ბერლუსკონის “წითელი და შავი”

რონალდოს შესახებ მსმენოდა მხოლოდ, როცა 1997 წელს მილანი – ინტერის დაპირისპირებას ვუყურებდი. მაშინ არც “დერბი დელა მადონინას” შესახებ მსმენოდა, არც ალბერტინი ვიცოდი ვინ იყო, არც მითუმეტეს პაოლო მალდინი, მაგრამ ერთი ნახვით მოვიხიბლე. ის თამაში 5:0 მოიგეს შავ-წითელ მაისურებში გამოწყობილმა ბიჭებმა, თუმცა ამ წელს ყველა ევროტურნირის გარეთ აღმოჩნდნენ. ეს მაშინ ნაკლებად მესმოდა.

ვაღიარებ, არც ემოციური და ერთ ადგილზე მოხტუნავე მწვრთნელი ვიცოდი მაშინ, ვინ იყო. წლების მერე “იუვენტუსის” და “რომას” მწვრთნელობის პერიოდში გავიაზრე ფაბიოკაპელოს  დონე. მახსოვს ძაკერონიც და ყველაზე კარგად ანჩელოტი.

703352_w2

ჟორჟ ვეას და ვანბასტენის ლეგედებს წლების მერე “ვიკიპედიით” და “იუთუბით” ვეცნობი. ჩემი ლეგენდა ანჩელოტის დროინდელი  “მილანია”: მალდინი, ნესტა, დიდა, პირლო, ზეედორფი, გატუზო, შევჩენკო, ინძაგი, ამბროზინი, კაკა, რუი კოსტა, კოსტაკურტა და რა თქმა უნდა კახა კალაძე.

Soccer - UEFA Champions League - Group D -  AC Milan v Celtic - San Siroყოველთვის მაღიზიანებდა ჩემი თანატოლების (და არამარტო) ვითომ ნიშნისმოგებით ნათქვამი ფრაზა, “მილანს იმიტომ გულშემატკივრობ, რომ კალაძე თამაშობსო”. არადა ეს ცოტა მიზეზი იყო?!

ორმაგად ამაყი ვიყავი 2003 და 2007 წელს, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგა ჩემმა ფავორიტმა გუნდმა მოიგო და თან მის შემადგენლობაში იყო ქართველი და ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა.

არც 2007 წლის შემდეგ შემიწყვეტია გულშემატკივრობა და არც არასოდეს შევწყვეტ. ეს არის გუნდი, რომელიც ყოველთვის გაძლევს სიამაყის საფუძველს. ყოველთვის ბრძოლისუნარიანია, მიუხედავად შემადგენლობისა.

Juara Liga Champions 2003ალეგრიმ შეძლო და დიდი ტაიმ- აუტის შემდეგ გუნდს 2011-12 წლის სეზონის “სკუდეტო” მოაგებინა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ალბათ არც ალეგრისთვისაა საკმარისი გამოუცდელი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული შემადგენლობა.

მე არ ვისაუბრებ ბერლუსკონის როლზე. ცალსახად მის უარყოფით გავლენაზე გუნდის მენეჯმენტზე, რთულია საუბარი. ეს არის ადამიანი, რომელსაც თითქმის სამი ათეული წელია ეს გუნდი ეკუთვნის “მილანის” უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

610x-1k-285x300არ ვიცი, რა იქნება მომავალ სეზონში. გუნდმა ძლივს მოახერხა ოთხეულში შესვლა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. ბალოტელის და ელ შარავის დუეტი კი იმის საფუძველს მაძლევს, ახალ ტიტულებს ველოდო. მანამდე კი 31 მაისს ჩემი ლეგენდების სანახავად წავალ “დინამო არენაზე” და ხშირად გავაკეთებ პატოს საყვარელ ჟესტს ცერა და საჩვენებელი თითებით. ჩავიცმევ შავ-წითელ ზოლებიან მაისურს, რომელსაც უკან 4 ნომერი აწერია (გვარს თავად მიხვდით) და ვიქნები უზომოდ ამაყი. მე 16 წელია მიყვარს მილანი და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე

Advertisements

5 thoughts on “ბერლუსკონის “წითელი და შავი”

  1. რა დერბი გამომიტოვებია 1997-ში 🙂 2002-მდე ჩემი და ფეხბურთის ურთიერთობა ეზოში თამაშით შემოიფარგლებოდა 🙂 მას შემდეგ აწ უკვე 11 წელია “შავ-წითლებოს” ერთგული ვარ ჭირსა და ლხინში 🙂 …სუპერ მარიო რომ მთელი სეზონი გვყოლოდა, უკეთეს შედეგს მივაღწევდით… ახლა რამდენიმე კარგი ტრანსფერი გვინდა და იქნებ ლიგას თუ არა, სკუდეტოს მაინც გამოვკრათ ხელი 🙂

  2. არადა რა იცოდნენ იმათ რომ ბერლუსკონის გამო ქომაგობდი.

  3. მილანი ჩემთვისაც ის გუნდია, რომელსაც ვერასდროს ვუღალატებ. პოსტი მთლიანად გამოხატავს ჩემს განწყობას და დამოკიდებულებას 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s