ბავშვები რომ მემატება, იძულებული ვარ რომ დაიძინებენ მერე ვიკითხო და ვუყურო 🙂

  2. მეც ბავშვების გამო ვძუნწობ, თორემ ძილზე ტკბილის არაფრის გამოცხობა არ მეხერხეება

  3. ბიბი, რა კომენტარით დააშეარე ბლოგერების ჯგუფში, რას შემარცხვინე 😀

    სულ მაკლია ძილი 😦

    • ზუსტად იმით , რასაც ვფიქრობდი :*
      ძილი და ხელფასი მგონი არავის არ გვყოფნის 🙂

    • ზუსტად იმით , რასაც ვფიქრობდი :*
      ძილი და ხელფასი მგონი არავის არ გვყოფნის 🙂

  4. ძილს ძალიან ვიკლებ, ძალიან ძუნწი ვარ:( ადრე კი ვუმკლავდებოდი გამოუძინებელ მდგომარეობას, მაგრამ რაც დრო გადის კარგად ვხვდები რამდენად საჭიროა სრულფასოვანი ძილი. ამ ეტაპზე საშუალოდ 6 საათი მძინავს და არ მყოფნის. იმ გვერდზე უნდა შევიდე და გადავიკითხო რაღაცეეები და იქნებ მოვინდომო და 7 ზე ავიყვანო მაჩვენებელი.
    ყოჩაღ შენ რომ არაფერს ამჯობინებ კარგ ძილს და ნომერ ერთი პრიორიტეტი შენთვის ეგ არის!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s